კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ამოუცნობი მფრინავი ობიექტი – ზღვის ფსკერზე

მთელი მსოფლიოს უფოლოგები გამოაცოცხლა ახალმა ინფორმაციამ: ნაპოვნია არამიწიერი ცივილიზაციების არსებობისა და ჩვენს პლანეტაზე მათი წარმომადგენლების ვიზიტების პირველი ნამდვილი მტკიცებულება! ყოველ შემთხვევაში, მკვლევრები შეეცდებიან, ზედმიწევნით შეისწავლონ კოსმოსური ხომალდის მსგავსი, საიდუმლო მოხაზულობის არნახული ობიექტი, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე – ბოტნიის ყურეში ფინეთსა და შვედეთს შორის იპოვეს.
ზღვის ფსკერის მკვლევართა შვედური ჯგუფი გაემგზავრა საუკუნის წინათ ჩაძირული ხომალდების ნამსხვრევების საძებრად, მაგრამ, სონარის დახმარებით, რამდენიმე ყუთი შამპანურის ნაცვლად, 92 მეტრ სიღრმეზე აღმოაჩინა 18 მეტრის დიამეტრის, უცნაური, მომრგვალო საგანი.
მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელის, პიტერ ლინდბერგის მტკიცებით, ზღვის ფსკერი ამ საგნის ირგვლივ მთლიანად გადათხრილია – თითქოს მფრინავი თეფში, რომელიც ზღვის ფსკერზე დაეშვა, გადაადგილებას ცდილობდა.
ნაპოვნმა ძალზე ააღელვა უფოლოგიის მოყვარულები და ბლოგერები – ბევრმა აღნიშნა, რომ საიდუმლო საგანი მოხაზულობით ძალზე წააგავს „ათასწლეულის შევარდენს“ – კოსმოსურ ხომალდს, რომლითაც ამერიკული კინოეპოპეის, ჯორჯ ლუკასის „ვარსკვლავური ომების“ მთავარი გმირები დაფრინავდნენ.
თვით პიტერ ლინდგბერგმა განაცხადა, რომ 18-წლიანი პროფესიული მკვლევრის კარიერის განმავლობაში, მრავალი უცნაური და ამოუხსნელი რამ უნახავს, მაგრამ ასეთს პირველად ხედავს. აბსოლუტურად მრგვალი, ფართო საგანი ზღვის ფსკერზე – ნამდვილი გამოცანაა. იგი ვარაუდობს, რომ თუ ეს „ამო“ არ არის, მაშინ, შესაძლოა, „ახალი სტოუნჰენჯი“ იყოს.

скачать dle 11.3