ვინი წულუკიძე ახალშერთულ მეუღლესთან ერთად თაფლობის თვეს კაჩაეთში ატარებს
სულ ცოტა ხნის წინ ვინი წულუკიძემ ცოლი შეირთო. მისი რჩეულია ფარმაცევტი ნინი ბერიშვილი. როგორც ვინიმ გვითხრა, ის მომავალ მეუღლეს არასდროს ეძებდა ქართულ ბომონდში, ნინი კი დაახლოებით ორი წლის წინ „ოდნოკლასნიკებში“ გაიცნო. თავიდან მათ არცთუ ისე ხშირი ურთიერთობა ჰქონდათ – ძირითადად, ფორუმზე კონტაქტობდნენ. ერთი წლის წინ კი რაჭაში მყოფი ვინი შეუძლოდ გახდა, ნინის თავისი მობილურის ნომერი მისცა და მათი ურთიერთობა უკვე მესიჯებით გაგრძელდა. თუმცა, ექვსი თვის განმავლობაში ერთმანეთი არ ჰყავდათ ნანახი. ცოტა ხნის წინ, როდესაც ვინი და ნინი შეხვდნენ, ორივე მიხვდა, რომ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება აღარ შეეძლოთ და 28 ივლისს ეს გრძნობა წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიაში ჯვრისწერით დააგვირგვინეს. ვინის მეჯვარეები იყვნენ – გოგიჩა და ლევან ლორთქიფანიძე. წყვილი ამჯერად რაჭაში, კაჩაეთში იმყოფება და თაფლობის თვეს სუფთა ჰაერზე ატარებს. ვინის კარიერაშიც სიახლეა – ის „მაესტროს“ პროგრამების რედაქტორია და ახალი სეზონიდან ამ არხის გაბრწყინებას გვპირდება.