კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აჩრდილი წარსულიდან

წარსული უნდა გვახსოვდეს, მაგრამ ის რეალურ ცხოვრებაში არ უნდა გადმოვიტანოთ. არაფერია იმაზე საშინელი, როცა წარსულს ზურგით ტვირთად დაატარებთ. სულერთია, რა იქნება წარსულში გადატანილი ტკივილისა და წყენის მიზეზი. აჯობებს, მასზე არ იფიქროთ და განაგრძოთ ცხოვრება. რატომ უნდა გაიტანჯოთ თავი უსიამოვნო, მწარე მოგონებებით? ალბათ, შეცდომა დაუშვით და ახლა ამას ვერ ივიწყებთ. მაგრამ, შეცდომა მოსდის ყველას, ამისგან არავინაა დაზღვეული. თუ მასზე ისწავლით – კარგია, თუ არა, ესეც არ არის ტრაგედია. აუცილებლად განეწყვეთ სიხარულისთვის და ისიც გეწვევათ. წარსულს, კარგი იქნება ის თუ ცუდი, ერთი პოზიტივი აუცილებლად აქვს – ის წარმავალია. ამიტომ, ნუ მოიკლავთ თავს და ნუ „დაიტოვებთ“. გახსოვდეთ, რომ წარსულს მხოლოდ თქვენ თუ გააცოცხლებთ თქვენს წარმოსახვაში. ამიტომ, რაც ნაკლებად და იშვიათად დაბრუნდებით ფიქრებით უკან, მით უკეთესი. აღიქვით და შეიგრძენით რეალობა – ამის გარეშე თავს კარგად ვერ იგრძნობთ და ვერც ბედნიერი იქნებით. დრო ყველაფერს ცვლის და პოზიტივის იმედი გქონდეთ.
თუ წარსულში მამაკაცმა გული გატკინათ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მამაკაცი მატყუარა, გაიძვერა და ნაძირალაა. ნუ დაიტვირთებით ნეგატიურად და ნუ მისცემთ საშუალებას წარსულის აჩრდილებს, ცხოვრება გაგიმწარონ.
ძველი წყენისგან გათავისუფლების ყველაზე კარგი და უტყუარი საშუალებაა, ერთხელ მაინც ხმამაღლა მოყვე ამის შესახებ და ემოციებისგან დაიცალო. იტირეთ, თუკი ეს გიშველით, მოგეშვებათ და ამით ნეგატიურ ფიქრს გზას ჩაუკეტავთ. აჩრდილი იმიტომაც არის აჩრდილი, რომ მას არ შეუძლია, ხორცი შეისხას. განდევნეთ ის წარსულში და იცხოვრეთ დღევანდელი დღით.

скачать dle 11.3