კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა წესები აქვს ბუქსირებას

საინტერესოა, რომ ძალიან ბევრი მძღოლი, ავტომობილის მოულოდნელად დაზიანების შემთხვევაში, სრულიად გამოუცდელია ბუქსირების საკითხებში. არ იცის, არც ბუქსირით სარგებლობა და არც ის აუცილებელი წესები, რომლის დაცვაც საჭიროა, თუ კეთილი ადამიანი გამოჩნდა და ბუქსირით წაგიყვანათ. განსაკუთრებით კი, ალბათ, ეს ქალბატონებისთვის არის პრობლემა. სწორედ ამ თემაზე საუბრობს დღეს პროფესიონალი მრბოლელი მევლუდ მელაძე.
მევლუდ მელაძე: შესაძლებელია, ყველა აღმოჩნდეს იმ სიტუაციაში, როდესაც თავად ან მეგობარს დასჭირდება ბუქსირით დახმარება. ამიტომ, მეგობრის დაზიანებული ავტომობილი რომ ჩავიბათ და წავიყვანოთ, ყველა ავტომწარმოებელი, დღემდე აღჭურავს, ნებისმიერ სუპერთანამედროვე ავტომობილსაც კი, საბუქსირე სისტემით. ადრე ბუქსირის ჩასაბმელი უხეშად ჩანდა, მაგრამ ახლა საბარგულშია ჩამალული სპეციალური დეტალი. ბამპერიდან ძვრება პატარა პლასტმასის დეტალი, რომელზეც საბარგულიდან ამოღებულ დეტალს მიამაგრებთ და გადაყვანა უკვე შესაძლებელია. ამ ნაწილს ებმება საბუქსირე თოკი. იპოვეთ ის ადგილი, გაუკეთეთ დეტალი და აღმოჩნდა, რომ საბუქსირე თოკი არ გაქვთ. უბრალო „კაპრონის” თოკიც კი ვერ იპოვეთ და ბუქსირება ტროსით ან ეგრეთ წოდებული „კატანკა მავთულით” მოგიწევთ. ამ შემთხვევაში, ნულზეა საბუქსირე სისტემის ელასტიკურობა. ორი ავტომობილი ძალიან ხისტად არის ერთმანეთთან დაკავშირებული და ზიანდება ორივე. კარგია, თუ საბუქსირე თოკს იშოვით. მაგრამ, თუ ისეთ ადგილას ხართ, რომ მაღაზია არ არის, შეგიძლიათ, გამვლელი მანქანა, სამარშრუტო ტაქსი გააჩეროთ და პირდაპირ მათგან იყიდოთ თოკი. ის წავა და სხვას იყიდის. ეს თოკები ხომ ძალიან იაფი ღირს და თან, ყველგან იყიდება. თუ სადღაც, უღრან ტყეში ან მდელოზე ხართ, სადაც გამვლელი მანქანებიც არ არის, შეგიძლიათ, საბუქსირედ ავტომობილის ღვედები გამოიყენოთ. გადაჭრით ღვედებს, ერთმანეთზე გადააბამთ, გააკეთებთ თოკს და ღვედებს მერე იყიდით.
– ხშირად გითქვამს, რომ მეგობარი მომყავდა, მაგრამ ბუქსირება არ იცოდა და ბევრი ვიწვალეთო. რას ნიშნავს არ იცოდა, ის ხომ უბრალოდ ჩაბმულია და წინა მანქანას მიჰყავს?
– სწორედ ამაზე მინდა საუბარი. დეტალურად აგიხსნით, თუ როგორ უნდა მოიქცეს წინა და მის უკან მიმავალი ავტომობილი. წინა მანქანის მძღოლმა უნდა მოახერხოს, რომ ნელი სვლით, თოკი ბოლომდე გაჭიმოს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიძრას ადგილიდან. ავტომატური კოლოფი ამ დროს წინა მძღოლს მდგომარეობას უადვილებს, მაგრამ თუ კოლოფი მექანიკურია, მაშინ დაძვრის შემდეგ პირველიდან მეორე სიჩქარეში ფრთხილად უნდა გადაიტანოთ. როგორც კი გაწონასწორდება წინა და უკანა ავტომობილის სიჩქარე, არაფერს დაელოდოთ და მაშინვე მეორეში გადართეთ. გაზის პედალზე ნაზად დაჭერით, დაელოდეთ ტროსის კარგად გაჭიმვას, ორივე ავტომობილის სიჩქარის დასტაბილურებას და მყისიერად ცვალეთ შემდეგი სიჩქარეები.
– რას შვრება უკანა ავტომობილი?
– ტროსი მუდმივად გაჭიმული უნდა იყოს. რადგან წინა ავტომობილს ბევრი რამ აქვს საკონტროლო, გზას უნდა უყუროს. ამიტომ, თოკს ყოველთვის ვერ გამოხედავს. ანუ, კომფორტულად, ავტომობილის დაუზიანებლად ბუქსირების პროცესის ჩავლას, უფრო მეტად ჩაბმული ავტომობილი უზრუნველყოფს. თუ ხედავთ, რომ წინ ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ შენელება ან გაჩერება გარდაუვალია, დაამუხრუჭეთ. სწორედ თქვენ აჩერებთ წინა ავტომობილსაც. რა თქმა უნდა, წინა მძღოლსაც შეუძლია, მუხრუჭების გამოყენება, მაგრამ მაშინ თქვენ კიდევ უფრო აძლიერებთ დამუხრუჭებას იმისთვის, რომ თოკი სულ გაჭიმული იყოს. ანუ, კეთილი უნდა ინებოთ და არ ჩამოგეძინოთ, აკონტროლეთ წინ სიტუაცია – იმის მიხედვით, თუ როდის იქნება საჭირო მუხრუჭი და ეს თქვენ უნდა გააკეთოთ. იგივე ხდება აღმართებსა და დაღმართებზე. თუ არის იმის ალბათობა, რომ ინერციით თქვენ უფრო გაქანდით, ვიდრე წინ მიმავალი ავტომობილი, უნდა დაამუხრუჭოთ. თუ შეატყვეთ, რომ წინა ავტომობილი არასწორად იქცევა, არასწორად რთავს სიჩქარეებს და ვერ უზრუნველყოფს თოკის დაჭიმვას, მუხრუჭზე ფეხდადგმული საკმაოდ გრძელი გზის გავლაც კი შეიძლება. ამ დროს წინა მანქანას მეტი ძალა დაადგება, მაგრამ სერიოზულ დაზიანებას გადარჩებით.
– სულ მოჭიმული რომ არ იყოს?
– წარმოიდგინეთ, რა მოუვა ავტომობილს თოკით ხეზე რომ მიაბათ. საათში ოცდაათი კილომეტრის სიჩქარეც რომ განავითაროს, მეტზე თოკი აღარ ეყოფა. ზუსტად იგივე მოხდება ორ ავტომობილს შორის. ამიტომ, ყველანაირად უნდა გამორიცხოთ წინა ავტომობილთან ახლოს მისვლა, რაც როგორც მინიმუმ, მთელი საბუქსირე სისტემის მოგლეჯას გამოიწვევს.

скачать dle 11.3