კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიყვარულის ანა-ბანა

ქალსა და მამაკაცს, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ საკითხში, სასიყვარულო ურთიერთობაზეც საკუთარი, განსხვავებული წარმოდგენა აქვთ. მაგალითად, პირველი პაემნის წინ, ქალი თავისი ნერვების, დროისა და ბიუჯეტის მესამედს მაინც კარგავს, რათა შესაფერისად მოემზადოს. სამაგიეროდ, მამაკაცი საკუთარ თავზე სულაც არ ფიქრობს. მთელი მისი ყურადღება, პირველი პაემნის დროს, მიმართულია ქალისკენ. როგორ იქცევა ის, რაზე ლაპარაკობს. გარეგნობასაც აქვს მნიშვნელობა, თუმცა მთავარი არ არის. ჩაცმულობა კი, შეიძლება, საერთოდ ვერ შენიშნოს. ძლიერი სქესის წარმომადგენლებს უყვართ, როცა ქალი მისი საქმიანობის, გატაცებებისა და ჰობის შესახებ ინტერესდება. რაც უფრო უბრალოდ პასუხობს მამაკაცი ქალის შეკითხვებზე, მით მეტად მოსწონს ის. მთავარია, ქალმა მისი მოსმენა შეძლოს და გამოამჟღავნოს ინტერესი მისი პიროვნების მიმართ.
ნაცნობობის დიდი წილი მეგობრების საზოგადოებაზე მოდის. შეიძლება, თქვენთვის სასურველი მამაკაცი ქუჩაშიც კი გაიცნოთ, მაგრამ, როცა მას მეგობრების წრეში გაეცნობით, სანდოობის კოეფიციენტი მატულობს. ქალისთვის ამას აქვს მნიშვნელობა, მამაკაცისთვის – ნაკლებად.
როცა ქალს მამაკაცის მიმართ სერიოზული გრძნობა უჩნდება, ის კომპლექსდება. დაახლოებით იგივე ემართება მამაკაცს და ამ დროს შეცდომებს ორივე თანაბრად უშვებს. გრძნობა კი დაიბადება, მაგრამ როგორც ყვავილს, მას მორწყვა სჭირდება. ამაზე ორივემ თანაბრად უნდა იფიქროს. თუმცა, სხვადასხვანაირად. ანუ, ქალი უნდა ეცადოს, თავისი საქციელით აამაღლოს კაცის თვითშეფასების უნარი. კაცმა კი, თავისი პიროვნული ღირსებები დაანახვოს.

скачать dle 11.3