კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საკვებითა და წყლით ინტოქსიკაცია მწვავე დაავადებაა

წყლითა და საკვებით ინტოქსიკაცია მწვავე დაავადებაა, რაც ხასიათდება გულისრევით, ღებინებით, ფაღარათით ან ნევროლოგიური სიმპტომებით. ბაქტერიული კვებითი ინტოქსიკაციის ყველაზე ხშირი გამომწვევია ოქროსფერი სტაფილოკოკებით საკვების დაბინძურება, ასევე, დაბინძურება სალმონელათი, ბაციდუს ცერეუსით, კლოსტრიდიუმ პერფრინგენსით. მაგალითად, საკვები სტაფილოკოკით მაშინ ბინძურდება, თუ მისი მომზადების ან შენახვის წესი დარღვეულია. განსაკუთრებით ეს ეხება საკონდიტრო ნაწარმს, რომელიც ოთახის ტემპერატურაზე ინახება რამდენიმე საათით. ასეთ შემთხვევაში, ამ პროდუქტში იქმნება სტაფილოკოკის გამრავლებისთვის კარგი პირობები და ხდება ენტეროტოქსინის წარმოქმნა. სწორედ ეს არის ის ტოქსინი, რომელიც დაავადების განვითარებას იწვევს.
სტაფილოკოკური დაავადების დროს, პირველი 5-6 საათის განმავლობაში იწყება გულისრევა, მუცლის ტკივილი, ფაღარათი, ხანდახან შოკიც კი. ამ დროს ტემპერატურა ოდნავ მომატებულია. ადამიანი თავს ცუდად გრძნობს.
სალმონელა ადამიანის ორგანიზმში საკვებით ხვდება, განსაკუთრებით – კვერცხიდან, ხორციდან და ისეთი პროდუქტებიდან, რომლებიც სათანადოდ არ არის თერმულად დამუშავებული. ასეთ შემთხვევაში, ხდება მასობრივი ინფიცირება.
სალმონელათი დაბინძურებული საკვებით ინტოქსიკაცია უფრო ხშირად ბავშვებში ფიქსირდება. იწყება ღებინება, ტემპერატურის მკვეთრი მატება, საერთო სისუსტე, თავისა და მუცლის ტკივილი, კანის გამოშრობა, მუცლის შებერვა. ასევე, აღინიშნება ფაღარათი, განავალი კი თხელი, ლორწოვანი და ქაფისებურია. ამ დროს ავადმყოფს კიდურები უცივდება, ხშირია გონების დაკარგვა და კრუნჩხვაში ჩავარდნა. ეს სიმპტომები ვითარდება საკვების მიღებიდან 6-46 საათის განმავლობაში.
კლოსტრიდიუმ პერფრინგენსი ფართოდაა გავრცელებული წყალში, ნიადაგში, ადამიანისა და ცხოველის განავალში. სპორები ძალიან ადვილად მრავლდება და ინტენსიურად აბინძურებს საკვებ პროდუქტებს. ეს დაავადება ძირითადად ზაფხულში იჩენს თავს.
კლოსტრიდიებით გამოწვეული მოწამვლა იწყება საკვების მიღებიდან 6-დან 12 საათის განმავლობაში. იმატებს ტემპერატურა, აღინიშნება ფაღარათი, ღებინება, მუცლის შეტევითი ხასიათის ტკივილი.
საკვებით ინტოქსიკაციის დროს უნდა მიიღოთ, რაც შეიძლება ბევრი სითხე ან გაიკეთოთ გადასხმა და ამით აინაზღაუროთ სითხის დანაკლისი. ზოგიერთ შემთხვევაში კი, საჭირო ხდება ანტიბიოტიკების მიღება. ამ მხრივ, პროფილაქტიკას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ, აუცილებლად უნდა დაიცვათ ზაფხულში საკვების შენახვისა და მომზადების სანიტარული და ჰიგიენური პირობები. მოწამლული ადამიანი კი სრულ იზოლაციაში უნდა იყოს.

скачать dle 11.3