კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: მყავს შარპეის ჯიშის ლეკვი, რომელიც ღამით ისე ხვრინავს, რომ ოჯახის წევრები ვწუხდებით. ეს ნორმალური მოვლენაა და ამ ჯიშისთვის დამახასიათებელია თუ რაიმე პრობლემა აქვს?
პასუხი: შარპეის ჯიშის ძაღლებს ხვრინვა მეტ-ნაკლებად ახასიათებთ. ფართო და სავსე ცხვირი აწვება ნესტოების გამავალ გზებს, რომელიც შედარებით ვიწრო აქვს, ვიდრე სხვა ძაღლებს. ამიტომ, თუ თქვენი საყვარელი ძაღლის ხვრინვა ღამით დისკომფორტს გიქმნით, ნუ დააძინებთ მას თქვენს ოთახში, მოათავსეთ მოშორებით.
კითხვა: უნდა გავუზარდოთ თუ არა ზაფხულის ცხელ დღეებში ძაღლს წყლის დოზა?
პასუხი: ცხადია, უნდა გაუზარდოთ. ცხელ ამინდში ძაღლს მუდამ სავსე უნდა ჰქონდეს წყლის ჭურჭელი, განსაკუთრებით მაშინ თუ მას ეზოს პირობებში აცხოვრებთ და სიცხეში შენობაში არ იმყოფება.
კითხვა: რა ასაკიდან უნდა მოვამზადოთ ძაღლი რინგისთვის?
პასუხი: პირველივე თვეებიდან უნდა დაიწყოთ ძაღლის ჰენდლინგი, ანუ მომზადება რინგისთვის. შესაბამისად, როცა ძაღლი გამოფენაზე გაჰყავთ, მან უნდა აჩვენოს კბილები, ანუ, უნდა დადგეს ნაბულში. ყველა ჯიშის ძაღლს ნაბულის საკუთარი სტილი აქვს, რომელიც, თავისთავად, სტანდარტშია მითითებული. კორექტივს თუ გაუკეთებთ, მაგალითად, ფეხს გადმოუწევთ ოდნავ მარცხნივ, უნდა გემორჩილებოდეთ, რათა მსაჯს უჩვენოთ მისი ანატომია. ძაღლი რინგზე წრის შემოვლისას უნდა მოძრაობდეს პატრონთან ერთად და არ აქცევდეს ყურადღებას სხვა ძაღლებს. არ უნდა ჰქონდეს მიდრეკილება თამაშისკენ, ჩხუბისკენ და ასე შემდეგ. ძაღლი აუცილებლად უნდა იყოს ყველანაირად მომზადებული და ყველა ეტაპი ჰქონდეს გავლილი, რომ ის გამოფენაზე მოხვდეს მისაღებ დონეზე. სამწუხაროდ, საქართველოს გამოფენების დონე არა მარტო იმიტომ არის დაბალი, რომ დაფინანსებაა მწირი, არამედ იმიტომაც, რომ ძაღლების 99 პროცენტი პირდაპირ ჯაჭვიდან არის მოხსნილი და გამოფენაზე მიყვანილი.
კითხვა: რატომ ხდება, რომ ზოგჯერ, ერთი და იმავე ჯიშის ძაღლი სხვადასხვა ფასი ღირს? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ხშირად ფასში სხვაობა საკმაოდ დიდია.
პასუხი: ფასიდან გამომდინარე, წმინდა სისხლის ძაღლებშიც არის განსხვავება. ისინი ხარისხით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რაც მოყვარულისთვის ძნელი შესამჩნევია. ამიტომ, არ უნდა დაინანოთ ლეკვში თანხის გადახდა.

скачать dle 11.3