კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შეცდომებს უშვებს პატრონი ძაღლის გაწვრთნისას და როგორ ვიფიქროთ „ძაღლურად”

ხშირად ამბობენ, რომ ძაღლი ადამიანის მეგობარია, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ეს არ ამართლებს. თუ გსურთ, ძაღლი მართლაც თქვენი ერთგული მეგობარი გახდეს, ამისთვის რამდენიმე დეტალის გათვალისწინება ნამდვილად არ გაწყენდათ. მაგალითად, იდეალური ურთიერთობისთვის მას ბევრ რამეში უნდა გაუგოთ და დაიწყოთ ფიქრი „ძაღლურად.” როგორ მოახერხოთ ეს და რა უნდა გაითვალისწინოთ ამისთვის, ვეტერინარი, მეცნიერებათა დოქტორი, ზაქრო ბაჯიაშვილი მოგითხრობთ.

ზაქრო ბაჯიაშვილი: ძაღლის გაწვრთნის დროს პატრონი ხშირად უშვებს ერთ შეცდომას. მიაწერს ძაღლს საკუთარ უნარებს და საბრალო ცხოველისგან შეუძლებელს ითხოვს. მართალია, ძაღლები ფიქრობენ, მაგრამ თავისებურად. მიუხედავად ყველაფრისა, ადამიანს მაინც შეუძლია მათი გაგება, რადგან ძალიან დიდი ხანია, ერთმანეთის გვერდით ცხოვრობენ.
– რა განსხვავებაა ადამიანისა და ძაღლის აზროვნებას შორის? როგორც ხშირად ამბობენ, ძაღლს შეუძლია, საკმაოდ კარგად იფიქროს.
– ადამიანისა და ძაღლის აზროვნებას შორის ის განსხვავებაა, რომ ადამიანს შეუძლია, შეიცნოს და გააანალიზოს რთული ცნებები, ხოლო ძაღლს მხოლოდ მარტივის შეცნობის უნარი აქვს.
– იმასაც ამბობენ, თუ გინდა, შენს ოთხფეხა მეგობართან იდეალური ურთიერთობა ააწყო, ხანდახან „ძაღლურადაც” უნდა იფიქროო.
– იფიქროთ „ძაღლურად” – ნიშნავს, წინასწარ გამოიცნოთ როგორი იქნება ძაღლის რეაქცია და არ ელოდოთ მისგან, თქვენი გამოგონილი წესებით მოქცევას. მაგალითად, ლეკვის ქცევა შეიძლება ბავშვის ქცევას შევადაროთ.
ოჯახის ძაღლები ველური წინაპრებისგან ინფანტილურობით განსხვავდებიან, ანუ არ ჩქარობენ გაზრდას. ამიტომ, ვიდრე ძაღლს რაიმე მოთხოვნას წაუყენებთ, დაფიქრდით, შეძლებდა თუ არა ამის შესრულებას პატარა ბავშვი.
– ასაკის შედარება ძაღლსა და ადამიანს შორის როგორ ხდება?
– მაგალითად თუ ძაღლი ორი თვის არის, ეს ადამიანის 14 თვეს უდრის; 6 თვე – 5 წელს; 8 თვე – 9 წელს. თუ ძაღლი ერთი წლისაა, ეს ადამიანის შემთხვევაში 14 წელს შეადგენს; 2 წელი – 20 წელს, ხოლო 3 წელი – 30 წელს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ 3 წლის ასაკის შემდეგ, ძაღლის ყოველი ერთი წელი, ადამიანის 5 წლად შეგვიძლია, ჩავთვალოთ. გამომდინარე იქიდან, რომ ლეკვის ცხოვრების პირველი სამი თვე შეესაბამება ადამიანის ცხოვრების 3 წელს, ცხადი ხდება, თუ რაოდენ საჭიროა, ძაღლის გაწვრთნის დროულად დაწყება.
– ანუ 3 წლის ძაღლი შესაძლოა, ისე მოიქცეს როგორც 30 წლის ადამიანი?
– ასაკის შედარების სქემა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სამი წლის ძაღლი მოიქცეს ისე, როგორც დიდი ადამიანი. ის მოიქცევა მხოლოდ და მხოლოდ როგორც დიდი ძაღლი. ძაღლები ბუნებით პრაგმატულები არიან. ისინი ქცევის ისეთ მოდელს იყენებენ, რომელიც მინიმალური დანაკარგით, მაქსიმალურ შედეგს იძლევა. მაგალითად, თუ ძაღლი მიხვდება, რომ თავისას აუცილებლად მიაღწევს მუდმივი წკმუტუნით, ის აუცილებლად იწკმუტუნებს. თუ ძაღლს პირველივე ჯერზე შეაგნებინებთ, რომ ბრძანების შესრულებისას იგი დაიმსახურებს ქებას და პატრონის კეთილგანწყობას, ეს ორივესთვის სასიკეთო იქნება.
მთავარი, რაც უნდა გახსოვდეთ „ძაღლურად” ფიქრის დროს, ეს არის ეგრეთ წოდებული „ხროვის კანონი”. ანუ, თქვენ ვერ დაიმსახურებთ ძაღლისგან მორჩილებას, თუ არ გახდებით მისთვის ლიდერი. იმისთვის რომ ლიდერი გახდეთ, საჭიროა, თქვენი თავდაჯერებულობა და რაც მთავარია, თანმიმდევრულობა. გახსოვდეთ, არათანმიმდევრულობა, ეს წვრთნის ყველაზე დიდი მტერია. ძაღლი მხოლოდ მაშინ მოგენდობათ, როცა მის გარკვეულ მოქმედებაზე, ერთი და იგივე რეაქცია გექნებათ. ძაღლის გაწვრთნის დროს ზოგიერთი ქმედება ყოველთვის აკრძალული უნდა იყოს, ზოგი კი, დაშვებული. ძაღლს არ შეუძლია, გაიგოს რატომ იყო გუშინ მისთვის დასაშვები ხტომა და თქვენთან თათებით თამაში, ხოლო დღეს ამის გაკეთება არ შეიძლება იმ მიზეზით, რომ ცუდი ამინდია და შესაძლოა, მისმა ჭუჭყიანმა თათებმა დაგსვაროთ.
მწვრთნელმა აუცილებლად უნდა მიაღწიოს იმას, რომ მისი ბრძანება ძაღლმა შეასრულოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ოთხფეხა მეგობარი დამჯერი ვერ იქნება.
დაბოლოს, ძალიან მნიშვნელოვანია, ძაღლს შესთავაზოთ ურთიერთობის სხვადასხვა ფორმა. ნებისმიერ შემთხვევაში, ვარჯიშები და თამაშები უნდა შეარჩიოთ ძაღლის ფსიქიკის, ჯიშის, ასაკის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. მაგალითად, ზოგიერთ ემოციურ ძაღლს უხდება სამძებრო სამუშაოები, ზოგს კი უმჯობესია, ფიზიკური ვარჯიში შესთავაზოთ. გარკვეული კატეგორიის ძაღლების თვითდაჯერებულობის ასამაღლებლად აუცილებელია, მისი ურთიერთობა პატრონთან არა მარტო სახლში, არამედ ქუჩაშიც. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ მათთან ურთიერთობის მეთოდების შერჩევა, უნდა მიანდოთ სპეციალისტს და ამ საქმის კარგ მცოდნეს. თუ ზემოჩამოთვლილ ყველა დეტალს გაითვალისწინებთ, ძაღლი მართლაც თქვენი ერთგული მეგობარი გახდება.

скачать dle 11.3