კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მყავს ავტომობილი „სუბარუ იმპრეზა”, 2.0-იანი ტურბირებული ძრავათი, რომელიც სულ ახლახან ჩამომივიდა იაპონიიდან. ეს მარკა იმიტომ მინდოდა, რომ ძალიან სწრაფია, რასაც ჩემს ავტომობილზე ნამდვილად ვერ ვიტყვი. გაზს ვაწვები და ავტომობილი ძალიან ნელა კრეფს სიჩქარეს. რამე პრობლემაა თუ „ბრაკი” მანქანა მყავს?
პასუხი: თუ ავტომობილი დაქოქვისას ნორმალურად მუშაობს და გაზის მიცემისას არ შეინიშნება რაიმე დამატებითი ხმა – სტვენა ან სხვა უცნაურობა, ანუ ის ჩვეულებრივად იწყებს მუშაობას, მაშინ, დაზიანებული იქნება ტურბინა. ის ვერ უზრუნველყოფს დამატებითი ჰაერის ჩატუმბვას და, შესაბამისად, ვერ ვიღებთ იმ სიმძლავრეს, რაც ამ კონკრეტულ ავტომობილს შეუძლია, განავითაროს. მუშაობს თუ არა ტურბინა ან თუ რაიმე სხვა მიზეზია, ამის გასინჯვას ხელოსანი მარტივად მოახერხებს. დაშლილებში ტურბინას ან მის რომელიმე დაზიანებულ დეტალს იოლად იშოვით.
კითხვა: მყავს ეკოტეკის ტიპის ძრავით აღჭურვილი ავტომობილი. იქნებ ამიხსნათ, როგორია ის – რა სუსტი და ძლიერი მხარეები აქვს. მაინტერესებს, შუქნიშანზე დგომის დროს სიჩქარეების გადამრთველი ნეიტრალურ მდგომარეობაში უნდა გადავიყვანო თუ არა?
პასუხი: ეკოტეკის ტიპის ძრავა კარგ საწვავს საჭიროებს, რათა დიდი ხნის განმავლობაში არ გამოვიდეს მწყობრიდან. ხარისხიანი ზეთიც დროულად უნდა ცვალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძრავის სექტორში შესაძლოა, ბევრი წვრილმანი გამოვიდეს მწყობრიდან. ამის გამო კი ავტომობილმა არასტაბილურად იმუშაოს, საწვავის წვას მოუმატოს ან პერიოდულად ავტომობილი ჩაქრეს კიდეც. მიზეზის დადგენა კი, ხელოსნებსაც გაუჭირდებათ. შუქნიშანთან დგომის დროს არ არის აუცილებელი, ნეიტრალური სიჩქარე. ბევრი გადართვა-გადმორთვა ვნებს კოლოფს. თუ ავტომობილი სიჩქარეშია ჩაგდებული და ძრავას ბრუნვათა რიცხვს არ უმატებთ, ანუ გაზის პედალს არ აწვებით, ის არ ცვდება, კოლოფი არ ფუჭდება.

скачать dle 11.3