კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ასწავლიდა ბალეტის პოზიციებს ლაშა ხოზაშვილი გიორგი მიქაძეს და რა ხდება ბოსტონის ქუჩებში მისი გამოჩენისას

ორივე ძალიან ნიჭიერი, წარმატებული და საკუთარი საქმის პროფესიონალია: ერთი ბერკლის სამუსიკო კოლეჯში სწავლობს, მეორე კი „ბოსტონ-ბალეტის“ წამყვანი სოლისტია. მათ ერთმანეთი თვითმფრინავში გაიცნეს, როდესაც ამერიკაში მიდიოდნენ. აღმოჩნდა, რომ პიანისტი გიორგი მიქაძე და ბალერონი ლაშა ხოზაშვილი, იქ ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ და დღეს კარგი მეგობრები, ამასთან, ძალიან ხალისიანი ადამიანები არიან და ინტერვიუს ჩაწერის დროსაც ბევრი იხალისეს.

ლაშა ხოზაშვილი: ჩვენ ერთმანეთი თვითმფრინავში გავიცანით.
გიორგი მიქაძე: მოიცა, მე მოვყვები ამ ამბავს: გასული წლის 21 აგვისტო. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. დილის 6 საათი. ვფიქრობ იმაზე, რომ მალე დავტოვებ სამშობლოს... აღმოვაჩინე, რომ ერთი ბიჭი მოდიოდა ამერიკაში და მეორე – ეს იყო ლაშა, ამხელა, წარმოსადეგი მამაკაცი. ოღონდ, არ ვიცოდი, ვინ იყო.
ლაშა: ისე მახასიათებ, ვინმეს ცისფერები არ ვეგონოთ.
გიორგი: სათაურში არ გამოგვიტანო ახლა ეს! (მე მომმართავს, – ავტორი).
ლაშა: „რატომ ეგონა გიორგი მიქაძეს ლაშა ხოზაშვილი ცისფერი“...
გიორგი: ჯერ ლონდონში ჩავფრინდით, ორი საათი გვქონდა დრო და გამოველაპარაკე. ჩემთვის ვფიქრობდი, ნეტავ, ვინ არის-მეთქი, დავასკვენი, რომ „სუხიშვილების“ მოცეკვავე იყო, მოკლედ, ვერ გავარტყი. ბოსტონში რომ ჩავედით, ჩემს დას ვუთხარი, ლაშა ხოზაშვილთან ერთად ვიმგზავრე-მეთქი. მეუბნება: ლაშა ხოზაშვილი? ბალეტს რომ ცეკვავს? მაგის ფანი ვარ. აფიშაზე რომ ვხედავდი, ლაშა ცეკვავდა, მე და ჩემი დაქალები, მთელი კონსერვატორიის „სასტავი“ მივდიოდით საყურებლადო. ბალეტთან შეხება არასდროს მქონია, ამიტომ არ ვიცნობდი. რაც დრო გადის, ბალეტზე უფრო მაგრად „ვკაიფობ“, განსაკუთრებით მომწონს თანამედროვე დადგმები. რომ უყურებ, ადვილი გგონია, მაგრამ თითოეული მოძრაობის გაკეთება ძალიან რთულია. ლაშა პოზიციებს მასწავლიდა და მთელი კვირა ფეხები მტკიოდა.
ლაშა: პირველი კლასის მასალას ვასწავლიდი. ძალიან ცუდი მოსწავლეა, თუმცა, ამ ასაკისთვის არც ისე ცუდი.
გიორგი: ჩემგან ხომ დადგება დიდი ბალერონი?
ლაშა: იცეკვებ, მაგრამ, ვაი ამ ცეკვას. შენგან ისე გამოვა მაგარი ბალერონი, როგორც ახლა ჩემგან – ჩინეთის იმპერატორი.
გიორგი: ლაშაზე დიდი ამბები იყო: „ლაშა ხოზაშვილი, ლაშა ხოზაშვილი“... რეკლამები და აფიშები... ბოსტონში ერთ-ერთი მთავარი გაზეთი არის – „ბოსტონ გლოუბ“, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და ყველა სპექტაკლის შემდეგ ლაშაზე წერენ – როგორია, რით გამოირჩევა. მეც, ლაშას გამოსვლას რომ ვუყურებდი, ვხვდებოდი, რომ ის სულ სხვა სკოლის წარმომადგენელია, მის ცეკვაში იგრძნობა, რომ ქართველია, თან ქართულ ცეკვებსაც ხომ ცეკვავდა და მამაც სუხიშვილების მოცეკვავე ჰყავდა. სხვები ძალიან კარგი მოცეკვავეები იყვნენ, მაგრამ, ჩემთვის მათი ცეკვა ნაზი იყო, ლაშას კი სხვა ეშხი ჰქონდა, ნაპერწკლებს ყრიდა სცენაზე და ხალხი აჰყავდა.
ლაშა: ძალიან კარგი მოცეკვავეები არიან, მაგრამ, მე მათგან განსხვავებული სკოლა მაქვს გავლილი, თან გენეტიკა და ქართული სული ბევრ რამეს შვრება.
– შენს ნახტომზე გიჟდებიან ამერიკელები, ამიტომაც გეძახიან „მფრინავს“.
გიორგი: თავის სიმაღლეზე ხტება და აბა, რა იქნება!
ლაშა: ეს გენეტიკურია, ბუნებითაც მაქვს და, თან, მუშაობით, ვარჯიშით, კუნთები კიდევ უფრო მეტად ვითარდება და მეტ ძალას მძენს. ისეთ რაღაცეებს ვაკეთებ, წესით, არ უნდა ვაკეთებდე, მაგრამ ეს ბუნებიდან მომდინარეობს. გიორგის კონცერტზე ვიყავი და ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე, რადგან გიორგი თვითონ იღებდა თავისი დაკვრით დიდ სიამოვნებას. უხეშად რომ ვთქვა, მაგრად „კაიფობდა“.
გიორგი: ამასთან ერთად ქუჩაში რომ მივდივარ, არ იცი, რა ხდება: ხალხი აჩერებს – „თქვენ ის ხართ? როდის ცეკვავთ? ჩვენ თქვენი ფანები ვართ“... მოკლედ, ავტოგრაფები და მთელი ამბები. „ასწორებს“ ამასთან ერთად სიარული. ძალიან მაგარია, რომ ასეთ ადამიანთან ერთად მიდიხარ ქუჩაში.
– საინტერესოა, ამერიკაში ერთად როგორ ატარებთ დროს.
ლაშა: გიორგი მირეკავს, მეც დაღლილი ვარ, ესეც და მეკითხება: „ლაშა, ლუდი გაქვს“? მე 20 ბოთლი ყოველთვის მაქვს ჩაციებული, ძალიან მიყვარს.
გიორგი: ამას არ ეტყობა, არ სუქდება. მე რომ ბევრი დავლიო, მაშინვე შემემჩნევა. ყოველთვის ნორმის ფარგლებში ვსვამთ. თუმცა, არანორმალური სიტუაციებიც ყოფილა, როდესაც დილის 6 საათამდე დაგვილევია, მერე კი ყველაზე საკვირველი ის იყო, რომ ლაშა პირდაპირ წასულა რეპეტიციაზე.
ლაშა: მე მომაქვს „ტავარი“ და ეს სამზარეულოში ტრიალებს.
გიორგი: ოღონდ, არ მიყვარს, როდესაც ამ დროს ვინმე შემოდის სამზარეულოში, ვითომ მოსახმარებლად. ამიტომ, არავის ვუშვებ და მარტო ვამზადებ.
– ვინ იცის, რას ამზადებს?
ლაშა: პირველი ეს სინჯავს და მე ველოდები, მოიწამლება თუ არა.
გიორგი: ხშირად დავდივართ ბოულინგის, ბილიარდის სათამაშოდ და კარგად ვერთობით, იქაურ გართობას აქაურს ნამდვილად ვერ შევადარებ. აქ ან არ ჰგვანან საკუთარ თავს, ან კომპლექსი აქვთ ბევრი.
ლაშა: არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ, აქაურ გართობას ვერ შევეგუე. მე არ ვგულისხმობ ჩემს მეგობრებთან ერთად ყოფნას. უბრალოდ, ათი კაცი რომ წავიდეთ სადმე გასართობად, მუღამს ვერ ვუჭერ. იქ კი იმიტომ მიდიან, რომ მაგრად გაერთონ.
გიორგი: ამერიკელები უფრო გახსნილი, თავისუფალი ხალხია და კონტაქტშიც ადვილად შედიხარ, აქ კი რთულად არის საქმე.
– განსაკუთრებით გოგონებთან ურთიერთობისას?
ლაშა: აქ გოგონას თუ პოემა არ წაუკითხე, მთელი შენი განათლება არ გადმოაფრქვიე, ლაბირინთები თუ არ გაიარე სიტყვებით, მანერებით, ემოციებით, ისე არაფერი გამოვა.
– შენს ცოლთან, ალბათ, ეს ყველაფერი არ დაგჭირვებია.
ლაშა: არა, ბედნიერი ვარ, რომ მე და ჩემი მეუღლე მარტივად შევუღლდით, ერთმანეთისთვის არ გვიდევნია, ყველაფერი მარტივად მოხდა.
– ერთმანეთს ეჯიბრებით ბილიარდის ან ბოულინგის თამაშში?
გიორგი: მე ამას ვერ ვეჯიბრები, რადგან ლაშა ოფიციალურად გიჟი, გადარეული და არანორმალურია. არ უნდა ეთამაშო, რადგან, მოგიგებს, „ჩაგხდის“ და „გაგაუპატიურებს“. ეს არ უნდა მეთქვა, მაგრამ, რა ვქნა, ასეთია.
ლაშა: აზარტული ვარ, ბოულინგი პირველად რომ ვითამაშე, ყველას მოვუგე. ბილიარდსაც კარგად ვთამაშობ და სასმელსაც მაგრად ვსვამ.
გიორგი: რაც მთავარია, შეუძლია, საჭმელი ჭამოს N-რაოდენობით. რესტორანში შევიდა და იმხელა ჰამბურგერი შეჭამა, რეკორდი დაამყარა.
ლაშა: მენიუში ეწერა: „მონსტერ ბურგერ“. ვიკითხე, ეს რას ნიშნავს-მეთქი. რამდენიმე წელია, არავის უჭამია, ადრე ჭამდნენ და რეკორდს ხსნიდნენ, მერე კი მის ფოტოს, როგორც მაგარი მჭამელის, რესტორანში აკრავდნენო. მოვატანინე. ჩემთან ერთი იაპონელი ბიჭი იყო, მანაც მოატანინა. ჩემი მეგობარი ჯოზეფა გაგიჟებული გვიყურებდა. იცი, რამხელა იყო? დიდი საჭრელი დანა ტარამდე ჩავიდა, შიგნით კი იდო სტეიკის ხუთი ნაჭერი, პლუს შემწვარი კარტოფილი. რომ დავინახე, მივხვდი, მოვერეოდი. გარშემო ხალხმა ნაძლევი დადო, რომ ვერ შევჭამდი. იაპონელმა ნახევარზე ცოტა შეჭამა, მე მთელი ჰამბურგერი ვჭამე, ბოლოს კარტოფილიც მივაყოლე, მერე ლუდიც დავლიე, სამი საათის შემდეგ სახლში მივედი და კიდევ ვჭამე. ფოტო გადამიღეს და მერე გამოაკრავენ.
– როგორი ადამიანია ლაშა?
გიორგი: ძალიან ერთგული, ნამდვილი მეგობარი. მასთან შემიძლია, ნებისმიერ თემაზე ვისაუბრო და, თუ რჩევა მჭირდება, აუცილებლად ვეკითხები.
ლაშა: ერთმანეთს რჩევებს ვაძლევთ. როგორც კი მაგარი ძმები გავხდით, იმ წუთიდან გავხდით ტოლები – არ აქვს მნიშვნელობა, მე უფროსი ვარ თუ არა. არასდროს ავიწყდები, მეგობრის ფასი იცის, ერთგული ადამიანია და ყოველთვის მსიამოვნებს მასთან ურთიერთობა.
გიორგი: მუდმივად კარგ ხასიათზეა. რამე თუ დაგჭირდება, ყველანაირად დაგიდგება მხარში.
– გოგონებთან დაკავშირებით აძლევ რჩევებს?
ლაშა: გოგონებთან დაკავშირებით კარგ რჩევებს ვაძლევ. მამაკაცი ქალს არ უნდა მოექცეს ცუდად, ბინძურად. მე ვაღმერთებ ქალს და ის მამაკაცისგან ძალიან ბევრ სიმპათიას, ყურადღებას იმსახურებს. უზრდელ ქალს ვერ ვიტან, თუმცა, მასაც არ მოვექცევი ცუდად.
გიორგი: ძალიან მიყვარს ადამიანი, რომელიც ლამაზია და, იმავდროულად, ჭკვიანიც, მაგრამ, ხშირად ასე არ არის. არ შემიძლია, ქალს მხოლოდ ისე ვუყურო, როგორც ლამაზ ნახატს. რაც მთავარია, ქალთან არასდროს არ უნდა მოიტყუო. ამას ცოტა ხნის წინ მივხვდი. პატარა ტყუილიც კი ცუდ მდგომარეობაში მაგდებს. ამიტომ, ვცდილობ, აღარ ვთქვა და მაქსიმალურად პატიოსანი ვიყო მასთან.

скачать dle 11.3