სიცილით სიკვდილი
* თხუთმეტი წუთი შეუსვენებელი სიცილით 250 კალორიას დაწვავთ – მთავარია, ეს შეძლოთ და იმხიარულოთ.
* როცა ადამიანი იცინის, ამ დროს, მისი ფილტვებიდან ჰაერი 100 კილომეტრ-საათი სიჩქარით გამოიტყორცნება.
* ჩვილი 3 თვის ასაკში იწყებს ხმით სიცილს. მანამდე, მას ამის გაკეთება არ შეუძლია.
* სტატისტიკას თუ ვენდობით, ქალები დილის განმავლობაში ექვსჯერ უფრო ხშირად იღიმებიან, ვიდრე მამაკაცები.
* როცა იჭმუხნებით და იჯღანებით, თქვენს სახეზე 47 კუნთი იჭიმება და იძაბება; როცა იცინით – მხოლოდ 17 კუნთი.
* არსებობს „სიცილის ყვავილი”. თუ მის თესლს დაღეჭავთ, 30-50 წუთი იხითხითებთ. ამის შემდეგ უგრძნობლად მიეგდებით და რამდენიმე საათის განმავლობაში მკვდარივით იძინებთ.
* „სიცილის ყვავილი” ახლო აღმოსავლეთში ხარობს, მაგრამ მისი ამოცნობა მხოლოდ ბოტანიკოსებს შეუძლიათ.
* 1975 წლის 24 მარტს, ინგლისელი ქვისმთლელი, ალექს მიტჩელი, 25-წუთიანი შეუსვენებელი სიცილის შემდეგ, გარდაიცვალა. ის ტელევიზორში კომედიურ შოუს უყურებდა და სიცილისგან გული გაუჩერდა.
* 1989 წელს ერთი კინოკომედიის ყურებისას გარდაიცვალა დანიელი ექიმი – ოლე ბენტსენი. მას პულსი არანორმალურად სწრაფად უცემდა.