კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შევინარჩუნოთ ნამზეური მაქსიმალურად ხანგრძლივად

ოცნებობთ, თქვენი კანი ბრინჯაოსფრად ბზინავდეს მთელი ზაფხულის განმავლობაში, ოღონდ, სოლარიუმის გარეშე? გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და თქვენი ოცნება რეალობად ისე იქცეა, სულაც არ იქნება აუცილებელი, საათობით იწვეთ მწველი მზის სხივების ქვეშ. მით უფრო, რომ ეს არანაირად არ ვარგა არც ზოგადად, ჯანმრთელობისთვის და არც კონკრეტულად, კანისთვის. ულტრაიისფერი სხივების ჭარბი რაოდენობა, როგორც ცნობილია, იწვევს კანის მოდუნებას, დაჭკნობასა და ნაადრევი ნაოჭების გაჩენას. იმისთვის რომ მიიღოთ მყარი, ერთგვაროვანი ბრინჯაოს ფერი, შეიძინეთ სკრაბი, რომელიც არ შეიცავს ხილის მჟავებს და ზღვაზე გამგზავრებამდე 2-3 დღით ადრე მთელ სხეულზე გაიკეთეთ პილინგი, რაც მოგაშორებთ ზედა, გარქოვანებულ ფენას და კანი გახდება ერთგვაროვნად გლუვი, რაც ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა თანაბარი ნამზეურის მისაღებად.
ცნობილია, რომ, რაც უფრო ნაკლებად იწვება და იქერცლება კანი, მით უფრო თანაბარი გამოდის ნამზეური. ამიტომ, აუცილებელია, მზისგან დამცავი კრემი და ნელ-ნელა, მცირე დოზებით გარუჯვა.
არსებობს მცენარეული ზეთები, რომლებიც ამცირებს კანის დამწვრობას, ასეთებია გაღვივებული ხორბლისა და ავოკადოს ზეთი. აიღეთ ერთ-ერთი მათგანი 100 მილილიტრი ოდენობით, ჩაუმატეთ 20 წვეთი ნიგვზის ზეთი და მიღებული ნარევი წაისვით მთელ სხეულზე პლაჟიდან დაბრუნების (და შხაპის მიღების) შემდეგ (ცნობისთვის, ნიგვზის ზეთი აძლიერებს მელანინის გამომუშავებას). თუ ამ პროცედურას ზღვის სეზონის განმავლობაში ყოველდღე ჩაიტარებთ, თქვენი ნამზეური იქნება თანაბარი, ინტენსიური, ხანგრძლივი და განსაკუთრებულად ლამაზი შეფერილობის.
და, ბუნებრივი და ხანგრძლივი რუჯის მიღების კიდევ ორი საიდუმლო:
1. პლაჟზე გასვლის წინ ჩაიტარეთ შემდეგი პროცედურა: ჩაასხით აბაზანაში 36 გრადუსი ტემპერატურის წყალი, ჩაუმატეთ 1 ჩაის ჭიქა ზღვის მარილი, 1 ჩაის ჭიქა რძე, 1 ჩაის ჭიქა ზეითუნის ზეთი და ამ ნაზავში ჩაწექით 7 წუთის განმავლობაში. შემდეგ მიიღეთ შხაპი და პლაჟზე გასვლამდე ნახევარი საათით ადრე მთელ სხეულზე წაისვით (თან დაიმასაჟეთ) მზისგან დამცავი კრემი SPF.
2. თანაბარი და ლამაზი ნამზეურის მისაღებად უნდა გაითვალისწინოთ თქვენი კვების რაციონიც. ზოგადად, ამაში ხელს შეგიწყობთ უმი ხილისა და ბოსტნეულის მიღება, უფრო კონკრეტულად კი, ნარუჯის ყველაზე ბუნებრივი აქტივატორებია ფორთოხალი და გრეიპფრუტი. ეს ორი ციტრუსი, გარდა იმისა, რომ საჭირო და აუცილებელი ვიტამინებით კვებავს კანსა და მთელ ორგანიზმს (რაც ასე აუცილებელია მზეზე დიდხანს ყოფნის დროს), უზრუნველყოფს თანაბარი და ჯანმრთელი ნამზეურის მიღებას. ეგრეთ წოდებული „წვენოთერაპიის“ კურსის ხანგრძლივობაა 3 კვირა, ანუ, ამ დროის განმავლობაში, ყოველ დილით (უზმოზე) უნდა დალიოთ 1 ჩაის ჭიქა ახალგამოწურული, წყალში გაზავებული წვენი, პროპორციით: ნახევარი ჭიქა წვენი, ნახევარი – წყალი.

скачать dle 11.3