რას მალავს თითოეული ჩვენგანის დაბადების რიცხვი და როგორ ამოვიცნოთ ადამიანის ბუნება
ნებისმიერი ჩვენგანის დაბადების დღესა და რიცხვს უდიდესი გავლენა აქვს ჩვენს ხასიათსა და თვისებებზე. გთავაზობთ ხერხებს, თუ როგორ უნდა ამოიცნოთ ისეთი სახასიათო შტრიხები, რასაც ასტროლოგია გიმხელთ.
1, 10, 19, 28 რიცხვში დაბადებული ადამიანი ინდივიდუალისტია, აქვს თავისი განსაკუთრებული შეხედულებები, არის ჯიუტი და მიზანსწრაფული; ასევე, შეუძლია, შემოქმედებითად მიუდგეს ყველაფერს, რითაც არ უნდა იყოს დაკავებული. ამ რიცხვებში დაბადებულები გამოირჩევიან დამოუკიდებლობით, ლიდერული თვისებებით, არტისტულობით, ორიგინალური აზროვნებით, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით.
2, 11, 20, 29 რიცხვში დაბადებულ ადამიანებს აქვთ მდიდარი წარმოსახვის უნარი, მაგრამ აკლიათ საკუთარი თავის რწმენა. ამიტომ ისინი არც ისე შეუპოვრები არიან თავიანთი იდეების განხორციელებისას. ამ რიცხვებში დაბადებულები გამოირჩევიან მგრძნობიარობით, ემოციურობით, ექსტრასენსური უნარით, დიპლომატიურობით, მეოცნებეობით.
3, 12, 21, 30 რიცხვებში დაბადებული ადამიანები ძალიან თავმოყვარეები არიან, არ ემორჩილებიან სხვებს. ხშირად აღწევენ მაღალ საზოგადოებრივ მდგომარეობას თავიანთი მიზანდასახულობით. ასევე, გამოირჩევიან განსაკუთრებული სიყვარულის უნარით, არტისტიზმით, ინტლექტუალური შესაძლებლობებით, იუმორის გრძნობით, მერყევი ხასიათით, მდიდარი წარმოსახვის უნარით, ინტუიციით.
4, 13, 22, 31 რიცხვებში დაბადებული ადამიანები პრაქტიკულები და მგრძნობიარეები არიან. იშვიათად აღწევენ წარმატებებს, ხშირად ითრგუნებიან და მელანქოლიურობის გამო გამოირჩევიან წესრიგის სიყვარულით, პატიოსნებით, სიჯიუტით; არ ეშინიათ მძიმე სამუშაოს შესრულების. ასევე, არიან პესიმისტები, ემოციურები, ნერვიულები. აქვთ პასუხისმგებლობის უნარი.
5, 14, 23 რიცხვებში დაბადებული ადამიანები კარგი მოაზროვნეები და სამართლიანები არიან. ახასიათებთ იმპულსურობა მოქმედების დროს. აქვთ მისწრაფება, რომ იშოვონ ფული და გამოირჩევიან დამყოლი ხასიათით. ასევე, ამ რიცხვებში დაბადებული ადამიანები არიან გულმავიწყები, ინტელექტუალურები, ემოციურები, პროფესიონალები; გამოირჩევიან სხარტი აზროვნებით.
6, 15, 24 რიცხვებში დაბადებული ადამიანები ადვილად იპყრობენ გარშემო მყოფთა ყურადღებას. არიან ჯიუტები და თავიანთი მიზნების მისაღწევად გადაწყვეტილებას არ ცვლიან. შეუძლიათ ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობა, საქმისთვის თავდადება, გარშემო მყოფებზე უანგაროდ ზრუნვა, თუმცა, ამავდროულად, არიან ამბიციურები და ადვილად ექცევიან სხვების გავლენის ქვეშ.
7, 16, 25 რიცხვებში დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან ინტუიციითა და მიმზიდველობით. ძლიერ გავლენას ახდენენ გარშემო მყოფებზე. ახასიათებთ მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალობა, სიჯიუტე, არტისტიზმი, აზროვნების ანალიტიკური უნარი, რომანტიზმი, მახვილი ინტუიცია. ასევე, ადვილად შეუძლიათ ადამიანებთან ურთიერთობის დამყარება.
8, 17, 26 რიცხვებში დაბადებული ადამიანები არიან მგზნებარე ბუნების, ახასიათებთ დამოუკიდებლობა, მაგრამ ხშირად ხვდებიან გაუგებრობების მსხვერპლი და სწორედ ამის გამო გულის სიღრმეში მარტოდ გრძნობენ თავს. ასევე, გამოირჩევიან ფულის შოვნის უნარით, არსებული სიტუაციის საღად შეფასებით, კარგი ორგანიზატორული ნიჭით. არიან ემოციურები, ამავდროულად, ზარმაცები და ზოგჯერ მერყევებიც კი.
9, 18, 27 რიცხვებში დაბადებული ადამიანები არიან სხვების მიმართ შემბრალებლები, თანაგრძნობას უწევენ გარშემო მყოფებს, არიან ეგოისტები, შეუძლიათ ადამიანებთან მშვიდი ურთიერთობების დამყარება. ასევე, არიან დიდსულოვნები, მოუთმენლები, დამოუკიდებლები, ამბიციურები, ნიჭიერები, არტისტულები. ახასიათებთ სხვების დახმარება. აქვთ პასუხისმგებლობის უდიდესი გრძნობა, ორგანიზაციის უნარი.
ასე რომ, თუ გსურთ, ადამიანის ხასიათი შეიტყოთ, გაიგეთ მის დაბადების თარიღი და ასე გაარკვიეთ, რა კუთხით უნდა მიუდგეთ მას.