„აცტეკელი“ პატი ორუე
სექსუალური პარაგვაელი მოდელი პატი ორუე აპირებს, პლანეტის ყველაზე სექსუალური ქომაგის ტიტული ჩამოართვას თანამემამულე ლარისა რიკელმეს. შეგახსენებთ, რომ 2010 წლის მუნდიალის შემდეგ, სადაც რიკელმე საკუთარი ქვეყნის ნაკრებს ქომაგობდა, პლანეტის მასშტაბით ცნობილ სახედ იქცა, რისთვისაც მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ქომაგის არაოფიციალური ტიტულის მფლობელი გახდა. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, რიკელმე მსოფლიოში მოგზაურობდა და თავისი სექსუალურობითა და ქარიზმით მილიონობით თაყვანისმცემელი გაიჩინა. სულ ახლახან დასრულებულ „კოპა ამერიკაზე” კი რიკელმეს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა პატი ორუეს სახით, რომელიც არანაკლები სექსუალურობით გამოირჩევა. ამჟამად ორუე მექსიკაში ისვენებს და იქაურ სტადიონ „აცტეკაზე” არც ერთ საფეხბურთო მატჩს არ აცდენს, რითაც იპყრობს კიდეც ყურადღებას.