მესის „გერლფრენდის“ პორნო
მიკრობლოგების სოციალურ ქსელ „ტვიტერის” საშუალებით, ინტერნეტში გავრცელდა პორნოგრაფიული ვიდეორგოლი მოდელ ანდრეა რინკონის მონაწილეობით, რომელსაც, ბულვარული პრესის მტკიცებით, ხანმოკლე ურთიერთობა აკავშირებდა თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთის ნომერ პირველ ვარსკვლავთან, ლიონელ მესისთან. აღსანიშნავია, რომ, „ტვიტერის” საშუალებით, კიდევ ერთი სამხრეთამერიკელი მოდელის, სილვინა ლუნას პორნოგრაფიული ფოტოები და ვიდეორგოლები გავრცელდა. რინკონის თქმით, ჰაკერებმა მისი კუთვნილი კომპიუტერიდან მოიპარეს ვიდეო და ინტერნეტში განათავსეს.