კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე

კითხვა: მაინტერესებს, იტანს თუ არა სინესტეს ფიკუსი?
პასუხი: ჯანსაღი ფოთლების მქონე მცენარე სიმშრალეს უფრო იტანს, ვიდრე ზედმეტ სინესტეს. მორწყვამდე ნიადაგი უნდა გაუშრეს, ზედმეტი წყალი ფოთლების დაცვენას გამოიწვევს. ჯუჯა ფიკუსს თხელი ფოთლები აქვს, ამიტომ, მიწა არ უნდა გამოაშროთ. ის ერთ-ერთი იოლად გასაზრდელი მცენარეა და ადვილად ეჩვევა ოთახის პირობებს. მის ნიადაგს სასუქით განოყიერებაც სჭირდება. ფოთლები სველი ნაჭრით გაუწმინდეთ ხოლმე.
კითხვა: ჩემს ეონიუმს ფოთლები მოჭმუჭნილი აქვს. იქნებ, მირჩიოთ, რისი ბრალია ეს და როგორ დავეხმარო?
პასუხი: თუ ფოთლები მოჭმუჭნილია, ესე იგი, მცენარეს სიცხეში ტენი დააკელით. თვეში ერთხელ უნდა მოგერწყათ გაზავებული, ბალანსირებული თხევადი სასუქით. წყალი ფოთლებზე არ მოახვედროთ, თორემ, ნაკვალევს დატოვებს. როდესაც აცივდება, მორწყეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფოთლები დაცვენას დაიწყებს. ამ დროს მას დამატებითი კვებაც არ სჭირდება.
კითხვა: შესაძლებელია თუ არა ანთურიუმის გაზრდა ოთახის პირობებში?
პასუხი: ანთურიუმი სხვებთან შედარებით ჭირვეული და ძნელად მოსავლელი მცენარეა. მისი გახარება ოთახის პირობებში შესაძლებელია, მაგრამ, ამისთვის უნდა შეუქმნათ სასურველი გარემო: მას მუდამ ერთნაირი ტემპერატურა და სინესტე სჭირდება; ვერ იტანს ორპირ ნიავს, ამიტომ, კართან ან ფანჯარასთან ნუ დადგამთ; მიწა მთლიანად არ უნდა გამოაშროთ, მაგრამ, არც მუდამ სველი უნდა იყოს, რომ ფესვები არ დაუზიანდეს. რეგულარულად დანამეთ და ამით მის ტენიანობას გაზრდით.
კითხვა: ჩემმა ამარილისმა ერთხელ საკმაოდ კარგად იყვავილა, თუმცა, მას შემდეგ აღარ აყვავებულა. როგორ მოვიქცე, რომ ამარილისმა კვლავ იყვავილოს?
პასუხი: ამარილისის, ანუ ჰიპეასტრუმის მეორედ აყვავება არც ისე ადვილია. მისი ფოთლები რეგულარულად მორწყეთ და კაშკაშა სინათლეზე დადგით. ზაფხულობით მცირე ხნით დასვენება სჭირდება. აქტიური ზრდის პერიოდში კი მიწა გამოუცვალეთ და იმავე ქოთანში დატოვეთ. ახლა ამარილისის აყვავება გამორიცხულია. ზამთარში მას დასვენების პერიოდი აქვს.

скачать dle 11.3