ფედერიკას ახალი სიყვარული
ყველა დროის, ერთ-ერთი ყველაზე მოცურავე ქალის ტიტულიანმა – იტალიელმა ფედერიკა პელეგრინიმ ახალი სიყვარული იპოვა. მისი რჩეული, ასევე მოცურავე – ფილიპო მანინია. ახლახან დასრულებულ პეკინის მსოფლიო ჩემპიონატზე ფედერიკამ ორი ოქროს მედალი მოუპოვა იტალიას და სწორედ იქ გაიცნო ფილიპო მანინი. სხვათა შორის, ფედერიკა ახლახან დაშორდა თავის „ექსბოიფრენდს“, მოცურავე – ლუკა მარინის, რომელიც ფილიპოსთან ერთად, იტალიის ნაკრების წევრია და ფედერიკასთან მისი რომანის შესახებ რომ შეიტყო, სკანდალი მოუწყო ყოფილ მეგობარს და თანაგუნდელს.