კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის პოულობს ნაკლს ადვილად მამაკაცში თიკა მახალდიანი და რა გამოცდილება მიიღო მან საკუთარი სასიყვარულო ურთიერთობისგან

მიუხედავად ცხელი ზაფხულისა, თიკა მახალდიანმა დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოახერხა თბილისიდან გასვლა – ბევრი საქმე ჰქონდა. თუმცა, აგვისტოს მეორე ნახევარში, ის აუცილებლად აპირებს ზღვაზე წასვლას და კარგ დასვენებას.

თიკა მახალდიანი: წესით, ზაფხულში უნდა ისვენებდე, მაგრამ ჩემთვის ის ძალიან დატვირთული აღმოჩნდა: გადაღებები, კონცერტები – გასვლითი და თბილისშიც. გადაბმულად ოთხი დღითაც კი ვერ წავედი ვერსად, რადგან დღეგამოშვებით სულ რაღაც მქონდა. მხოლოდ შაბათ-კვირას თუ მოვახერხებ მეგობრის „დაჩაზე“ წასვლას. ძალიან დავიღალე, ერთი სული მაქვს, სადმე წავიდე და ტელეფონი გამოვრთო.
– ანუ, შეგიძლია, შენთვის წახვიდე, გამორთო ტელეფონი და არავის დაეკონტაქტო?
– რატომაც არა, შემიძლია. თუ ისე დავიღლები, რომ არაფერი და არავინ მენდომება, მაშინ გამოვრთავ ტელეფონს, ჩემებს ვეტყვი – აქ ვარ, არ ინერვიულოთ, კარგად ვარ-მეთქი და სხვები აღარ მაინტერესებს. ასე ჯერ არასდროს მოვქცეულვარ, მაგრამ თუ დამჭირდა, ამასაც გავაკეთებ. სახლში ყოფნა არ მიყვარს, სულ გარეთ მინდა გავიდე, გავერთო. ახლა კი თბილისში არაფერი ხდება. კლუბებზე არ ვამბობ, ასეთი გართობა მაინცდამაინც არ მიყვარს, არ ვგიჟდები. უბრალოდ, ყველაფერი მკვდარია და მეც მითანგული ვარ.
– კალიებიც შემოგვესივნენ.
– ვაიმე, კალიებზე, არ იცი, რა მემართება – ისტერიკა, რომ ვუყურებ, მაძაგძაგებს. რამხელა ფეხები აქვთ, კოშმარია, საშინელებაა. რამდენიმე დღის წინ ოთახში ბედნიერად ვიწექი, ტელევიზორს ვუყურებდი და ღამურა შემომიფრინდა. წარმოგიდგენია, შავი რაღაც, რომელიც უცებ დაბზრიალდა. ისე შემეშინდა, ხმა ვერ ამოვიღე, საწოლს მივეკარი. რომ გაფრინდა, მერე დავიწყე ჩხავილი და გამოვვარდი ყვირილით – მიშველეთ-მეთქი. კიდევ კატის მეშინია, რომ ვუყურებ, ძალიან ცუდად ვხდები. ჩემმა მეგობარმა მოათრია კნუტი, შემეხო და კინაღამ აივნიდან გადავხტი. ვეუბნები, ეს რომ გაიზრდება, მე აქ აღარ მოვალ-მეთქი.
– როგორი დასვენება გიყვარს ზაფხულში?
– ძალიან მიყვარს ზღვა, მზე, ვგიჟდები, მაგრამ ორი წელია, ისეთი საშინელი სიცხეებია, ზღვაზე ყოფნაც აუტანელია. გარუჯვა ძალიან მიყვარს, მაგრამ ახლა ისე მცხელა, აღარაფერი მაინტერესებს. გავთეთრდი უკვე, რა „ზაგარიც” მქონდა, ისიც ზედ შემომახმა.
– გარუჯვის გამო თავს იკლავ ხოლმე?
– არ შემიძლია, ცუდად ვხვდები. დილიდან მყარად რომ ვწევარ პლაჟზე, შუადღეს უნდა დავისვენო – ვეღარ ვსუნთქავ, გული მიხდება ცუდად. ჩემი მეგობრების უმეტესობას შეუძლია, დღე და ღამე მზეზე იწვნენ, მაგრამ არ შეიძლება – დედა გეტირება კანზეც და საერთოდ, მთელ ორგანიზმზე. ისტერიკულად ჩავდივარ ხოლმე წყალში, მაგრამ ამოსვლას ვერ მოასწრებ, უკვე მშრალი ხარ და რა აზრი აქვს?! ზღვას თავისი ადგილი აქვს, მთას – თავისი, ორივე მიყვარს. ახლა მთაში წასვლა მირჩევნია, მდინარეც არის, ტბაც, მოკლედ, ყველაფერი. ასე რომ, მირჩევნია, ჩემს რაჭაში წავიდე.
– როგორ გარემოცვაში გიყვარს დასვენება?
– გააჩნია, როგორ განწყობაზე ვარ. თუმცა, როგორი დაღლილიც უნდა ვიყო, თუ გვერდით ისეთი ხალხი მყავს, რომლებთანაც ყოფნა მსიამოვნებს, მაინც მოვდივარ ხასიათზე. არ აქვს მნიშვნელობა სად ვიქნები, მთავარია, ჩემთვის საყვარელ ადამიანთან ერთად ვიყო და, თუ გინდა, ეზოში ვიჯდე.
– რომ მღერი და არა მხოლოდ სიმღერის დროს, ძალიან ენერგიული, სიცოცხლით სავსე, გადარეული ხარ.
– ვიღაცას შეიძლება ეგონოს, ამას სპეციალურად ვაკეთებ, მაგრამ სიმღერისას, ყველაფერი თავისით მოდის. ძალიან ემოციური ვარ, თუმცა, რაღაცეებს ზოგჯერ ვერ გამოვხატავ. მაგალითად, თუ რამე მეწყინა, ან გამიხარდა – შეიძლება, ვერ გამოვხატო, მაგრამ შინაგანად ძალიან ემოციურად ვარ, აჟიტირებული. ხალხს ამ დროს ჰგონია, რომ ურეაქციო ვარ, არადა, პირიქითაა.
– შენი წყენინება ადვილია?
– ადვილად მწყინს, მაგრამ მალევე გადამივლის ხოლმე. ფეთქებადი ხასიათი მაქვს, თუმცა, რომ ვეტყვი საკუთარ თავს – გაჩერდიო, ვჩერდები. ვინც მიცნობს, იცის ჩემი ხასიათი და ეს არ სწყინს. ერთმანეთს თუ არ გავუგეთ და არ ვაპატიეთ, მაშინ რა აზრი აქვს ურთიერთობას. მეც ადვილად ვპატიობ ადამიანს, თუმცა, იმაზეცაა დამოკიდებული – ვინ არის, რას წარმოადგენს ჩემთვის და გააჩნია, წყენასაც. ადამიანი კარგად რომ გაიცნო, რაღაც პერიოდი გჭირდება, მაშინვე არ უნდა გადაუშალო გული. რატომ უნდა მოუყვე ვიღაცას რაღაც, როცა გვერდით 80 მეგობარი გყავს. თუმცა, ბევრია ისეთი თავის ახლობელს არაფერს ეუბნება და სხვას უყვება, რატომ? არ ვიცი. ალბათ, ამით აჩვენებს: „ძაან საყვარელი ვარ და იმიტომაც გიყვები ყველაფერს, ხედავ, რა კარგი გოგო ვარ...” ასეთები ბევრნი არიან, შენც რომ გიკვირს, რატომ მიყვებაო და თან, გერიდება მოსმენა.
– საკუთარ თავზე ჭორები გაგიგია?
– ამას წინათ, ძალიან ბევრმა მკითხა – ორსულად ხარო? მერე ვიღაცამ მომწერა, გააჩინეო. რატომ გადაწყვიტეს ასე, არავინ იცის.
– მამის ვინაობაც გაამხილეს?
– არა, ეტყობა, ისე ვიყავი ორსულად – მამის გარეშეც ხომ ფეხმძიმდებიან? საერთოდ არ მოქმედებს ჭორები ჩემზე, რეაქცია არ მაქვს. უბრალოდ, ბევრმა რომ მკითხა, ვიფიქრე – ასეთი გასუქებული ვარ, ამას რომ ფიქრობენ-მეთქი? გათხოვებითაც იმდენჯერ გამათხოვეს, სულ მირიგებენ ვიღაცეებს.
– ზაფხული, მზე, ზღვა, დასვენება, ხშირად სიყვარულთან, დადებით ემოციებთან ასოცირდება.
– ახლა ისე მცხელა, არც სიყვარული მინდა, არც ბიჭი და არც არავინ, ცუდად ვარ. ზღვაზე როცა ხარ და ვიღაცას ეპრანჭები, სასიამოვნოა, რა თქმა უნდა – ერთობი, ხალისი გაქვს, კარგად ხარ. ასეთი რაღაცეები არის, თუმცა სერიოზული არაფერია. ფლირტი – ფლირტია. შეიძლება, ზოგმა შემდეგშიც გააგრძელოს ურთიერთობა, მაგრამ მე ასეთი არ ვარ.
– ნებისმიერი ურთიერთობა ხომ ფლირტიდან იწყება – რატომ არ შეიძლება, ის სერიოზულ ურთიერთობაში, სიყვარულში გადაიზარდოს?
– ურთიერთობა შეიძლება, ნებისმიერი სიტუაციიდან დაიწყოს – მიდიოდე ქუჩაში, ჩანთა დაგივარდეს, იმან მოგაწოდოს და... ფილმებში რომ არის, თვალებით მიაჩერდეთ ერთმანეთს და „ვსიო“, უკვე შეყვარებულები ხართ. ანუ, სისულელისგანაც შეიძლება, დაიწყოს ურთიერთობა. ასე ჩემთან ჯერ არ დაწყებულა, ალბათ, ოდესმე იქნება. მე არსად მეჩქარება.
– ერთი ნახვით სიყვარულის გჯერა?
– არის ბიჭების კატეგორია, მაშინვე გეტყვის – დაგინახე და გავგიჟდიო. თან, არც იტყუება, რადგან ასეთია. მაგრამ, როგორც პირველივე ნახვისას გაგიჟდება, ასევე მალე შეიძლება, გადაუაროს. ამიტომ, არ მიყვარს ასეთი რაღაცეები. მეც ბევრჯერ მქონია თავიდან ეიფორიული მომენტი – მგონი, კარგი ბიჭია... მაგრამ ძალიან წკიპზე რომ ხარ – მორჩა და უცბად აღარ მომწონს. ანუ, რაღაც არ მომეწონება ხოლმე. ზოგჯერ კი, ბიჭისგან რომ ვიგრძნობ სიმპათიებს, მერე აღარ მომწონს – სულელური, არაადეკვატური რაღაცეები მჭირს.
– არასდროს გამიგია შენგან, რომ შეყვარებული ხარ.
– ერთხელ ვიყავი შეყვარებული და მას მერე დიდი დრო გავიდა. დიდხანს არ ვყოფილვართ ერთად, მაგრამ ისე მოხდა, რომ დავშორდით. ამ ურთიერთობამ დიდი გამოცდილება მომცა. მიუხედავად იმისა, რომ 18-19 წლის ვიყავი, ბევრი რამ ვისწავლე. ჯერ ერთი, გავიზარდე, დინჯი გავხდი, ტვინი მომემატა რაღაცეებში. წლების მატებასთან ერთად, შენც იზრდები. ახლა ისეთ რაღაცეებსაც ვაქცევ ყურადღებას, ადრე რომ არ ვაქცევდი. მაგალითად, იმას, რომ ბიჭი გოგონას მიმართ ძალიან ზრდილობიანი უნდა იყოს, ჯენტლმენი, ყურადღებიანი. ხანდახან ძალიან კრიტიკული ვარ. როცა სერიოზული არ არის გრძნობა, ანუ არ გინდა, რომ ბიჭი მოგწონდეს, რაღაცას მაინც უპოვი – ასეთია და ისეთიო. შენამდე, ბოლომდე რომ არ მოდის, არ მიგიწევს მისკენ გული, მერე ნაკლსაც ადვილად პოულობ.
– როცა ვიღაც მოგწონს, გიყვარს, ეს დიდ სტიმულს გმატებს ადამიანს.
– შეიძლება, უბრალოდ მოგწონდეს, არც იცნობდე და უკვე კარგად ხარ, ცხოვრება უფრო საინტერესოა, სასიამოვნოდ გრძნობ თავს. ქალი სულ კარგად უნდა გამოიყურებოდეს, მაგრამ როდესაც ვიღაც გიყვარს, უფრო ლამაზი ხარ, ხალისიანი, გიხარია ყველაფერი.
– როგორც ვიცი, სექტემბერში ერთ-ერთ პროექტში აპირებ მონაწილეობას.
– სომხეთში, სომეხი და ქართველი მომღერლების მონაწილეობით, სექტემბერში „დვე ზვეზდის” მსგავსი პროექტი კეთდება. კონცერტები გვექნება, დუეტში ვიმღერებთ. საქართველოდან რამდენიმე მომღერალი მივდივართ. ასევე, ძალიან მინდა, ევროპაში წავიდე სწავლის გასაგრძელებლად, ამ კუთხითაც ვმუშაობ. ამბებს გაგაგებინებ.

скачать dle 11.3