როგორ აყვარებს თავდავიწყებით პატარა ბიჭებს თავს ერთ დღეში კესარია და ვისგან ელოდება ის შვილს
კესარიას ყველაზე მეტად ერთფეროვნება არ უყვარს. ამიტომ, სულ ცდილობს, მის ცხოვრებაში ბევრი ახალი და საინტერესო რამ ხდებოდეს, ახალი, კარგი ნაცნობებითა და საინტერესო ადამიანებით. სულ ახლახან ის ფსიქოლოგიურ ფილმში გადაიღეს, სადაც, როგორც თავად მითხრა, საკმაოდ საინტერესო როლი ითამაშა.
კესარია: ჩემთვის ზაფხული ყოველთვის უფრო აქტიურია, მაგრამ ახლა, სიცხეების გამო, ცოტა აღრენილი ვარ. მიუხედავად ამისა, მაინც ენერგიულად შემართებით ვარ მოწყურებული ყველაფერს – გართობას, მხიარულებას. სიცხე, მზე, კარგი ამინდები ძალიან მიყვარს. უფრო მეტად მიყვარს სოფელი, წყალი, ბუნება და მეგობრებთან ერთად ხშირად გავდივარ ბუნებაში.
– იცხოვრებდი სოფელში?
– რატომაც არა, გარკვეულ დროს გავატარებდი. სისტემატურად კი მაშინ ვიცხოვრებდი, როცა ასაკში ვიქნები. თუ კარგად გრძნობ თავს და კომფორტულად ხარ, ყველაფერი თავის ადგილზე და დალაგებულია, მგონი, არ აქვს მნიშვნელობა, სად ხარ. ძალიან მიყვარს კომფორტი, მეგობართანაც ვერ დავრჩები, ღამის 5 საათზე წამოვალ, თუ იქ ყველაფერი ჩემი არ მაქვს. თუ ყველაფერი ჩემს გემოზეა მოწყობილი, მაშინ სულ სხვაა. ამ სიცხეში სულ დავდივარ, ხან სად ამოვყავი თავი, ხან კიდევ სად. ბათუმშიც ვიყავი ორჯერ-სამჯერ, სტინგის კონცერტზეც.
– ალბათ, დაგპატიჟეს.
– კრის ბოთმა ჩემი დაქალი დაპატიჟა, სასტუმროს ნომერი დაგვიჯავშნა და მაგრად გავერთეთ. ჩემი მეგობარი ქართველია, ადრე ევროპაში ცხოვრობდა და იცნობდა კრის ბოთს. შვიდი წელი არ ჰყავდა ნანახი და სანამ ჩამოვიდოდა, შეეხმიანა. მანაც დაჯავშნა ნომერი და იქ ის გოგო, მე და კიდევ ერთი დაქალი ვიყავით. გავიცანი კიდეც კრის ბოთი.
– როგორი დასვენება გიყვარს ზაფხულში?
– ერთფეროვნება არ მიყვარს. ზღვა მომინდა და ბათუმში წავედი, რამდენიმე დღე ვიყავი და მერე ისევ თბილისში გამოვიქეცი. დედაჩემი იყო ჩამოსული, საქართველოში არ ცხოვრობს. ერთი დღე მასთან ერთად გავატარე და ძალიან კარგი იყო. საგურამოში, სადღაც დასაკარგავში აღმოვაჩინე ძალიან მაგარი ადგილი, მდინარე. მე და ჩემი დაქალები – უკრაინელი გოგონები ულიფოდ, შიშვლები ვირუჯებოდით. „დიკი პლაჟი“ მოვაწყვეთ.
– როგორც ვიცი, ფილმში გადაგიღეს. რა ფილმია?
– ფილმს ჰქვია „ლიმბო“, ერთ-ერთი ძირითადი როლი მაქვს. ფილმს ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს, ისეთი ღრმაა, მეც ვერ გავერკვიე ბოლომდე. ჩემი გმირი ფეხმძიმედ არის, შვილს ელოდება გაურკვეველი მამაკაცისგან. ერთ კადრში ვტირი. როგორც რეჟისორმა მითხრა, უნდა მეტირა, თანაც ულამაზესი უნდა ვყოფილიყავი. ბუნებრივად ვიტირე. რეჟისორი გაგიჟდა. საერთოდ, ფილმში ბევრი დიალოგი არ არის, ყველაფერი მოძრაობაში ხდება. როგორც ვიცი, საფესტივალო ფილმია. დიდი მუცელი მაქვს და კოჭებამდე კაბა მაცვია. ისე, ამ ბოლო დროს, შევიკრავ ხოლმე თმას, ჩავიცვამ გრძელ კაბას და ისე მივდივარ. ბათუმის „შერატონში“ ერთხელ მივედი აწეული თმით და კოჭებამდე კაბით. ფურორი მოვახდინე, ისეთი მამაკაცების ყურადღება მივიქციე. მერე ხმები მომივიდა, დაქალის მეგობარმა თქვა: კესარიაზე არ იცით, რა კაცები იწევენო – ისეთი ხალხი კითხულობდა და მოხიბლულები იყვნენო.
– რა ხდება მაშინ, როდესაც კესარია ფურორს ახდენს საზოგადოებაში და მისით მამაკაცები ინტერესდებიან. ისინი მაშინვე იწყებენ აქტიურობას?
– მაღალი ფენა – და რესპექტაბელური მამაკაცები თავიდან ცოტათი თავს იკავებენ. მე ვინც მიცნობს, მერე ხვდება, რომ არ მიყვარს ზედმეტი ლაპარაკი. ჩემმა უახლოესმა დაქალებმაც არ იციან, ვინ მყოლია, ვისთან მქონია ურთიერთობა. რა თქმა უნდა, ეს ურთიერთობა სერიოზულია და არ მიმაჩნია ამაზე ხმამაღლა საუბარი საჭიროდ. დღეს ისეთი პერიოდია, თუ კაცი გყავს, ჯობია, თქვენს ურთიერთობაში არავინ ჩაახედო, შეხვედრაზე, პაემანზეც დაქალებთან ერთად არ უნდა წახვიდე. თუმცა, მე კაცთან ერთად სადმე მარტო არასდროს ვჩნდები. თუ ერთად ვართ, მაშინ იქვე, ძალიან ბევრი გოგონაა და ვერ მიხვდები, ის ვისთან არის. მაგრამ, თუ მამაკაცთან ღრმა ურთიერთობა მაქვს, მაშინ მას ყოველთვის მარტო ვნახულობ, მარტო ვხვდები. ჩემს ყოფილ მამაკაცზე ერთმა გოგომ მითხრა, შენ გვერდით რომ ვნახე, გავგიჟდი, ისეთი კარგი იყო, მაგრამ შენ გარეშე, ისეთი იყო, საერთოდ არ მიაქცევდი ყურადღებასო. ალბათ, ჩემ გვერდით კაცები უფრო თავდაჯერებულები არიან და, ქალების თვალში ფასს ვუწევ.
– პატარა ბიჭებიც მოგწონს?
– პატარა ბიჭებისკენ არ მაქვს მიდრეკილება. ზუსტად დღე-ნახევარია საჭირო იმისთვის, რომ პატარა ბიჭს სიგიჟემდე შევუყვარდე. ბათუმში 4 დღე ვიყავი და თბილისიდან ხან ვინ მაკითხავდა, ხან კიდევ ვინ. ოღონდ, სულ მავიწყდებოდა, რომ ჩემ გამო ჩამოვიდნენ, 8-9 საათი მელოდნენ და ღამეებს ათენებდნენ. პატარა ბიჭს შეიძლება, ერთ დღეში თავდავიწყებით შევუყვარდე, ეს ჩემთვის ძალიან ადვილია. ასაკით უფროს, სერიოზულ მამაკაცებთან არასდროს ვთამაშობ. როგორიც ვარ – დადებითი და კარგი. არაფერს ვამატებ. რაც უფრო გახსნილი და თავისუფალი ვარ, მით უფრო სასურველი ვარ მამაკაცისთვის. ალბათ, კარგი ვარ და იმიტომ მოვწონვარ. თუმცა, ბოლო დროს ვფიქრობ, მამაკაცები ძალიან გაძუნწდნენ..
– ანუ, შენთან ურთიერთობა უნდათ და საჩუქრებს აღარ გიკეთებენ?
– ადრინდელთან შედარებით გაძუნწდნენ, ეს სხვა გოგონებისგანაც მესმის. ასეთი მამაკაცები არ მიყვარს. კაცი რაც მეტად იხარჯება შენთვის, რაც უფრო ბევრს დებს ქალში, მით მეტად უყვარხარ. კაცთან რომ ხარ, უფრო კარგი უნდა გახდე, ვიდრე მანამდე იყავი, ოღონდ ყველა ასპექტში: თავისით უნდა დაგიგრძელდეს წამწამებიც, ფრჩხილებიც და თმაც. შეყვარებული მე საშინლად ვლამაზდები, სულ აჟიტირებული ვარ. პრანჭიკელა ვარ, ყველას ვეპრანჭები. ოთხი დაქალი მყავს, რომლებიც ჩემ გამო ყველაფერს გააკეთებენ, შეეტაკებიან მთელს ქალაქს, რომ ჩემზე ვინმემ ზედმეტი არაფერი თქვას.
– შენ რომ მიდიხარ კლუბებში, რა ხდება იმ დროს?
– მამაკაცების უმეტესობა მოდის და მეუბნება, შენზე მაგარ ქალს ვერ ვხედავო.
– არ გირეკავენ ცოლები?
– ისეთ კითხვებს მისვამენ, ვხვდები, ჩემი „პაკლონიკის“ ცოლი რომ არის და ვეუბნები, მშვიდად იყავი, მე არავინ მჭირდება-მეთქი. ან, ისიც მითქვამს, შენს გარდერობში შეიხედე და მერე ჩემსაში, რადგან მე უფრო დიდ ყურადღებას მაქცევს შენი ქმარი, ვიდრე შენ. ცოლიან მამაკაცებთან ურთიერთობისგან თავს ვიკავებ, საზიარო არაფერი მიყვარს, ურთიერთობა ძალიან მეგობრულში გადამყავს. მე ბევრი მხარე მაქვს და თუ ვინმე არ მომწონს, ისეთ მხარეს დავანახვებ, საერთოდ დაიკარგება. არ იცი, ამ დროს როგორი ძმა „გავიჩითები“ ხოლმე. ბათუმში ძალიან მაგარ ვიდზე გამოვედი – წულებში, ბადეებში. ბიჭები მოდიოდნენ, ერთმა თავზე შემოიჭირა ხელი – აუ, რა გოგოაო და ჩაიმუხლა. უხასიათოდ ვიყავი, დაღლილი ასეთი რეაქციებით და ბოხი ხმით ვუთხარი, – ბატონო?! მეორე ხმა ამოვიღე და ბიჭს, იცი, რა დაემართა? ვერ გადარჩა. ზღვაში იშვიათად შევდივარ, მაგრამ, როგორც თევზი წყალში, ისე ვარ, მაგრად ვცურავ. ერთხელ რომ შევცურავ, ჩათვალე, 10 კაცი მომყვება წყლიდან და პლაჟზე ჩემ გარშემო ადგილი არ არის. თან, მე არ მიყვარს „რაზნიცები“ და ძირითადად ულიფოდ ვირუჯები. უნდა ნახო, რა ხდება, გადავსებულია იქაურობა, პირდაღებულები მიყურებენ. მაგარი ღადაობაა. ასეთ დროს არასდროს ვიწყებ ურთიერთობას.
– როდესაც შეყვარებული ხარ, მამაკაცის აზრს ყოველთვის ითვალისწინებ?
– კაცი თუ სრულ კომფორტს მიქმნის, მასთან ყველა ასპექტში კარგად ვგრძნობ თავს, მეც ვითვალისწინებ მის აზრს. მოკლე კაბა რომ უნდა მეცვას და მკერდი მიჩანდეს, ანუ სექსუალურად გამოვიყურებოდე. მკვეთრი მაკიაჟით ვიყო და თავს ვუვლიდე – ამას ვერ დავთმობ და წინასწარ ვაჩვევ.
– მუშაობის დაწყებას ხომ არ აპირებ?
– ლამაზ ქალს მუშაობა რაში სჭირდება? ლამაზი ქალი უნდა „მუშაობდეს“ სალონში, ანუ საკუთარ თავს უნდა უვლიდეს. „ბასეინში“ ცურვით, ვარჯიშით უნდა იღლებოდეს. ლამაზი ქალი ასევე უნდა იღლებოდეს მასაჟით, მაღაზიებში სიარულით. ორიგინალური, განსხვავებული და არაორდინარული და კარგი ქალი ასე უნდა ცხოვრობდეს. მე ვფიქრობ, რომ ვარ ამ ყველაფრის ღირსი და ვიმსახურებ. საერთოდ, მე უფრო მეტს ვიმსახურებ – არაფერი მივარდება თავში, არ ვიცვლები, ძალიან თბილი ვარ, არ ვძუნწობ. დიდ სიამოვნებას მანიჭებს, როდესაც ვინმესთვის, მეგობრისთვის ან ახლობლებისთვის ვიხარჯები. ბოლოს მინდა, თქვენი ჟურნალის დახმარებით ყველას ვუთხრა, რომ არ გამაჩნია არც „ოდნოკლასნიკები“ და არც „ფეისბუქი“. ჩემი სახელით ბევრს აქვს გახსნილი, თან ჩემი ფოტოები უდევთ. რა სიამოვნებას იღებენ, არ ვიცი. ეტყობა, ამ ყველაფრის უკან უშნო და „ვეძმა“ გოგონები დგანან. მერე უამრავი ხალხი მოდის, მესალმება, თან მეუბნებიან: „ფეისბუქზე“ კარგად გვეკონტაქტებოდიო. იცოდეთ, რომ ეს მე არ ვარ და ჩემი სახელით ვიღაცეები სარგებლობენ.