დიეტა ტვინს ჭამს
ამერიკელი სწავლულები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ, იმ ადამიანების ტვინი, რომლებიც დიეტას იცავენ, იძულებულია, შთანთქას საკუთარი უჯრედები, რადგან ამ დროს შიმშილის გრძნობა გაცილებით ძლიერი ხდება.
კვლევების მონაცემებით, რომელიც ნიუ-იორკში იეშივა-უნივერსიტეტის ალბერტ აინშტაინის სახელობის სამედიცინო კოლეჯში ჩატარდა, ისევე, როგორც ადამიანის ორგანიზმის სხვა ნაწილები, თავის ტვინის უჯრედებიც იწყებენ საკუთარი თავის შთანთქმას, რათა ისარგებლონ ენერგიის უკანასკნელი წყაროთი შიმშილის შედეგების გადასალახავად. ასეთ პროცესს ეწოდება ავტოფაგია. ამავე დროს, დეგრადაციას განიცდის უჯრედის შინაგანი კომპონენტები.
ორგანიზმი, სანამ ტვინში იმპულსს გაგზავნის, რომელიც შიმშილს ადასტურებს, აკვირდება სისხლის შემადგენლობაში ცვლილებებს და რეაგირებს გლუკოზის, ამინომჟავებისა და ცხიმმჟავის რაოდენობაზე და მხოლოდ ამის შემდეგ გზავნის სიგნალს ჭამის აუცილებლობაზე. კვლევების შედეგები, რომლებიც თაგვებზე ჩატარდა, გვიჩვენებს, რომ, თუ ხელს შევუშლით აუტოფაგიის პროცესს, შიმშილის გრძნობა არ გაძლიერდება.
პროფესორ რაჯატ სინგპს, რომელიც ხელმძღვანელობდა კვლევებს, მიაჩნია, რომ აღმოჩენამ შეიძლება მიგვიყვანოს წონის შემცირების უფრო ეფექტური მეთოდების დამუშავებამდე. სწავლულის სიტყვებით, ძალისხმევა, რომელიც ქიმიური ნივთიერებების საშუალებით უჯრედისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად არის მიმართული, დაგვეხმარება, ვარეგულიროთ მადა. ეს საშუალებას მისცემს ადამიანს, ნაკლებად იგრძნოს შიმშილი და, ამავე დროს, დავიცვათ საჭირო ენერგეტიკული ბალანსი ორგანიზმში.