კალენდარი რაიან გიგზის საყვარლისთვის
უელსელმა მოდელმა იმოგენ ტომასმა, რომელმაც სახელი „მანჩესტერ იუნაიტედის” რაიან გიგზთან დაკავშირებული სექსუალური სკანდალით გაითქვა, გლამურული კალენდრის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. დიდი ბიუსტითა და სკანდალურ რეალით-შოუებში მონაწილეობის მიღებით ცნობილმა მოდელმა, ბიკინიში გულახდილი ფოტოები გადაიღო. გადაღებები ესპანურ კურორტ მარბელიაში მიმდინარეობდა. 2012 წლის კალენდრის ნახვა ბრიტანელებს სექტემბრის შუა რიცხვებში შეეძლებათ.