არგენტინა-ურუგვაის ერთობლივი განაცხადი
არგენტინისა და ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციები ფიფაში 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე საერთო განაცხადის შეტანას აპირებენ. უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სამთავრობო დონეზე, რათა შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც აღნიშნული განაცხადის შეტანისა და სხვა საორგანიზაციო საკითხების განხილვით დაკავდება. ორივე ქვეყანას აქვს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის გამოცდილება. 1930 წელს პირველ მუნდიალს ურუგვაიმ უმასპინძლა, ხოლო 1978 წელს – არგენტინელებმა და საინტერესოა, რომ ორივე მუნდიალის გამარჯვებულები მასპინძლები გახდნენ. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაასახელებს ფიფა 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლის ვინაობას.