კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიკვდილით განწმენდილები იღბლიან ცხოვრებას იწყებენ

ტაილანდში გამოჩნდა ტაძარი, სადაც ატარებენ დასაფლავების უჩვეულო ცერემონიებს. ამ ტაძრის სტუმრები უკვეთენ თავიანთი დასაფლავების მხოლოდ იმიტაციას, რათა ამგვარად მოიშორონ თავიდან უიღბლობა.
ტაძარი პრამ-მანი ნაკონაიონის პროვინციაში მდებარეობს, ბანგკოკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 107-ე კილომეტრზე. იქ ყოველდღე ტარდება ორი რიტუალი – ზუსტად 09:09 და 13:09 საათზე ადგილობრივი დროით, ვინაიდან რიცხვი 9 ტაილანდელებისთვის წარმატების მომტანად ითვლება.
რიტუალის მონაწილეები დგებიან თავიანთი კუბოების წინ, ყვავილებით ხელში და ლოცულობენ, რათა უიღბლობა განდევნონ, ხოლო შემდეგ სთხოვენ ღმერთს იღბალს და წვებიან კუბოებში.
„ლოცვას ვიწყებთ „წარსულებზე“, რათა ჩამოვიბანოთ ყველაფერი ცუდი. იგი განიდევნება, როდესაც რელიგიის მსახური კუბოს შალითას გადააფარებს, შემდეგ მონაზონი გადააბრუნებს შალითას და გამოაძრობს. ამგვარად, იგი უბრუნებს ადამიანს იღბალს, ანუ „ვაძევებთ ყველაფერ ცუდს, ხოლო შემდეგ ვიბრუნებთ კარგს“, – თქვა ცერემონიის ჩამტარებელმა მონაზონმა რინ მანაბუმ. ამის შემდეგ რიტუალის მონაწილეები დგებიან კუბოებიდან, მონაზვნები კი მათ წმინდა წყლით ლოცავენ.
კრის ნეტმანმა, 39 წლის პოლიციელმა, რომელსაც სამსახურში უიღბლობის მთელი სერიის შემდეგ, სურდა, სიცოცხლე თავიდან დაეწყო, სწორედ ამ ტაძარს მიაშურა. „მინდა, ჩამოვირეცხო უიღბლობა და ვითხოვო კურთხევა, რათა ჩემთან მოვიდეს იღბალი“, – განაცხადა მან.
ეს ცერემონია საკმაოდ იაფი ღირს – სულ რაღაც 180 ბატი (6 დოლარი). ეს თანხა ყიდულობს ყვავილებს, შალითას და პირველი აუცილებლობის საგნებს, მაგალითად, კბილის პასტას, კბილის ჯაგრისსა და საჭმელს, რასაც უკვე იღბლიანები ტაძრის მონაზვნებს ურიგებენ.

скачать dle 11.3