პელე მოედანს უბრუნდება
მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი და პლანეტის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად წოდებული, ბრაზილიელი პელე, შესაძლოა, საფეხბურთო მოედანს დაუბრუნდეს. 2011 წლის დეკემბერში იაპონიაში საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარება იგეგმება და სწორედ ამ პერიოდში პელეს 71 წელი შეუსრულდება. თუმცა, ამის მიუხედავად, „სანტოსის” პრეზიდენტი ლუის ალვარო რიბეირო იმედოვნებს, რომ ლეგენდარული ფეხბურთელი მის შეთავაზებას მიიღებს და კლუბის წევრი გახდება – ისე რომ მატჩის ბოლო წუთებზე მაინც შევიდეს მოედანზე შეცვლაზე. პელეს პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, ცნობილია, რომ იგი დღემდე ყოველდღიურად ვარჯიშობს და ფორმის შენარჩუნებას ცდილობს, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელად საფეხბურთო მოედანზე 1977 წელს გავიდა.