*** პირანიები საშიში თევზები არიან. ამიტომ, აკვარიუმი‚ სადაც ისინი ცხოვრობენ‚ ყოველი შემთხვევისთვის გისოსებში ჩავსვით.
***
ახალგაზრდა ძიძა სამზარეულოში ტრიალებს – ცალი ხელით საბავშვო ეტლში ჩვილს არწევს‚ მეორეთი გაზქურას წმენდს.
ცოლი ტახტზეა წამოწოლილი და ტელევიზორს უყურებს. ოთახში ქმარი შემოდის.
– საყვარელო‚ მართალია‚ ჩვენი ძიძა‚ გულმოდგინედ ცდილობს, ყველაფრის გაკეთებას‚ მაგრამ, აშკარად გამოუცდელია – ჩემი კატლეტები დაწვა. რა ვჭამო ახლა?
– კომპენსაციის სახით‚ შენ მიიღებ კოცნას‚ – გაეკეკლუცა ცოლი.
– ძალიან კარგი‚ – თავი დაუქნია ქმარმა‚ – საძინებელში დაველოდები.
***
– ეკა‚ დავარცხნაში რამდენს იხდი?
– 7 ლარს და‚ სხვათა შორის‚ კმაყოფილი ვარ.
– მე 45-ს ვიხდი და მაინც არ ვარ კმაყოფილი...
– მაგდენს რომ ვიხდიდე‚ მეც ნამდვილად არ ვიქნებოდი კმაყოფილი.
***
კაბინეტში საკმაოდ მიმზიდველი ქალიშვილი ზის. რედაქტორს წინ უდევს კომპიუტერზე ამობეჭდილი ფურცლების შეკვრა.
– ეს თქვენი პირველი ნაწარმოებია‚ თუ ადრეც დაგიწერიათ რამე?
– გასულ წელს ავტობიოგრაფიული ნოველა დავწერე საკუთარი ინტიმური თავგადასავლების მოტივებზე და თბილისში ერთ-ერთ გამომცემლობას გამოვუგზავნე.
– საინტერესოა‚ საინტერესო... და, გამოაქვეყნეს?
– არა‚ მაგრამ თავად მთავარი რედაქტორი ჩემოვიდა ჩემთან რაიონში‚ პირადად ჩემს გასაცნობად.
***
– მამი‚ მამი‚ ტელესკოპით მზე დავინახე!
– რა? რომელი თვალით?
– მარჯვენათი.
– დახუჭე სასწრაფოთ მარცხენა! მარჯვენა თვალით რამეს ხედავ?
– ვხედავ.
– ოჰ‚ მადლობა ღმერთს‚ გადავრჩით... რას ხედავ?
– მზეს!
***
ვაჟი ქუჩაში მისეირნობს‚ ხედავს ნაცნობი სახეა‚ ცოტა დაფიქრდა და გაახსენდა.
– გოგონი‚ თქვენ ის არ ხართ‚ წუხელ მაგიდაზე საცვლებით რომ ცეკვავდით?
– ეტყობა‚ თქვენ ადრე წახვედით...
***
ერთი წვეთი ნიკოტინი ცხენს კლავს‚ ერთი გრამი ჰეროინი კი აიძულებს მას, დრუნჩი ჩლიქით მოიფხანოს.
***
პატრული ადვოკატის მანქანას აჩერებს. ადვოკატი სწრაფად იღებს დიქტოფონს და ეუბნება:
– ყველაფერი‚ რასაც იტყვით, გამოყენებული იქნება თქვენ წინააღმდეგ სასამართლოში...
პატრული ჩაფიქრდა და ეკითხება:
– ეს მხოლოდ ხმას იწერს თუ ვიდეოსაც იღებს?
– მხოლოდ ხმას.
პატრული სამი თითის კომბინაციას აჩვენებს:
– მაშინ‚ ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!
***
სოფლის ბირჟაზე:
– ჯო‚ სულ იმაზე ვფიქრობ‚ რა ძვირი უჯდებათ ჰარამხანის შენახვა ამ შაჰებს – შენ მარტო „ოლვეისის“ ხარჯი დათვალე!..
***
– დედი‚ ჩვენ მართლა მაიმუნებისგან წარმოვიშვით?
– არ ვიცი‚ შვილო‚ მამაშენმა არა და არ გამაცნო თავისი ოჯახის წევრები.
***
დამტკიცდა: რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს მხოლოდ იმ ადამიანს‚ რომელსაც აქვს რუსეთის პრეზიდენტად მუშაობის გამოცდილება.
***
მეგრელის ჭკუიდან შეშლის მხოლოდ ერთი ხერხი არსებობს: უნდა შეუშვათ ოვალურ ოთახში და უთხრათ‚ რომ კუთხეში ფული დევს.
***
ტელესერიალი და ქმართან სექსი ძალიან ჰგავს ერთმანეთს: ორივე ყველაზე საინტერესო ადგილას მთავრდება და გაგრძელებას უნდა ელოდო...
***
ნაცნობთან შეხვედრის ალბათობა გაცილებით იზრდება‚ თუ ქუჩაში ისეთ ვინმესთან ერთად მიდიხართ‚ ვისთან ერთადაც არ გინდათ, რომ დაგინახონ.
***
მატარებლის კუპეში ხანში შესული ქალი შედის. ხედავს, მის ადგილას ათლეტური აღნაგობის ახალგაზრდა მამაკაცი ზის.
– უკაცრავად‚ შვილო‚ არ შეგიძლიათ, დაბლა ადგილი გამითავისუფლოთ?
– როგორ არა‚ ბები‚ რომელ კუპეში გნებავთ?
***
– ნეკნი სად ჩაიმტვრიე?
– საწოლში.
– როგორ მოახერხე?
– ჩავეხუტე ცოლს და ვეუბნები: ლიკა‚ საყვარელო... იმან კი ისეთი მუჯლუგუნი მკრა...
– რა ცოლი გყოლია‚ ყოველთვის ასეა?
– არა‚ როცა სახელი მეშლება...
***
მასპინძელმა ფარდა გადასწია და სტუმრის გასაგონად ხმამაღლა ჩაილაპარაკა:
– სულ მალე ბოლო ავტობუსიც ჩამოივლის...
– რა უშავს‚ პირველი „მარშრუტკაც“ მალე მოვა... – თქვა სტუმარმა და სამი თითით ჯონჯოლი პირისკენ გააქანა.
***
ებრაელს ეკითხებიან:
– რატომ მიაჩნიათ მეზობელ ქვეყნებს ისრაელი აგრესორად?
– ჩვენი ქვეყანა ისე პატარაა‚ როგორ გინდა, რუკაზე ქვეყნის დასახელება დაატიო? გინდა – არ გინდა‚ სხვის ტერიტორიაზე გადადიხარ...
***
– შენ რატომ არ ჭამ‚ ფიქრობ‚ ახალ კაბაში არ ჩაეტევი?
– არა‚ კაბაში როგორ არა‚ მაგრამ – ლიფტში?!
***
სვანი ქალაქში მეგობარს ესტუმრა. მეგობარმა უთხრა:
– ცოტა ხნით მარტო დაგტოვებ‚ სამსახურში გამოვცხადდები‚ პატარა საქმე მაქვს და მალე მოვალ.
დაბრუნდა მეგობარი. სვანი ცმუკავს‚ რაღაც უნდა უთხრას. ბოლოს ეუბნება:
– დაჯექი‚ ფოკუზს გაჩვენებ!
– მიდი.
– ხედავ? ოთახში სინათლე ანთია.
– ვხედავ.
სვანმა შუქი ჩააქრო.
– მიპასუხე‚ სად წავიდა სინათლე? – ეკითხება მეგობარს.
– არ ვიცი... – ჩაფიქრდა დაბნეული მასპინძელი.
სვანი მაცივართან მივიდა და გამოაღო:
– ნახე‚ სადაა...
***
მინდორში უძრავად იწვა ბურატინო‚ თავზე შავი ყვავებივით დასტრიალებდა უამრავი კოდალა...
***
სამსახურში მიღებაზე გასაუბრებაა:
– თქვენ ვის გულშემატკივრობთ – „ბარსელონას“ თუ „რეალს“?
– „ბარსას“...
– თავისუფალი ხართ.
– თქვენ ვის გულშემატკივრობთ?
– „რეალს“
– თავისუფალი ხართ.
– თქვენ...
– არავის.
– მაინც რატომ?
– გჭირდებათ თქვენ‚ ავადმყოფი თანამშრომელი‚ მაგალითად?