კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„სიკვდილი“ – სიტყვისა და ცნების წარმოშობა

მხოლოდ უგუნურნი ხედავენ
სიკვდილში დასასრულს
ღვთის სიტყვა მოწმობს, რომ ღმერთს სიკვდილი არ შეუქმნია: „რადგან ადამიანი უხრწნელად შექმნა და თავისი მარადიულობის ხატად დაბადა იგი“. (სიბრძნე სოლომონისა, 2.23), მაგრამ „ეშმაკის მოშურნეობით სამყაროში სიკვდილი შემოვიდა“ (იქვე, 24) და, მაშასადამე – ცოდვაც.
ევა რომ არ შესულიყო ეშმაკთან კავშირში, არ მოხიბლულიყო მისი ცდუნებით, არ გადაუდგებოდა ღმერთს და ცოდვაც არ იქნებოდა. თვითნებობა იყო სულის სიკვდილის მიზეზი, „რადგან სიკვდილი ღმერთს არ შეუქმნია და არც ცოცხალთა დაღუპვით ხარობს, რადგან არსებობისთვის შექმნა ყოველივე და მაცოცხლებელია სამყაროს ყოველი ქმნილებისა, რადგან უკვდავია სამართლიანობა. უღვთოებმა ხელებითაც და სიტყვებითაც მოუხმეს სიკვდილს და, მასთან დამოყვრებულნი, დაიშრიტნენ, აღთქმა დაუდვეს მას, რადგან ღირსნი არ არიან მის კერძად იქცნენ“ (სიბრძნე სოლომონისა, 1, 13, 14, 15, 16). სოლომონის ეს სიტყვები, რომლებიც განსაზღვრავს სიკვდილის წარმოშობას დედამიწაზე და მის მნიშვნელობას, იმავდროულად, გვევლინება ადამიანის უკვდავების დასტურად, რამეთუ მხოლოდ უგუნურნი ხედავენ სიკვდილში დასასრულს, ყოფის შეწყვეტას (იქვე 3, 2-4). მაშასადამე, ადამიანი დაჯილდოებულია უკვდავებით.
ღმერთთან სულის ურთიერთობის შეწყვეტამ წარმოშვა მისი სიკვდილი. ადამის სულის სიკვდილს 930 წლის შემდეგ ბოლოს და ბოლოს მოჰყვა მისი სხეულის სიკვდილიც.
წმიდა წერილიდან (სიბრძნე სოლომონისა 1,13) ნათელია, რომ ადამიანის ბუნებისთვის სიკვდილი არაბუნებრივია; მაშასადამე, ადამიანისთვის ბუნებრივია სიცოცხლე. ასევე, ბუნებრივია მარადიული სიცოცხლის სიყვარული. მაგრამ დაცემასთან ერთად, იმ დროიდან, როდესაც ადამიანმა თავისი სიყვარული აკრძალულისკენ წარმართა, მარადიულობის, ბუნებრივის სიყვარული შეიცვალა ნივთიერი, დროებითი სიყვარულით. სულმა თავის თავს უღალატა. იგი ავადმყოფურ მდგომარეობაშია და უყვარს ის, ერთგულებს იმას, რაც მის ბუნებას არ შეესაბამება.
ღმერთს არ შეუქმნია ადამიანი იმისთვის, რომ მას თავისი შემოქმედისთვის მისი წმიდა ნების დარღვევით შეურაცხყოფა მიეყენებინა. ღვთის სურვილი ადამიანის მუდმივი ნეტარებაა, რასაც თავად ადამიანის ბუნება მოწმობს; იგი მუდმივად ნატრობს და ისწრაფვის მხოლოდ სასიამოვნოსკენ ცხოვრებაში, ხოლო ყოველივე უსიამოს, სიკვდილს ვერ იტანს და მუდმივად გაურბის.
დასჯის მიზანი არის ბოროტების აღკვეთა; სასიკეთოა ადამიანისთვის სიკვდილიც. ჩვენ ეკლესია გვასწავლის, რომ ადამიანის დაცემასთან ერთად, სიკვდილი აუცილებელი გახდა, როგორც ბოროტების შემდგომი გავრცელების შემაჩერებელი საშუალება. ადამი დაცემის შემდგომაც რომ უკვდავ სხეულად დარჩენილიყო, ბოროტებაც უკვდავი იქნებოდა და ადამიანს აღარ ექნებოდა გადარჩენის იმედი. იმისთვის, რომ ადამიანის უკვდავებასთან ერთად ბოროტებაც არ გამხდარიყო უკვდავი, დაცემისთანავე ადამს აეკრძალა სიცოცხლის ხის ნაყოფის გასინჯვა (დაბადება, 3, 22,23). ასევე, ახლაც, როდესაც სიკვდილის სამეფო განადგურებულია ქრისტეს ჯვარცმით, სიკვდილით და მისი მორწმუნენი გამოსყიდული და გამართლებული არიან პირველი ცოდვისგან, სიკვდილი აუცილებელია ადამიანის სრული განწმენდისა და მისი ბუნებიდან ბოროტების სრული აღმოფხვრისთვის. რადგან ბოროტების ფესვი ხორციელ ჩასახვაშია, რომელიც სხეულს სულთან აერთიანებს, ამიტომ მისი მოსპობა სხვა გზით შეუძლებელია, თუ არა ამ კავშირის გაწყვეტით. ამიტომაც, როგორც არ უნდა განიწმინდოს ადამიანი მიწაზე, როგორც არ უნდა დაიხვეწოს სიწმინდეში, ბოლომდე მაინც ვერ აღმოფხვრის საკუთარ თავში ბოროტების ფესვს და ვერ მიაღწევს იმ მდგომარეობას, რომელშიც არ იქნება დამძიმებული სხეულით და არ ინაღვლებს წმიდა პავლე მოციქულთან ერთად: „ვაიმე ბედკრულს! ვინ დამიხსნის სიკვდილის ამ სხეულისგან?“ (რომ. 7).

скачать dle 11.3