კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ სჩადის ადამიანი დიდ ცოდვას ქვეწარმავლის მოკვლით და როდის გვევლინება გველი მფარველად და წინასწარმეტყველად

ამოუცნობი ფენომენის ბევრს არ სჯერა. მხოლოდ, როცა თავად ეჯახება მსგავს მოვლენებს, მერე დაფიქრდება და იჯერებს იმას, რისი წყალობითაც უბედურებას აარიდა თავი. ამიტომ, საჭიროა, ნებისმიერ დეტალს, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, გულისყურით დავაკვირდეთ, თითოეული ფაქტი კარგად გავაანალიზოთ და იმ ამოუხსნელ წესებს დავუჯეროთ, რომელიც უძველესი დროიდან იღებს სათავეს.
დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარი, ქალბატონი ნაილი საკმაოდ საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა. სწორედ, მისგან შევიტყვეთ, რომ ერთი შეხედვით საშიში ქვეწარმავალი, თურმე ადამიანს შესაძლოა, მფარველადაც კი მოევლინოს.

ნაილი: ამბობენ, თუ ადამიანი მის გარშემო მიმდინარე პროცესებს და მოვლენებს გულისყურით დააკვირდება, ბევრ უბედურებას აიცილებს თავიდანო. ეს სიმართლეა და ამაზე ნებისმიერი ჩვენგანი უნდა დაფიქრდეს. ზოგჯერ გაფრთხილებასაც ვიღებთ ამა თუ იმ ფორმით და ამას ყურადღებას არც კი ვაქცევთ, არ ვითვალისწინებთ, რომ რაიმე ცუდის მანიშნებელი შეიძლება იყოს ეს ყოველივე. არ ვითვალისწინებთ, და შემდეგ მომხდარზე რომ ვფიქრობთ, სასწაულს ვაწერთ მას, ან თუნდაც – ბედისწერას. თავად მე, წარსულში არაერთი სასწაულის მომსწრე გახლავართ. ადრე არ ვაქცევდი ამას ყურადღებას, ახლა კი ყველაფერი რომ კარგად გავაანალიზე და ვიცი, ცხოვრებაში რა შეიძლება მოხდეს სასწაულის თუ გაფრთხილების სახით, ამიტომ ვაძლევ თავს უფლებას, ხმამაღლა ვისაუბრო ამაზე.
– ცხოვრებაში უამრავი ფაქტი ხდება და ამ ყველაფერს თუ ადამიანმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია და ყველაფერი გულთან მიიტანა, დამეთანხმებით, შეიძლება, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში აღმოჩნდეს, ან უკეთეს შემთხვევაში, ნერვიულ აშლილობამდე მივიდეს. არ მეთანხმებით?
– გეთანხმებით, მაგრამ არც იმის იგნორირება შეიძლება, რომ ყველაფერი შემთხვევითობა არ არის. მგონი, დაფიქრებად ღირს ის მოვლენები, რაც ჩვენ გარშემო ხდება და ამას შემთხვევითობასთან არანაირი კავშირი არ აქვს – უმრავლესობას მაინც. როცა გააანალიზებთ და მიხვდებით, უბრალოდ არაფერი ხდება და დაფიქრდებით იმაზე, რომ შეიძლებოდა, ბევრი უსიამოვნო ამბისთვის აგერიდებინათ თავი, მაშინ ჩათვალეთ, რომ სწორად ცხოვრობთ. პირადად მე, თითოეულ დეტალს ვაკვირდები და ჩემს პატარა ოჯახთან, ახლობლებთან და მეგობრებთან ერთად, მშვიდად და დაცულად ვგრძნობ თავს. ბევრი სასწაულიც გადამხდა თავს, სხვადასხვა ეგრეთ წოდებული, „უთქმელი” გაფრთხილებაც დავიჯერე და მერწმუნეთ, უამრავ ამოუცნობ დეტალს ჩავწვდი. არადა, როცა მეგობრები და ნაცნობები მიყვებოდნენ თავს გადახდენილ უცნაურ ამბებს, ამაზე ბევრს ვიცინოდი. ვამბობდი, ნეტა, თავისი მონაყოლის თუ სჯერათ-მეთქი. ბევრჯერაც მიხუმრია, წადით ფსიქიატრს გაესინჯეთ, სრულ ჭკუაზე არ ხართ-მეთქი.
– აბა, რამ შეცვალა თქვენი დამოკიდებულება მსგავსი ამბების მიმართ და როდის მიხვდით, რომ სასწაულები მართლაც ხდება?
– როდის ვიწამე და, როცა თავად შევეჯახე სასწაულს. ეს ამბავი დაახლოებით, ოცი წლის წინ მოხდა. ერთ-ერთი თანაკურსელის, ნანას დაბადების დღე იყო და მეგობრები დაგვპატიჟა. იმერეთის მთიან სოფელში ცხოვრობდა. ზაფხული იყო. გამოცდები ჩაბარებული გვქონდა და ვიფიქრეთ, წავალთ, გავახარებთ, დაბადების დღეს მივულოცავთ, თან კურსიდან კურსზე გადასასვლელი გამოცდების ჩაბარებასაც აღვნიშნავთ და დავისვენებთ კიდეცო. ექვსი მეგობარი ჩავედით – ოთხი გოგო და ორი ბიჭი. მართლაც, რომ დაგვინახა ნანამ ჩანთებით ხელში, გადაირია სიხარულით. იმ საღამოს კარგად წავუქეიფეთ და გვიან ღამით დასაძინებლად დავწექით. ორსართულიანი სახლი ჰქონდა ნანას. მეორე სართულზე დაგვაწვინა. კიბეზე რომ ავდიოდი, შევნიშნე კიბის ქვემოთ, სარდაფთან ახლოს, პატარა რკინის ჯამი იდგა. მასში თეთრი ფერის სითხე ესხა. ნანას კი ვკითხე, ეს რა არის და აქ რატომ დგას-მეთქი. მიპასუხა, დედაჩემი ყოველ საღამოს ამ ჯამში რძეს ასხამს და დგამს, არ მიაქციო ყურადღებაო. ისე უცბად მომიჭრა, ვეღარაფერი ვკითხე. ღამით ადგომა დამჭირდა. ჩემს დაქალს ვთხოვე, საპირფარეშომდე ჩამყევი-მეთქი. კიბეზე რომ ჩამოვედი, ჯამს გავხედე და მასში რძე აღარ ესხა. კი გამიკვირდა, ნეტავ, რატომ აღარ ასხია-მეთქი, მაგრამ ვისთვის მეკითხა? მეორე დილით, სუფრა გაშლილი დაგვახვედრა ნანას დედამ. სწორედ მაშინ გამახსენდა იმ ჯამის არსებობა და ვკითხე. მიპასუხა, სტუმრები ხართ, შვილო, და არ მინდა, შეშინდეთ. ამიტომ, უმჯობესია, ამ კითხვაზე არ გიპასუხოთო. ისეთი ინტერესიანი ვარ, მე დამაოკებდა (იცინის)?! გადავეკიდე, გინდა თუ არა, მითხარით და არ შემეშინდება-მეთქი. აი, მისი მონაყოლის შემდეგ კი დავფიქრდი და მივხვდი, რომ ადამიანები დიდ ცოდვას ჩავდივართ, როცა ქვეწარმავალს უნდობლად ვკლავთ, გვეშინია მისი, გვეზიზღება და არც მის „უთქმელ” გაფრთხილებას არ ვაქცევთ ყურადღებას.
– კი მაგრამ, ქვეწარმავალი რა კავშირშია ამასთან, ან ასეთი რა გიამბოთ თქვენი თანაკურსელის დედამ?
– ახლავე მოგახსენებთ. მოკლედ, წლების წინ, როდესაც ნანა გაჩნდა იმ ოჯახში, მის დაბადებას დიდი ზარ-ზეიმით შეხვედრიან. ბავშვი მშობლებს ცხრაწლიანი ლოდინის შემდეგ მოევლინათ და ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა ოჯახში. მოკლედ, როცა ნანა სამი წლის გამხდარა, მამამისს ეზოში, თუთის ხეზე პატარა ხის ოთახი აუშენებია და კრამიტით გადაუხურავს, რომ ბავშვს იქ ეთამაშა. პატარა კიბეები გაუკეთებია, რომ ადვილად ასულიყო ბავშვი. ძალიან მოსწონებია პატარას ეს სახლი და მთელი დღე იქ თამაშობდა. ერთ დღესაც, როცა კარი გამოუღია, შიგნით დაგრეხილი, უშველებელი გველი დახვედრია. ბავშვს შიშისგან კინაღამ ენა გადაუყლაპავს. მის კივილზე მამამისი გამოვარდნილა, გველს გამოჰკიდებია, მაგრამ ვერ დაწევია. ამ დღის შემდეგ ბავშვი ახლოსაც არ ეკარებოდა იმ სახლს. არ გასულა თურმე სამი დღე და შუადღეს, ის სახლი უცბად ჩამონგრეულა. გაოცებულან მშობლები. მაშინ უთქვამს ბებიამისს, ის გველი ბავშვის გადასარჩენად მოსულა, გველებს ხომ მოვლენების წინასწარი განჭვრეტის უნარი აქვთო. ამ ნათქვამისთვის არავის მიუქცევია ყურადღება. გავიდა ხუთი წელი და ნანა სახლის უკან, მაგიდასთან იჯდა თურმე და ქარგავდა. ზაფხული ყოფილა. მამამისი და დედამისი ყანაში სიმინდს მარგლავდნენ. უცბად, ნანა ცუდად გამხდარა და გადავარდნილა. დედამისმა მომიყვა, სწორედ იმ დროს, როცა ნანა ცუდად გახდა, ყანაში უზარმაზარი გველი დავინახე, იკლაკნებოდა, თითქოს ჰაერში ხტუნავდა, სასწაულ რამეებს აკეთებდა. მერე გაიშალა და ჩვენი სახლისკენ გასრიალდა. ვიფიქრე, ბავშვი მარტოა, შიშისგან არ გადამერიოს-მეთქი, დავყარე ყველაფერი და სახლისკენ გავიქეცი. იქ მისულს კი გულწასული ბავშვი დამხვდა. რომ არა ის გველი, შეიძლება, შვილი მომკვდომოდაო. ამ ამბის შემდეგ, მივხვდით, რომ ნანას გველი მფარველობდა. დღეს კი დაახლოებით ორმეტრიანი გველი, ჩვენი სახლის სარდაფში ბუდობს. მხოლოდ ღამით გამოდის და სწორედ მას ვუდგამ ჯამით რძეს, რომ დალიოსო. მან თქვა, რომ თუ ეზოში ან სახლის სარდაფში გველი დაიბუდებს, ის ოჯახის მფარველია და მისი მოკვლა არ შეიძლებაო.
– ეს, ცოტა არ იყოს, უცნაურია. და, მაინც თუ მოკლა ის სახლის პატრონმა?
– თუ მასზე ვინმე ხელს აღმართავს, ოჯახს უბედურება არ ასცდება. მართალია, ქვეწარმავალს ლაპარაკი არ შეუძლია, მაგრამ ქცევებით გვამცნობს მოსალოდნელ უბედურებას და თუ არ გააბრაზე, მასზე არ გაიწიე და არ დაუშავე რამე, თავადაც არაფერს გავნებს. პირიქით, შეიძლება, თქვენი მფარველობა იკისროს და მოსალოდნელი სააფრთხეებიც კი აგაცილოთ თავიდან. ადამიანების მიმართ მათ განსაკუთრებული გრძნობა აქვთ – თუ გველმა ადამიანი მიიღო და შეიყვარა, ისე ეხმარება და ისეთ უბედურებებს აცილებს თავიდან, რომ ვერც წარმოგიდგენიათ. მე მსმენია კიდეც, როგორ გადაარჩინა ქვეწარმავალმა თოთო ბავშვი სიკვდილს. აკვანში ჩაკრულ ჩვილს ვირთხა მიეპარა და ქვეწარმავალმა ის ერთ წამში გააქრო. ასევე, გამიგია, აკვანზე როგორ იყვნენ შემოხვეულები გველები და იცავდნენ ჩვილს ცხოველების თავდასხმისგან, როცა მათი მშობლები ყანაში მუშაობდნენ. დღეს, არაერთ ადამიანს ჰყავს გველი ბინაში, როგორც შინაური ცხოველი და მათ თუ ჰკითხავთ, ის ძაღლზე დიდ ერთგულებას უწევთ. ასე რომ, თუ ქვეწარმავალს უერთგულებთ, მისი არ შეგეშინდებათ და ისე მიუდგებით, როგორც საჭიროა, მაშინ მისგან მხოლოდ სიკეთეს ელოდეთ და არა საფრთხეს.

скачать dle 11.3