კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: რას ნიშნავს სამეწარმეო საქმიანობა?
პასუხი: სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.
კითხვა: ჩემი ახლო ნათესავი იმყოფება პატიმრობაში. გთხოვთ, განგვიმარტოთ, როგორ არის კანონით მოწესრიგებული პატიმართა კვება?
პასუხი: ბრალდებულისა და მსჯავრდებულის კვების ნორმები განისაზღვრება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. საქართველოს „პატიმრობის კოდექსის” მიხედვით, პატიმრობის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში საკვები უნდა შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელ კომპონენტებს, აკრძალულია ბრალდებულის-მსჯავრდებულის დასჯის მიზნით საკვების კალორიულობის შემცირება. ბრალდებული და მსჯავრდებული ადმინისტრაციამ ყოველდღიურად უნდა უზრუნველყოს სამჯერადი კვებით. ორსულ ქალებს, მეძუძურ დედებს, არასრულწლოვნებს, ავადმყოფებს, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ხანდაზმულებს, უნდა შეექმნათ მათი მდგომარეობის შესაბამისი კვების პირობები. ასევე, ბრალდებულსა და მსჯავრდებულს უფლება აქვს, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები იმ თანხით, რომელიც მან გამოიმუშავა დაწესებულებაში მუშაობისას ან მის პირად ანგარიშზე ჩარიცხეს ახლო ნათესავებმა ან სხვა პირებმა. დამატებითი კვების პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების შესაძენად ბრალდებულის-მსჯავრდებულის მიერ საკუთარი სახსრების გამოყენება დაიშვება მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით. ბრალდებულსა და მსჯავრდებულს ასევე უფლება აქვთ, დეპარტამენტის თავმჯდომარის ნებართვით მიიღონ დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები ამანათის სახით, ხოლო სუფთა სასმელი წყალი უნდა ჰქონდეთ შეუზღუდავი რაოდენობით.
კითხვა: რას ნიშნავს ზეგავლენით ვაჭრობა და რა სახის პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული ამ დანაშაულისთვის?
პასუხი: ზეგავლენით ვაჭრობაა საკუთარი ან სხვა პირის ინტერესებისთვის პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის დაპირება, შეთავაზება ან მინიჭება იმ პირისთვის, რომელიც ამტკიცებს ან ადასტურებს, რომ მას შეუძლია არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა ასეთი ზეგავლენა, ან, მიღებულ იქნა თუ არა ამ ზეგავლენის სასურველი შედეგი. ზეგავლენით ვაჭრობა ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით იმავე ვადით, ანდა, თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
კითხვა: შეიძლება თუ არა, პარლამენტის წევრს ვადამდე შეუწყდეს უფლებამოსილება?
პასუხი: საქართველოს კონსტიტუციით, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:
ა) პირადი განცხადებით მოეხსნა უფლებამოსილება;
ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
გ) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად;
დ) დაიკავა პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას;
ე) დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;
ვ) არასაპატიო მიზეზით ოთხი თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა პარლამენტის მუშაობაში;
ზ) გარდაიცვალა.
კითხვა: რა სახის საქმეები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით?
პასუხი: სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ: სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე, იურიდიულ პირებს შორის; საქმეებს საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის დავის შესახებ; უდავო წარმოების საქმეებს; რეკეტული ქონების, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემასთან დაკავშირებულ საქმეებს; შვილად აყვანის საქმეებს; ოკუპირებულ ტერიტორიაზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისთვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებულ პირზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციის გავრცელების საქმეებს. ზემოთ ჩამოთვლილ საქმეებს სასამართლოები განიხილავენ, თუ მათი განხილვა, კანონის თანახმად, სხვა ორგანოს კომპეტენციაში არ შედის. კანონით, ასევე, სასამართლოებს შეიძლება დაექვემდებაროს სხვა კატეგორიის საქმეთა განხილვაც. სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, სასამართლოები განიხილავენ საქმეებს, რომლებიც საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარეობს, აგრეთვე, იმ საქმეებს, რომლებშიც მონაწილეობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მოქალაქეობის არმქონე პირები, საწარმოები და ორგანიზაციები.
კითხვა: სასამართლოში შესატანად მომზადებული მაქვს სარჩელი, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, საქმე რამდენიმე სასამართლოს განსასჯელია. გთხოვთ, განმიმარტოთ, როგორ ხდება ამ შემთხვევაში სასამართლოს შერჩევა?
პასუხი: სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსასჯელია, ეკუთვნის მოსარჩელეს. შესაბამისად, თქვენ უფლება გაქვთ, სარჩელი შეიტანოთ თქვენთვის სასურველ და მოსახერხებელ ერთ-ერთ სასამართლოში, რომლის განსასჯელიცაა საქმე.
კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, აქვს თუ არა სასამართლოს სამოქალაქო საქმეების განხილვაზე უარის თქმის უფლება?
პასუხი: სასამართლოს არ აქვს უფლება, უარი თქვას სამოქალაქო საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელებაზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლის ნორმა არ არსებობს ან იგი ბუნდოვანია. სასამართლოს არ აქვს უფლება, ასევე, კანონის გამოყენებაზე იმ მოტივით, რომ მას კანონის ნორმა უსამართლოდ ან არაზნეობრივად მიაჩნია.
კითხვა: ჩემი ნათესავი, რომელიც სასამართლომ გამოაცხადა გარდაცვლილად, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ აღმოჩნდა ცოცხალი და დაბრუნდა ოჯახში. რა სამართლებრივ შედეგებს იწვევს გარდაცვლილად გამოცხადებული პირის დაბრუნება?
პასუხი: გარდაცვლილად გამოცხადებული პირის დაბრუნების ან მისი ადგილსამყოფლის აღმოჩენის შემთხვევაში, სასამართლო აუქმებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რაც იწვევს გარკვეულ სამართლებრივ შედეგებს. კერძოდ, დაბრუნების დროის მიუხედავად, პირს უფლება აქვს, მოითხოვოს ის შენარჩუნებული ქონება, რომელიც მისი გარდაცვლილად გამოცხადების შემდეგ, უსასყიდლოდ გადაეცა სხვა პირს. ის პირი, რომელმაც გარდაცვლილად გამოცხადებულის ქონება სასყიდლით შეიძინა, ვალდებულია, დაუბრუნოს მას ეს ქონება, თუ დამტკიცდება, რომ ქონების შეძენისას მან იცოდა, რომ გარდაცვლილად გამოცხადებული პირი ცოცხალი იყო. თუ გარდაცვლილად გამოცხადებული პირის ქონება გადაეცა სახელმწიფოს და მან მოახდინა რეალიზაცია, მაშინ გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ, პირს უბრუნდება ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა.

скачать dle 11.3