კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ეძებს მეგობარს ფოთიდან რუსთავში და რა მიზეზით დაეცა დამბლა ახალგაზრდა ქალს

32 წლის შორენა მშვენიერაძე ეძებს დაახლოებით 27-29 წლის სპარტაკ მოსემღვდლიშვილს.
ისტორია: ვეძებ ჩემს მეგობარს, დაახლოებით 27-29 წლის სპარტაკ მოსემღვდლიშვილს. მე და სპარტაკმა ერთმანეთი სრულიად შემთხვევით, ტელეფონით გავიცანით და ძალიან დავახლოვდით. სამწუხაროდ, ოთხი წელია, უკვე გასული, რაც, გაურკვეველი მიზეზების გამო, სპარტაკი არ გამომხმაურებია. ძალიან მინდა, მის პოვნაში დამეხმაროთ. თქვენ ჩემი ბოლო იმედი ხართ. მე სიარული მიჭირს, რადგან აფხაზეთის ტრაგედიის დროს შიშისგან დამბლა დამეცა, დავინვალიდდი და დამოუკიდებლად ვერ დავდივარ. ყოველი ჩემი ცდა, მეპოვა დაკარგული მეგობარი, უშედეგოდ დამთავრდა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უშედეგოდ ველოდი მის ზარს. არ მინდა ცუდი რამ ვიფიქრო, მაგრამ გული მიგრძნობს, შეიძლება, ის ადამიანი განსაცდელში იყოს და მინდა, რამენაირად დავეხმარო ან გავიგო მისი ამბავი.
– გვიამბე, როგორ გაიცანით ერთმანეთი შენ და სპარტაკმა, რა იცი მის შესახებ და რატომ გადაწყვიტე მისი ამ გზით პოვნა?
– დაახლოებით ოთხი წლის წინათ, სრულიად შემთხვევით, მე და სპარტაკმა ერთმანეთი ტელეფონით გავიცანით: მობილურზე სხვაგან რეკავდა და ჩემთან მოხვდა. მაშინვე კარგად აგვეწყო საუბარი. შემდგომ, კარგა ხანს გვქონდა მიმოწერა და ის, ჩემდაუნებურად, ჩემს მეგობრად იქცა. სამწუხაროდ, სპარტაკის ფოტო არ მაქვს, ჩვენ ერთმანეთი ფიზიკურად არც გვინახავს, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამაგალითო ურთიერთობა გვქონდა. ვიცი, რომ სპარტაკი ცხოვრობს (ყოველ შემთხვევაში, მაშინ ცხოვრობდა) ქალაქ რუსთავში, მშობლებთან და პატარა ძმასთან ერთად (ძმის სახელი არ ვიცი). ფიზიკურად, როგორც მან საკუთარი თავი ამიწერა, ძალიან ჰგავს დიმა ბილანს. ჩვენ ყოველთვის ვკითხულობდით ერთმანეთის ამბავს და მეც ყველაფერს ვუყვებოდი. ჩვენი ურთიერთობა ნელ-ნელა სერიოზულ სახეს იღებდა და სპარტაკი ჩემს სანახავად ფოთში ჩამოსვლასაც აპირებდა. სწორედ იმ პერიოდში, ოთხი წლის წინათ, ჩემმა ძმამ ცოლის მოყვანა გადაწყვიტა. მე ძალიან მინდოდა, სპარტაკის ქორწილში დაპატიჟება, მაგრამ, ვეღარ დავუკავშირდი, მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა. თქვენ წარმოიდგინეთ, მას შემდეგ პერიოდულად, სულ ვრეკავ იმ ნომერზე და არასდროს არავინ მპასუხობს. ერთხელ მესიჯიც კი გავგზავნე, ისეთი შინაარსი ჰქონდა ჩემს მესიჯს, რომ, წამკითხავი, ვინც არ უნდა ყოფილიყო, უნდა გამომხმაურებოდა. მართლაც გამომეხმაურნენ, მაგრამ ეს იყო სრულიად უცნობი ბიჭი, რომელმაც მითხრა, რომ ეს მისი ნომერია (ის ბიჭი, ვინც გამომეხმაურა, ციხეში იყო). მან მითხრა, რომ სპარტაკს არავის იცნობდა. ძალაუნებურად მეფიქრება, რომ სპარტაკს რაღაც შეემთხვა, თორემ, მართლა გამორიცხულია, ამდენი ხნის განმავლობაში არ შემხმიანებოდა. ოთხი წელია გასული მას შემდეგ, მე კი მას ვერ ვივიწყებ. ამიტომ, გადავწყვიტე, თქვენ დაგკავშირებოდით. იმედი მაქვს, ჩემს ისტორიას გულთან მიიტანთ და დამეხმარებით სპარტაკის პოვნაში.
– როგორ ფიქრობ, შეიძლება თუ არა, რომ სპარტაკი საცხოვრებლად სხვაგან გადასულიყო, შეეცვალა ტელეფონის ნომერი და ამიტომ აღარ გამოგხმაურებოდათ?
– ჩვენი ბოლო საუბრის დროს, სპარტაკი შემპირდა, რომ აუცილებლად მნახავდა, ჩემთან, ფოთში ჩამოვიდოდა. მე პატარა გოგო არ ვარ და არც სერიოზულობა მაკლია, რომ მისი სიტყვები უსაფუძვლოდ დამეჯერებინა. ვერ დავიჯერებ, რომ ქვეყნად არსებობს ადამიანი, ვინც ინვალიდ მეგობარს გულს განგებ ატკენს. არ მინდა, ვიფიქრო, რომ ჩვენ შორის გაჩენილი ურთიერთობა ფარსი იყო. სიმართლე გითხრათ, სპარტაკს გეგმაში ჰქონდა პეტერბურგში წასვლა, მაგრამ ეს დაახლოებით ორ კვირაზე მეტხანს არ უნდა გაგრძელებულიყო. სწორედ ამ პერიოდში მოიყვანა ჩემმა ძმამ ცოლი და მეც სპარტაკს ვეღარ დავუკავშირდი. საინტერესოა, რა უნდა მომხდარიყო ისეთი, რამაც მას ჩემზე გული აუცრუა. ძალიან მინდა სიმართლის გაგება და მისი პოვნა. რაც არ უნდა მომხდარიყო, მე ხომ უნდა მცოდნოდა, რა მიზეზით მკარგავდა? ცხოვრებაში ისედაც ბევრი სიმწარე ვნახე და ის იყო ჩემთვის ერთადერთი ნათელი წერტილი, რომელიც ასე უცბად გაქრა. სამწუხაროდ, მე გადაადგილება მიჭირს და ფიზიკურად ვერ ჩავალ რუსთავში, მით უმეტეს, რომ, არც ვიცი, სად ან როგორ უნდა ვეძებო. იმედი მაქვს, ის წაიკითხავს ამ სტატიას და გამომეხმაურება. ოთხი წელი არც ისეთი დიდი დროა, ადამიანი ბოლომდე რომ დაივიწყო, მით უმეტეს, თუ მას არაფერი დაუშავებია.
– თუკი მას იპოვი, აპატიებ ყველაფერს?
– ვფიქრობ, ყველა ადამიანი ვალდებულია, პატიება შეძლოს, ამიტომ, მეც ვაპატიებ. თუ ვიპოვი, სიმართლესაც ხომ გავიგებ, რა იყო ჩემი დავიწყების მიზეზი. მან ჩემ შესახებ ყველაფერი იცოდა, ისიც კი, რომ ინვალიდი ვარ და სიარული მიჭირს. მიუხედავად ამისა, მაინც მირეკავდა და კარგი ურთიერთობა გვქონდა, იმედის მომცემი.

скачать dle 11.3