კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ზღვარს მიღმა...

ყველამ იცის, რომ ტყუილი ცუდია, არ უნდა ვიცრუოთ, თორემ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და აუცილებლად ცუდად დაგვირგვინდება. მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან ხშირად ვიტყუებით, ლამის ყოველ ნაბიჯზე. ვტყუით აშკარად, ურცხვად და მერე თავს ვიმართლებთ, სხვა გამოსავალი არ მქონდაო. ინგლისელი ფსიქოლოგები, ამტკიცებენ, რომ ადამიანი დღეში საშუალოდ ორასჯერ იტყუება. ეს, ალბათ, გადაჭარბებული ციფრია, მაგრამ, ორჯერ ხომ მაინც ვამბობთ ტყუილს, არ დაგითვლიათ?! – აბა, სინჯეთ... ნუთუ ასეთი ცრუპენტელები ვართ? სინამდვილეში, არც ისეთი მძიმეა რეალობა. უბრალოდ, ჩვენ ჩვევად გვექცა „უწყინარი“ ტყუილი. აბა, გაიხსენით: გიპასუხიათ შეკითხვაზე: „როგორ ხარ?“ პასუხობთ: „კარგად“, იმ შემთხვევაშიც კი, როცა თავს აშკარად ცუდად გრძნობთ. თქვენ კი ამისთვის ყურადღება არ მიგიქცევიათ. კიდევ გინდათ მაგალითი? – დაბადების დღეზე მიღებული სულელური საჩუქრისთვის აღფრთოვანება არ გამოგიხატავთ? – ესეც ტყუილია. მაგრამ, ამის გამო ნუ მოიწყენთ – ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო, უთქვამთ.
ოღონდ, არაფრით არ უნდა გადააბიჯოთ დასაშვებ ზღვარს. ადამიანები ყველაზე ხშირად თავის გადასარჩენად ტყუიან. ტყუილის თეორიაც კი არსებობს და, იქნებ, ზოგჯერ ტყუილი ჭეშმარიტად გამართლებულიც იყოს. უბრალოდ, ყოველთვის უნდა იცოდე, როდის იქცევა ტყუილი ბოროტებად. მართლაც, ჩვენ რომ ყოველთვის იმას ვლაპარაკობდეთ, რასაც გარშემო მყოფებზე ვფიქრობთ, ან სულ ჩხუბში ვიქნებოდით, ან სრულიად მარტონი დავრჩებოდით. ტყუილის გარეშე ჩვენი ცხოვრება არ არსებობს – ამას უნდა შეეგუოთ, მაგრამ, ნუ შეეგუებით იმას, როცა ტყუილი ცხოვრებას გიფუჭებთ. როცა ტყუილმა შეიძლება, ურთიერთობა გაგიფუჭოს... დაგაკარგვინოს ადგილი საზოგადოებაში, შეგიბღალოს რეპუტაცია. ასე რომ, ტყუილი ტრაგედია არ არის, სანამ ზღვარს არ გადააბიჯებთ. მანამდე კი... იცრუეთ, თუ ეს კარგად და საყვარლად გამოგდით... თუმცა, გაითვალისწინეთ: სიმართლის თქმა ზრდასრულობის მთავარი ნიშანია, თანაც, ნდობას უდევს საფუძვლად. ახლა კი, თავად გადაწყვიტეთ, როდის მოიტყუოთ, როდის – არა...

скачать dle 11.3