კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბერძნულ კუნძულზე, მადონას ნომერში გატარებული სამი დღე, გართობა მდიდრულ ვილაზე და “მის პრესის” ტიტული


მარიამ ნიქაბაძე რამდენიმე ხნის წინ საბერძნეთში იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობდა საერთაშორისო კონკურსში – „მის ტურიზმ პლანეტ”. გარდა იმისა, რომ მარიამმა ძალიან კარგი დრო გაატარა, ის მედიის რჩეული გახდა და გაიმარჯვა ნომინაციაში „მის პრესა”.
მარიამ ნიქაბაძე: საბერძნეთს ყველა ცნობილ კუნძულზე ვიყავით. ისეთ სასტუმროებში გვიწევდა ცხოვრება, სადაც თავის დროზე მადონა, ჰარისონ ფორდი, სტივენ სპილბერგი გაჩერდნენ. კუნძულ კეფალონიაზე, კენჭისყრის შედეგად, მადონას ნომერში მომიწია სამი დღე ცხოვრება. ძალიან ლამაზი ნომერია, საწოლს ვიდეო გადავუღე – მასზე ხომ მადონა იწვა. შოუს შემდეგ, გამარჯვებული გოგონები კუნძულ მიკონზე წაგვიყვანეს – ძალიან ცნობილმა დიზაინერმა, რომელიც ბერძენი ვარსკვლავებისთვის ქმნის სამოსს, თავისი ერთ-ერთი ვილა დაგვითმო. მაგარი დრო გავატარეთ. სხვათა შორის, კონკურსზე საშინელი სიმკაცრე იყო: ლენტის გარეშე არსად არ უნდა გასულიყავი, არც მოუწესრიგებელი – მაკიაჟისა და ქუსლიანი ფეხსაცმლის გარეშე, ამის გამო კონკურსიდან მოგხსნიდნენ. ყოველდღე გვქონდა გადაღებები და უშუალო ურთიერთობა ჟურნალისტებთან, ჟიურის წევრებთან, სპონსორებთან; ყოველდღე გვაკვირდებოდნენ, სარეკლამო რგოლებში გადაგვიღეს. ბოლოს ფინალური შოუსთვის 30 გოგონა დავრჩით. ბრაზილიელი და რუსი კონკურსანტები კონკურსის წინ მოხსნეს: რუსის საქციელი არ მოეწონათ, ბრაზილიელი კი ცოტა პუტკუნა აღმოჩნდა. ყოველდღე გვქონდა შოუები, საინტერესო ადგილებში დავყავდით. სასტუმრო „ლუტრეკში” ჩატარდა ფინალური შოუ, რომელშიც გაიმარჯვა იტალიელმა. ძალიან კარგი გოგონაა, მაგრამ, მეორე მხრივ, ჟიურის თავმჯდომარეც იტალიელი იყო... მე გავხდი ჟურნალისტების რჩეული, ანუ „მის პრესა”, რადგან, როგორც აღმოჩნდა, ამ ხნის განმავლობაში მათთან ყველაზე კარგი, გახსნილი ურთიერთობა მქონდა. ბოლოს ისიც მკითხეს, საბერძნეთის ეკონომიკურ კრიზისს რით ვუშველოთო. მეც ვუთხარი – ჩამოდით საქართველოში და ნახეთ, როგორ ვშველით ეკონომიკას-მეთქი. ბევრი იცინეს. დიადემაც გადმომცეს და სხვადასხვა პრიზებიც. უკვე მომივიდა მოწვევა – გოგონები სჭირდებათ ათენის „ფეშენ-ვიქისთვის“, ჩავატარებ ქასთინგს და გავუშვებ რამდენიმეს. ასევე, მოწვევები მაქვს სხვადასხვა კონკურსიდან – პორტუგალიიდან, იტალიიდან და საბერძნეთიდან. შეიძლება, სხვა გოგონებს მივცე შანსი, რომ მიიღონ, მონაწილეობა, ეს ჩემთვის მაინც ჰობია, რაც მინდოდა, უკვე მაქსიმალურად მივიღე.

скачать dle 11.3