კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სრული სითეთრე და ნაქსოვი კაბები ცხელ ზაფხულში

ცხოვრება – სანაპიროა! მაიკლ კორსის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის დიდი ნაწილიც სწორედ პლაჟისა და სანაპიროს თემას ეხება. სრული სითეთრე, დახურული საცურაო კოსტიუმები, რომლებიც მზის აბაზანების მისაღებად უფროა განკუთვნილი, ვიდრე საცურაოდ; გრძელი, სრულიად გამჭვირვალე, გრძელსახელოებიანი კაბები და სანდლები. მაიკლ კორსმა ქალებსა და მამაკაცებს ზაფხულში სრული თავისუფლება მისცა – თავისუფლება ემოციის, თვითგამოხატვის, ფორმების. დიზაინერმა ზაფხულში უზრუნველობა გვაჩუქა, რაც ასე მომხიბვლელია ნებისმიერი ჩვენგანისთვის. რატომაც არა? მას შეუძლია, ყველაფერი აკეთოს მოდაში, მაიკლ კორსის კომპანიის წლიური ბრუნვა ხომ სულ ცოტა ხანში ერთ მილიარდ დოლარს გასცდება. ხუმრობა ხომ არ არის, დიზაინერმა წელს ყველა საპატიო პრიზი აიღო, რაც კი მოდაში გაიცემა. შეუძლია, ყველაფერი გაბედოს – მას მაინც აუცილებლად მოიწონებენ.
თუმცა, ამ ყველაფრის ფონზე, დიზაინერის მიერ ნიუ-იორკში წარმოდგენილი ჩვენება არც ისეთი გიჟური იყო, როგორის წარმოდგენის უფლებაც შეეძლო კორსს, საკუთარი თავისთვის მიეცა. დიზაინერმა წარმოადგინა თეთრი, განიერი, უფორმო შარვლები, რომლებიც მოდელებს თითქოს ორი ზომით დიდი ჰქონდათ. თეთრ, ულამაზეს საცურაო კოსტიუმებზე, ასევე თეთრი, თხელი ნაქსოვი, ტანზე მომდგარი კაბები ჩააცვა, რომლებიც აბსოლუტურად გამჭვირვალე იყო. კოჭამდე კაბა დახურული დეკოლტეთი – წარმოგიდგენიათ, რომ ის შეიძლება, სექსუალური იყოს?! რა თქმა უნდა, შეიძლება. საოცარი ბიუსტჰალტერი და ქვედა საცვალი ისე მოჩანს ამ გამჭვირვალობიდან, რომ ამაღელვებელი განწყობა გეუფლება – გინდა, რომ ეს ქალი, სადღაც, ოკეანის სანაპიროზე, თეთრ ქვიშაზე მოსეირნობდეს ლამაზი ყვავილებით ხელში და ერთმანეთს შეხვდეთ. თქვენი ისტორია კი მარტივად დასრულდეს – „... და ცხოვრობდნენ ისინი ტკბილად და ბედნიერად“...
მიუხედავად საპლაჟო განწყობისა, კორსს არც ის ქალბატონები დავიწყებია, რომლებიც მეგაპოლისებში ცხოვრობენ და სამსახურებში ატარებენ ცხელ ზაფხულს. თხელი ნაქსოვი ზედები და კაბები, ნაზი, კლასიკური ქვედაბოლოები და დიდი ნაქსოვი ჩანთები. საინტერესოა, რომ დიზაინერმა ჩანთებსა და ქვედაბოლოებს ისე დააქსოვა ლამაზი ძაფები, რომ მოდელები მიწიდან ახლად ამოსულ ლამაზ მცენარეებს ჰგავდნენ. ჩვენებაზე რამდენიმე ისეთი ქვედაბოლოც იყო, აბიბინებულ ბალახს რომ გაგახსენებდათ.
ჩვენებისთვის ფეხსაცმელები მთლიანად მაღალი პლატფორმებით შეიქმნა, ოღონდ, უქუსლოდ. სწორი, მაგრამ მაღალძირიანი ფეხსაცმელები საკმაოდ ლამაზ და დახვეწილ სილუეტს ქმნიდა კაბებთან ერთიანობაში. აქსესუარებად კი, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, დიზაინერმა დიდი ჩანთები და ძალიან წვრილი ტყავის ქამრები გამოიყენა.
ჩვენების ბოლოს მაიკლ კორსმა ვერ უღალატა თავის საყვარელ, პატარა, საკოქტეილო კაბებს. მდოგვისფერი, ყვითელი და მკვეთრი ვარდისფერი აბრეშუმის კაბები პირდაპირ მისწრებაა ნებისმიერი ქალისთვის, რომელსაც უნდა, ზაფხულის სეზონზე, „შლოპანცებისა” და საცურაო კოსტიუმის გარდა, ლამაზი გამოსასვლელი კაბაც ჰქონდეს, რომელსაც კლუბში, წვეულებაზე ან, უბრალოდ, რომანტიკულ ვახშამზე ჩაიცვამს.
ერთი სიტყვით, მაიკლ კორსი კარგ დასვენებას გისურვებთ!

скачать dle 11.3