კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* ნიკოლო მაკიაველი თავის ცნობილ წიგნში – „ხელმწიფე“, წერდა: „ჩვეულებრივ, ადამიანები, მმართველის წყალობის მოსაპოვებლად, მას ძღვნად უგზავნიან ყველაზე ძვირფასს, რაც გააჩნიათ, ან, რითაც მეტ სიამოვნებას მიანიჭებენ, მაგალითად, დიდი ხელმწიფის საკადრის ცხენს, იარაღს, ფარჩას, ძვირფას ქვებსა და სამკაულებს... თვით მაკიაველიმ კი ჰერცოგ მედიჩის სწორედ ეს წიგნი – „ხელმწიფე“ მიართვა.
* რომაელებს სჯერათ ცრურწმენის, რომლის მიხედვითაც, თუ კვლავ გსურთ რომში დაბრუნება, ქალაქის ერთ-ერთ შადრევანში უნდა ჩააგდოთ ერთი მონეტა; თუ საყვარელ ადამიანზე დაქორწინება გინდათ – ორი; მაგრამ, თუ თქვენმა მეორე ნახევარმა თავი მოგაბეზრათ და გაყრა გადაწყვიტეთ – სამი და... სურვილები აგისრულდებათ.
* ყოველწლიურად ჟურნალი „თაიმი“ გარეკანზე აქვეყნებს ფოტოს – „წლის ადამიანი“, ქალწული მარიამი ამ გვერდზე 10-ჯერ მოხვდა – ეს, პრაქტიკულად, რეკორდული რიცხვია.
* ინგლისის ლეიჩესტერის უნივერსიტეტში ყოველწლიურად იმართება ლექტორების დაჯილდოება: ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ბალიშები გადაეცემათ უნივერსიტეტის პედაგოგებს... ყველაზე მოსაწყენი ლექციების ჩატარებისთვის.
* სერ ისააკ ნიუტონის ოქროს ბეჭედს, რომელშიც დიდი შავი ფერის მაგნიტი იყო ჩასმული, მაგიურ თვისებებს მიაწერდნენ.
* პირველი მილიონიანი ქალაქი რომი იყო – იულიუს კეისრის დროს, შემდეგ – კონსტანტინეპოლი, რამდენიმე ჩინური ქალაქი, ბაღდადი, ქაირო...
* ერთ-ერთ რუსულ თეატრში, გასული საუკუნის დასაწყისში, ვიქტორ ჰიუგოს რომანის, „პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის“ მიხედვით, დაიდგა პიესა, რომელსაც ერქვა „ჩვენი პარიზელი ქალბატონები“.
* „გამარჯვების ორდენი“ სულ ჩვიდმეტმა ადამიანმა მიიღო. თერთმეტი საბჭოთა სამხედრო მეთაურის გარდა (რომელთაც ეს ჯილდო 1945 წელს მიენიჭათ), ამ ორდენით დაჯილდოვდნენ, ასევე: დუაიტ ეიზენჰაუერი, ბერნარდ მონტგომერი, მიხალ როლე-ჟიმერსკი, იოსიპ ბროზ ტიტო და რუმინეთის მეფე – მიხაი პირველი. ბოლო დაჯილდოვებული, რა თქმა უნდა, ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევი, იყო, რომელმაც ამ ორდენით 1978 წელს დაიმშვენა მკერდი.

скачать dle 11.3