კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის ჰოლანდიის ჩემპიონატის გასული სეზონის აღმოჩენა და ვინ გახდება ამსტერდამის „აიაქსის” კაპიტანი მომავალი სეზონიდან

ჰოლანდიის საფეხბურთო ჩემპიონატი ეგრეთ წოდებული საფეხბურთო ტალანტების სამჭედლო. სწორედ ჰოლანდიურ „ერედივიზიონიდან” გაეხსნათ გზა დიდ ფეხბურთში – იოან კრუიფს, დენის ბერხკამპს, რომარიოს, რონალდოს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს, ლუის სუარესს და სხვა მრავალ დიდ ვარსკვლავს. ამჯერად გასული სეზონის 10 საუკეთესო ფეხბურთელს შემოგთავაზებთ, რომლებმაც შესაძლოა, მიმდინარე სატრანსფერო პერიოდის დროს ევროპის ბობოლა კლუბების რიგები შეავსონ.
ბალაჟ ჯუჯაკი – „პსვ” – „ანჟი” – 24 წლის
24 წლის უნგრელი ბალაჟ ჯუჯაკი ეინდჰოვენური კლუბისა და მშობლიური ნაკრების შეტევათა ლიდერად ითვლებოდა. იგი 2007 წელს ჩაირიცხა „პსვ-ში” და მას შემდეგ არაერთი სარგებელი მოუტანა კლუბს – ჩატარებულ 111 მატჩში 43 გოლი გაიტანა. იგი ერთ-ერთ საუკეთესო ფლანგურ ნახევარმცველად ითვლებოდა ჰოლანდიაში, რომლისთვისაც პრობლემა არ არის ფლანგის შეცვლა – მარცხენა იქნება თუ მარჯვენა. საჯარიმოების და კუთხურების ოსტატურად შემსრულებელი ჯუჯაკი გასული სეზონის ნამდვილი აღმოჩენა იყო ჰოლანდიაში. მან კი მოულოდნელად, იმის ნაცვლად, რომ ძლიერ ევროპულ ჩემპიონატში მოხვედრილიყო, 2011 წლის ივნისში ხელი მოაწერა კონტრაქტს რუსეთის პრემიერ-ლიგის კლუბ, მახაჩკალის „ანჟისთან”, სადაც რობერტო კარლოსისა და დიეგო ტარდელის პარტნიორი გახდა.
ბრაიან რუიზი – „ტვენტე” – 25 წლის
კოსტარიკელი ბრაიან რუიზი სათამაშო სტილით ბალაჟ ჯუჯაკს წააგავს, მასაც შეუძლია, შეტევის ორივე ფრთაზე თამაში და ჩაწოდებებით სიტუაციის გამწვავება მეტოქის საჯარიმოში. „ტვენტეში” ჩატარებული 61 მატჩიდან – 33-ში მოახერხა მან გოლის გატანა და მასვე ეკუთვნის საკლუბო რეკორდი, როდესაც ოთხ წუთში როტერდამის „სპარტის” კარის აღება სამჯერ მოახერხა. კონტრაქტის მიხედვით, რუიზმა კიდევ 2 წელი უნდა გაატაროს ენსხედურ კლუბში, თუმცა უკვე მიდის საუბარი, რომ შესაძლოა, ახალი სეზონიდან იგი რომელიმე ევროპულ სუპერკლუბში ვიხილოთ.
მარტენ სტეკელენბურგი – „აიაქსი” „რომა” – 28 წლის
სტეკელენბურგი გარდა იმისა, რომ ედვინ ვან დერ საარის მემკვიდრეა ჰოლანდიის ნაკრებში, იგი ასევე პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო გოლკიპერად ითვლება და სულ ახლახან იტალიურ „რომასთან” გააფორმა კონტრაქტი 2015 წლამდე. მისმა საფასურმა კი 6 მილიონი ევრო შეადგინა. ამსტერდამულ სუპერკლუბში მარტენმა 10 წელი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 200-მდე მატჩში დაიცვა კლუბის ღირსება. იყო საუბარი, რომ მისით „მანჩესტერ იუნაიტედი” და პირადად, ალექს ფერგიუსონი იყო დაინტერესებული. თუმცა, საბოლოოდ, მანჩესტერელებმა ესპანელ დავიდ დე ხეაზე შეაჩერეს არჩევანი, ხოლო მარტენი რომაულ კლუბში გადავიდა.
გრეგორი ვან დერ ვილი –
„აიაქსი” – 23 წლის
„აიაქსის” მარჯვენა მცველი ერთ-ერთი საუკეთესოა თავის ამპლუაში არა მარტო ჰოლანდიაში, არამედ მსოფლიოში. მას მყარად აქვს მოკიდებული ფეხი ეროვნულ ნაკრებშიც, სადაც ხშირად ჯოვანი ვან ბრონკჰორტს ადარებენ, რადგან როგორც შეტევაში, ისევე დაცვაში, ვან დერ ვილი ორმაგად სასარგებლო ფეხბურთელია. მის მიმართ ინტერესს მხოლოდ ტოპ-კლასის კლუბები იჩენენ, თუმცა ჯერჯერობით იგი კვლავ „აიაქსის” ღირსებას იცავს.
იან ვერტონგენი – „აიაქსი” - 24 წლის
ამსტერდამის „აიაქსი” საფეხბურთო ტალანტების ერთგვარი კონვეირია. რამდენიმე წლის წინ კლუბი ბელგიელმა თომას ვერმალენმა დატოვა და ლონდონის „არსენალს” მიაშურა. მის ადგილზე კი ახალგაზრდა იან ვერტონგენი მიიწვიეს – ასევე ბელგიელი, რომლის ნიჭზეც მთელი ჰოლანდია ლაპარაკობს. 2007 წლიდან ვერტონგენი „აიაქსის” დაცვის ხაზის უცვლელი წევრია და იგივე ამპლუაში იგი ბელგიის ნაკრებშიც გამოდის. სტეკელენბურგის წასვლის შემდეგ, კლუბის კაპიტნის სამკლავურს სწორედ ვერტონგენი ჩაიბარებს.
დუგლასი – „ტვენტე” – 23 წლის
ფრანკო ტეიშეირა დუგლასი ყველასთვის უცნობი მცველი გახლდათ, როცა 4 წლის წინ ბრაზილიიდან ჰოლანდიურ „ტვენტეში” ჩაირიცხა. მერე კი „ერედივიზიონის” ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრაულ მცველად იქცა. 192 სანტიმეტრის სიმაღლის დუგლასი შეუვალი მცველის სახელით სარგებლობს და იმის გამო, რომ ის არასდროს მიუწვევიათ ბრაზილიის ნაკრებში, ამბობენ, ახლო მომავალში მისი დებიუტი ჰოლანდიის ნაკრებში შედგებაო. ამით ყველაზე მეტად დაინტერესებულია მთავარი მწვრთნელი – ბერტ ვან მაარვიკი.
ოლა ტოივონენი – „პსვ”– 25 წლის
წარმოშობით ფინელი და შვედეთის მოქალაქე – ოლა ტოივონენი, სულ რაღაც 2 წელია, შვედური „მალმედან” როტერდამულ კლუბში გადავიდა და „პსვ-ს” ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ იქცა. 191 სანტიმეტრის სიმაღლის ოლა ნელ-ნელა შვედეთის ნაკრების წამყვან ფიგურად ყალიბდება და ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად, მას მძლავრი დუეტის შექმნა ძალუძს, რომელიც შვედეთის ნაკრებს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე უნდა გაუძღვეს.
სერხიო რომერო – „ალკმაარი” – 24 წლის
წარმატებული არგენტინელი მეკარეების გახსენება, რომლებმაც სახელი ევროპაში თამაშით გაითქვეს, ძალზე რთულია. სერხიო რომერო კი, სავარაუდოდ, გამონაკლისია, რადგან საშუალო ევროპულ კლუბ „ალკმარიის” შემადგენლობაში საუცხოო თამაშით მან იმდენს მიაღწია, არგენტინის ნაკრების ნომერი პირველი მეკარეა. ეს გზა მას ლეგენდარულმა დიეგო მარადონამ გაუხსნა. რომეროს სატრანსფერო ფასი 7 მილიონამდე ევროს შეადგენს, თუმცა ახალ სეზონს იგი როგორც ამბობენ, ისევ ძველი კლუბის შემადგენლობაში დაიწყებს.
რიკი ვან ვოლფსვინკელი –
„უტრეხტი”, სპორტინგი” – 22 წლის
რიკის ჰოლანდიური ფეხბურთის იმედად მიიჩნევენ და თავის დროზე მასზე ნადირობა ჰქონდათ გამოცხადებული – „ლივერპულს”, „ჩელსის”, „ნაპოლის” და „ბარსელონას”, თუმცა ახალი სეზონიდან იგი პორტუგალიური გრანდის, ლისაბონის „სპორტინგის” ღირსებას დაიცავს. გასული სეზონი კი მან საშუალო „უტრეხტის” რიგებში ჩაატარა და იმდენი მოახერხა, ჰოლანდიის ნაკრების შემადგენლობაში დებიუტიც კი ჰქონდა.
ვიინალდუმი – „ფეიენოორდი”,
„პსვ” – 20 წლის
20 წლის ჟორჟინიო ვიინალდუმი „ფეიენოორდის” ერთადერთი ნათელი წერტილი იყო გასულ სეზონში. კლუბმა სეზონი აშკარად ჩააგდო, სამაგიეროდ, ვიინალდუმ ფეხბურთის ქომაგთა ყურადღება სწრაფი, აგრესიული და შედეგიანი თამაშით მიიპყრო და წარმატებამაც არ დააყოვნა. მომავალი სეზონიდან იმედისმომცემი ფეხბურთელი „პსვ-ს” მაისურს მოირგებს.

скачать dle 11.3