კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ მიჰყავდა სტალინს ფრონტზე სამხედრო სასწავლებლის კურსანტები და კურსდამთავრებულები

პოლკში გერმანიის დელეგაციის სტუმრობის შემდეგ, საგანგებო შემთხვევა მოხდა. ღამით დივერსანტები საარტილერიო ტყვია-წამლის საწყობებს დაესხნენ თავს. ერთი წითელარმიელი მოკლეს, მეორე მძიმედ დაჭრეს მკერდის არეში. სარდლობის ბრძანებით, ამ შემთხვევას იძიებდა სპეციალური კომისია, რომელსაც საარტილერიო პოლკის ბატარეის მეთაური, იაკობ ჯუღაშვილი ხელმძღვანელობდა. მას ახალი დამთავრებული ჰქონდა საარტილერიო აკადემია. ახალკურსდამთავრებულ იაკობის პიროვნებაზე სახელმწიფო გამოცდაზე მიღებული შეფასებებიც მეტყველებს: „ტაქტიკა – ფრიადი, სროლა – ფრიადი, მარქსიზმ-ლენინიზმის საფუძვლები – საშუალო, არტშეიარაღების ორგანიზაციის საფუძვლები – ფრიადი, ინგლისური ენა – კარგი“. იაკობ ჯუღაშვილი ინტელიგენტი და კულტურული კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა, თუმცა მამამისის შვილს მარქსისტულ საგანში ალბათ, უფრო მაღალი შეფასება ეკუთვნოდა. კომისიის სხვა წევრებთან შედარებით, ის სამოქალაქო პირს უფრო ჰგავდა, ვიდრე სამხედროს. იაკობი უაღრესად თავშეკავებული და მეგობრული გახლდათ, წითელარმიელებს ქართული აქცენტით ელაპარაკებოდა. თვითმხილველი, რომელიც მასთან ერთად ერთ პოლკში მსახურობდა – ოფიცერი კრივონოსოვი იხსენებს (კრივონოსოვი 1982 წელს ორჯერ გამოვიდა საქართველოს ტელევიზიით), თუ როგორი პროფესიონალური მიდგომა ჰქონდა იაკობს და რომ სწორედ მისი გონიერი გადაწყვეტილებების წყალობით, გაართვა თავი აღნიშნულმა კომისიამ დაკისრებულ მოვალეობას. მას არც მკაცრი, დისციპლინური ნორმები მიუღია და არც ჰუმანური პრინციპებისგან გადაუხვევია. არავინ დაუსჯია, რითაც დაამტკიცა, რომ საქმის კეთება „მათრახის“ გარეშეც შეიძლება.
ამონაწერი იაკობ ჯუღაშვილის ავტობიოგრაფიიდან: „დავიბადე 1908 წელს პროფესიონალი რევოლუციონერის, სტალინის, ოჯახში. ამჟამად ის იმყოფება პარტიულ სამუშაოზე. დედა გარდამეცვალა 1908 წელს. ძმა, ვასილ სტალინი, ავიასკოლაში სწავლობს, და – სვეტლანა მოსკოვის საშუალო სკოლის მოსწავლეა. მეუღლე – იულია ისააკის ასული მელცერი დაიბადა ოდესაში, მოსამსახურის ოჯახში. სიდედრი დიასახლისია. 1936-დან 1937 წლამდე, ვმუშაობდი სტალინის სახელობის ქარხნის ელექტროსადგურში მორიგე ინჟინრის თანამდებობაზე. 1937 წელს ჩავირიცხე მუშურ-გლეხური წითელი არმიის საარტილერიო აკადემიაში“. იაკობის უბრალოებაზე უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება. მას, ვასილისგან განსხვავებით, არასდროს უოცნებია სამხედრო კარიერაზე, მაგრამ სტალინს სხვა აზრი ჰქონდა. საერთაშორისო ვითარება მწვავდებოდა, ამიტომ 1937 წელს იაკობს უთხრა, საარტილერიო აკადემიაში უნდა ისწავლოო. არსებობს რეალური ვერსია, რომ ბელადი გრძნობდა, ომი გარდაუვალი იყო და უნდოდა, მისი ორივე ვაჟი იარაღით შერკინებოდა მტერს. მამის სიტყვა კი, მორჩილი იაკობისთვის, კანონი იყო, მეტიც, ორივე ვაჟისთვის სტალინის სიტყვა კანონზე მაღლა იდგა. სვეტლანა იგონებს, თუ როგორ ართმევდა ძმას მთელ თავისუფალ დროს: „როცა იაშა (ასე ეძახდნენ იაკობს) ჩვენთან, კრემლის ბინაში მოდიოდა, ჩემთან თამაშობდა, მიყურებდა, როგორ ვამზადებდი გაკვეთილებს. სუფრასთან იაშა ყოველთვის ჩუმად იჯდა, მამა-შვილი სრულიად განსხვავებული ადამიანები იყვნენ. შვილის მშვიდი და რბილი ხასიათი მამას აღიზიანებდა, რომელიც ასაკში შესვლის შემდეგაც კი, ფიცხი და მოძრავი იყო“. იაკობს ბალერინა იულია ისააკის ასული მელცერი შეუყვარდა. სვეტლანა ალილუევა იხსენებს, რომ იაკობმა „ცოლად შეირთო ქმრისგან მიტოვებული, მშვენიერი ებრაელი ქალი, რამაც მამა გააბრაზა“. მიუხედავად ამისა, იაშამ გადაწყვეტილება არ შეცვალა და პრინციპულობა გამოამჟღავნა. სვეტლანა მემუარებში ხშირად წერს იაკობისადმი თავისი დამოკიდებულების შესახებ. ასაკში 18 წლის სხვაობის მიუხედავად, როცა სვეტლანა წამოიზარდა, ისინი კარგად უგებდნენ ერთმანეთს, ურთიერთმზრუნველობას იჩენდნენ. „ომის დაწყების წინ, იაშას 33 წელი შეუსრულდა, მე კი – 15. ჩვენ ნამდვილი მეგობრები ვიყავით. მიყვარდა იმიტომ, რომ თავდაჭერილი, წყნარი და თბილი ხასიათის იყო. ჩემთან ხშირად თამაშობდა, მე მის გოგონას ვუვლიდი. ომი რომ არ ყოფილიყო, ჩვენ სამუდამოდ ნამდვილ მეგობრებად დავრჩებოდით.“
1941 წლის მაისი. გაზაფხულის თბილი დღე იდგა. საბჭოთა კავშირის უმაღლესმა ხელისუფალმა საერთაშორისო ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიდია საბჭოთა კავშირზე თავდასხმის საფრთხე. შემდეგ ტრადიციული სამთავრობო მიღება გამართა გიორგის სახელობის დარბაზში („გეორგიევსკი ზალ“). სტალინი კარგ განწყობაზე ბრძანდებოდა და, როგორც ყოველთვის, პოლიტბიუროს წევრებთან ერთად, ქართულ ღვინოს მიირთმევდა. ბელადი დარბაზის სიღრმისკენ იყურებოდა, თითქოს, ვიღაცას ეძებდა – ახალგაზრდა სამხედროებს შორის კურსდამთავრებული იაკობიც უნდა ყოფილიყო. პოლიტბიუროს რომელიღაც წევრმა ეს შენიშნა და მის მოსაძებნად კაცი გაგზავნა. ოფიცრის მუნდირში გამოწყობილი იაკობ ჯუღაშვილი მაგიდასთან მივიდა. არტილერიის ლეიტენანტს ჭიქა პოლიტბიუროს ყველა წევრმა მიუჭახუნა. მამამ კი უთხრა: „აბა, იაშა, მოხარული ვართ, გილოცავთ! სამშობლოს სჭირდება არტილერისტები და არა მარტო არტილერისტები“. მიღებიდან ორი დღის შემდეგ იაკობს უფროსი ლეიტენანტის წოდება მიენიჭა და ძერჟინსკის სახელობის საარტილერიო აკადემიის დიპლომი N418665 გადაეცა, რომელშიც ეწერა: იაკობ იოსების ძე ჯუღაშვილი 1938 წელს შევიდა და 1941 წელს დაამთავრა წითელი არმიის ძერჟინსკის სახელობის ლენინის ორდენოსანი საარტილერიო აკადემიის სრული კურსი, სახმელეთო არტილერიის სპეციალობით. სახელმწიფო საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილებით, მას მიენიჭა უმაღლესი სამხედრო განათლების მეთაურის კვალიფიკაცია“. სამხედრო სამსახურის გასაგრძელებლად მეთოთხმეტე სატანკო დივიზიის ჰაუბიცების ბატარეის მეთაურად გაამწესეს. დივიზია მოსკოვის ახლოს, ნაროფომინსკში იყო განლაგებული. სწორედ იქ მსახურობდა მასთან ერთად კრივონოსოვი, რომლის ომის შემდეგ დაწერილი მოგონებები, იაკობის პიროვნების დასახასიათებლად მნიშვნელოვანი წყარო აღმოჩნდა.
ფრაგმენტი
„კვირას, 1941 წლის 22 ივნისს, ნაროფომინსკის წითელი არმიის სახლში ახალი ფილმი – „ჩემი სიყვარული“ გადიოდა. კინოსეანსი 11 საათზე დაიწყო. ფილმი დამთავრებული არ იყო, რომ დარბაზში შუქი აინთო და საშინელი სიჩუმე ჩამოვარდა. ყველამ იგრძნო, რომ ცუდი ამბავი მოხდა. მოულოდნელად, სცენაზე იაკობ ჯუღაშვილი ავიდა და ხმამაღლა, მღელვარებით გვაუწყა, რომ ფაშისტური გერმანია ვერაგულად დაესხა თავს საბჭოთა კავშირს. კინოსეანსი შეწყდა. ყველას გვიბრძანეს, სასწრაფოდ ჩვენ-ჩვენ ქვედანაყოფებში წავსულიყავით. გამოსვლისას იაკობს შევხვდი, ერთმანეთს მივესალმეთ. მითხრა, უფროსობას დავეთხოვე და მოსკოვს მივემგზავრები, მამას და ოჯახს უნდა დავემშვიდობოო. ასეც მოხდა, გამომშვიდობებისას სტალინმა შვილს გზა დაულოცა – წადი და იბრძოლე“.
რეზერვები
მარშალი როკოსოვსკი პატიმრობიდან 1940 წელს შემოდგომაზე გაათავისუფლეს და სტალინის ბრძანებით, დივიზია ჩააბარეს. ბელადთან მისი შეხვედრისას სამი საკითხი უნდა განხილულიყო: გერმანული სამხედრო დოქტრინა, ავიაკონსტრუქტორ ტუპოლევის ბომბდამშენები და არმიის რეზერვების საკითხი. პირველი მარტივად გადაწყდა – სტალინმა როკოსოვსკი გერმანული არმიის სტრუქტურისა და შეიარაღების უვიცობაში დაადანაშაულა და მარშალს, რომელმაც თავი იმით იმართლა, ციხეში ვიჯექიო, სტალინმა იუმორით უპასუხა: ნახე, რა შენც ციხეში ჯდომის დროო. ტუპოლევს კი რომელმაც სტალინს შეახსენა, რომ მისი ბომბდამშენები ბელადის ბრძანებით, შეცდომით ამოიღეს წარმოებიდან – „ჩემზე გენერალურ კომიტეტში უნდა გეჩივლაო“, – უპასუხა. მესამე საკითხი კი, მარშლისა და სამხედრო სპეციალისტების დაჟინებული რჩევით, ყველასთვის დადებითად გადაწყდა, ერთი გამონაკლისის გარდა და აი, რა მოხდა: ბელადმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც სამხედრო აკადემიის ახალგაზრდა კურსანტები და კურსდამთავრებულები ფრონტზე არ უნდა წასულიყვნენ. სტალინი ასეთ გადაწყვეტილებებს შემთხვევით არ იღებდა და არც მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობოდა. მან სამხედრო სპეციალისტებთან, ამ დარგის ცნობილ მეცნიერებთან ჩაატარა კონსულტაციები – საბჭოთა არმია მნიშვნელოვან დეფიციტს განიცდიდა პროფესიული სამხედრო კადრების თვალსაზრისით და ამიტომ, ქვეყნის წინაშე მათი მომზადებისა და კომპლექტაციის სერიოზული პრობლემები იდგა. ამ თემაზე სხვადასხვა დროს სხვადასხვა მკვლევარს აქვს გამოთქმული მოსაზრებები – (ვოლკოგონოვი, ავტორხანოვი და სხვა) – რომ რეზერვების არსებობა ოფიცრების მომავალი თაობების არსებობას ნიშნავდა. სწორედ ამიტომ, სტალინმა, მისთვის ჩვეული მინაწერიც კი გააკეთა აღნიშნულ ბრძანებაზე: „რეზერვები – ეს ჩვენი გამარჯვებაა“. სამწუხაროდ, ბელადის შვილს ეს ბრძანება არ შეეხო, მან ეკლიანი გზა გაიარა. გამარჯვებას კი, იაკობ ჯუღაშვილი ვერ მოესწრო.

скачать dle 11.3