64 წლის ნოდარ არხოშაშვილმა წაღმა-უკუღმა ლაპარაკში რეკორდი დაამყარა
2011 წლის 11 აგვისტოს, თბილისში, „ბი-პის“ ზეთების ოფისში, ნოდარ არხოშაშვილის პირველი გინესის-სარეკორდო ასპარეზობა გაიმართა. მან ორი საათის განმავლობაში წაღმა-უკუღმა ისაუბრა, წაიკითხა ლექსები და პროზაული ნაწარმოებები ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე და რეკორდიც დაამყარა. ღონისძიების მხარდამჭერი იყო „ბი-პის“ ზეთების ოფიციალური დისტრიბუტორი შპს „ავიასაწვავსერვისი“ და საკანცელარიო მაღაზია „გერქაინაკი“. ორგანიზატორი იყო სპორტული კლუბი „რეკორდი“. ნოდარ არხოშაშვილი 1947 წლის 28 დეკემბერს არის დაბადებული ქარელის რაიონში, სოფელ ხვედურეთში. ჰყავს მეუღლე, სამი შვილი და ექვსი შვილიშვილი. ეს ფენომენალური ნიჭი კი მეოთხე კლასიდან გამოავლინა.