კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოხდა ამ დღეს

15 აგვისტო
1519 – ინდიელ მეთევზეთა სოფლის ადგილას დაარსდა ქალაქი პანამა, რაც „ბევრ თევზს“ ნიშნავს.
1534 – იგნატ ლაიოლამ პარიზში დააარსა იეზუიტთა ორდენი.
1848 – სირაკუზელმა უოლდო ხენჩეტმა დააპატენტა სავარძელი კბილის ექიმის პაციენტთათვის.
1914 – ოფიციალურად გაიხსნა პანამის არხი.
16 აგვისტო
1906 – მიწისძვრა ჩილეში, რომელმაც ქალაქი ვალპარაისო ნაწილებად დაყო. დაიღუპა 1 500 ადამიანი.
17 აგვისტო
1807 – რობერტ ფულტონმა ნიუ-იორკში წარმოადგინა პირველი ორთქლმავალი.
1945 – გამოცხადდა ინდონეზიის რესპუბლიკა.
18 აგვისტო
1786 – დაარსდა ისლანდიის დედექალაქი რეიკიავიკი.
1859 – ფრანგი აკრობატი ჟან ბლონდენი ბაგირით გადავიდა ნიაგარის ჩანჩქერზე, მას ზურგზე მეორე აკრობატი ედგა.
1868 – ფრანგმა ასტონომმა, პიერ ჟანსენმა, ერთი თვით დაასწრო ინგლისერ ჯოზეფ ნორმან ლოკიერს და მზის სპექტრში აღმოაჩინა ახალი ელემენტი – ჰელიუმი. დედამიწაზე ჰელიუმი მხოლოდ 1895 წელს აღმოაჩინეს.
1900 – ფრანცუზ პერსკიმ ლათინურ ბერძნული სიტყვების შეერთებით შექმნა ახალი სიტყვა – ტელევიზორი.
1931 – იაპონიამ დაიწყო ომი ჩინეთის წინააღმდეგ.
1962 – რინგო სტარი პირველად გამოვიდა „ბითლზის“ შემადგენლობაში, როგორც დასარტყამ ინსტრუმენტებზე შემსრულებელი.
1977 – მემფისში დაკრძალეს ელვის პრესლი. ცხედარს 75 ათასი თაყვანისმცემელი მიაცილებდა.
19 აგვისტო
1936 – ფაშისტებმა მოკლეს ფედერიკო გარსია ლორკა – ესპანელი პოეტი და დრამატურგი.
1970 – ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონის შტატში, გზაზე ნახეს უზარმაზარი მაიმუნის მაგვარი არსება.
20 აგვისტო
1896 – დააპატენტეს ტელეფონის ნომრის ასაკრეფი დისკი.
1969 – „ბითლზის“ წევრებმა ერთობლივად ჩაწერეს ბოლო ალბომი „Abbey Road“.
21 აგვისტო
1911 – „ლუვრიდან“ გაიტაცეს „მონა ლიზა“ („ჯოკონდა“).
1915 – თურქეთის ტერიტორიაზე, დარდანელთან, ნისლში გაქრა ინგლისის მთელი ბატალიონი 145 ჯარისკაცის შემადგენლობით.
1968 – ჩეხოსლოვაკიაში შევიდნენ ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების ჯარები.
1981 – მეცნიერებმა ოფიციალურად პირველად გამოაცხადეს გლობალური დათბობის საშიშროების შესახებ.
1986 – კამერუნში მოხდა ბუნებრივი კატასტროფა – ტბა ნიოსიდან ამოიფრქვა მგუდავი გაზი, რომლის ღრუბელმა დაფარა 25 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ფართობი. დაიღუპა 1 746 ადამიანი და 20 ათასი მსხვილფეხა რქოსანი საქონელი.
1988 – ჩრდილოეთ ინდოეთსა და ნეპალის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა მიწისძვრა. ნიადაგის დაძვრამ გზების ჩახერგვა გამოიწვია და შეუძლებელი გახდა სამაშველო სამუშაოების ჩატარება. მსხვერპლის რაოდენობა მხოლოდ მიახლოებითაა ცნობილი.

скачать dle 11.3