კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები

ოუენი: მოსპეთ დანაშაულებრივ ხასიათთა შექმნის ხელშემწყობი პირობები და დანაშაულიც აღარ მოხდება.
მონტესკიე: შეძენილი გემოვნება მიმართულებას აძლევს, ცვლის – ზრდის ან ამცირებს – ჩვეულებრივ გემოვნებას, როგორც ჩვეულებრივი გემოვნება მიმართავს, ცვლის ზრდის ან ამცირებს – შეძენილ გემოვნებას.
საადი: უგუნურებს ისევე არ შეუძლიათ გონიერთა გულგრილად დანახვა, როგორც ბაზრის ძაღლებს – მონადირე ძაღლისა. ისინი ყეფას, ახლოს მისვლასაც კი ვერ ბედავენ. სულმდაბალი კაცი, როცა ხედავს, რომ ღირსეულის ოდენობას ვერ შეიძლებს, ღირსეულის ნაკლზე დაიწყებს ლაპარაკს.
ბეთჰოვენი: ადამიანის უმაღლესი განმასხვავებელი ნიშანია, შეუპოვრობა თვით უსასტიკეს დაბრკოლებებში.
მაკიაველი: გონებრივი უნარის მიხედვით ადამიანები შეიძლება სამ ჯგუფად დაყოთ: ზოგს ყველაფერი თავისით ესმის; სხვები მხოლოდ ახსნა-განმარტების შედეგად ახერხებენ გაგებას; დანარჩენნი კი ვერც თავისი და ვერც სხვების ახსნა-განმარტების მეშვეობით ვერას ხვდებიან. პირველნი უწარჩინებულესნი არიან, მეორენი – წარჩინებულნი, მესამენი – ფუჭნი.
ლაროშფუკო: გონების დახვეწილობა ღირსეულად აზროვნების უნარი გახლავთ.
არისტოტელე: ვნებებში გახვეულებს, გონება ისეთ სარგებლობას გვიწევს, როგორც ფეხებშეწებებულ ფრინველს – ფრთები.
ჭაბუა: ადამიანი მახვილი განცდებისთვის არის დაბადებული – სხვანაირად ვერ ხერხდება. დასაბამითვე ასეა: იღბლიანი ადამიანი იმას კი არ ეთქმის, ვინც დედის კალთაში გაატარებს სიცოცხლეს და განსაცდელს არ შეხვდება, იღბლიანი ის არის, ვინც მძაფრ განსაცდელთან პირისპირ, თუ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ასჯერ დადგება და ასჯერვე გადარჩება.
პასკალი: ადამიანებს ერთმანეთი სძულთ – რა ქნან, ასეთია მათი ბუნება და, თუმცა ხანდახან მაინც ცდილობენ, საზოგადო სიკეთეს დაუქვემდებარონ თავიანთი ანგარება. მაგრამ, ყველა ამნაირი ცდა, სხვა არა არის რა, თუ არა პირფერობა, „გულმოწყალობანას“ თამაში, ყალბი ქველმოქმედება, ვინაიდან, თავი და თავი მაინც ურთიერთსიძულვილია.
ლაიბნიცი: ჩვენ მით უფრო თავისუფლები ვართ, რაც უფრო გონებრივად გააზრებულად ვმოქმედებთ და იმდენად დამონებულნი, რამდენადაც ვნებებს ვემორჩილებით.
დოსტოევსკი: გრძნობა მაშინ იწმინდება, როცა მშვენიერებასთან და სილამაზესთან აქვს შეხება.
კონსტანტინე: ცნობილია: მეტად მგრძნობიარე ადამიანები მეტწილად მაშინ ავადდებიან, როცა მათ სულში წონასწორობა დაირღვევა.
ადლერი: ყველაზე კარგი მეთოდი დანაშაულთან წინააღმდეგობისა ის იქნებოდა, თუ ყველას დავარწმუნებდით იმაში, რომ დანაშაული სხვა არაფერია, თუ არა სულის სიმდაბლის გამოვლინება.
დიდრო: თუკი ტყუილი მოკლე დროში სასარგებლოდ გამოიყურება, დროის დინების შემდეგ, ის მავნე აღმოჩნდება, ხოლო სიმართლე – პირიქით, დროის დინების შემდეგ სასარგებლო აღმოჩნდება ხოლმე. თუმცა, აწმყოში ისე შეიძლება, მოგეჩვენოს, რომ მას ზიანი მოაქვს.
პითაგორა: ხალხის მორალის შესაცნობად, პირველ ყოვლისა, მისი ენა შეისწავლე.
შარდენი: ირგვლივ ყველა ცხოვრება სხვა ცხოვრებისგან იბადება, ყველა თავისუფლება კი – სხვა თავისუფლებისგან.
ვახტანგ მეექვსე: სწავლისგან გამდიდრება სიმდიდრეზედ უმდიდრესია.
ლაპლასი: ის, რაც ვიცით – შემოსაზღვრულია და, რაც არ ვიცით – უსასრულო.
ნიცშე: ქორწინება – ეს არის ორი ნერვიული სისტემის სამშვიდობო თანაარსებობა.
მოპასანი: ფემინიზმი არის ქალთა გამათავისუფლებელი ბრძოლა მათი მოვალეობებისგან.

скачать dle 11.3