კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: დავიწყე სიარული ჩემთან ახლოს ახალაშენებულ ტაძარში, მაგრამ არ ვიცი, როგორ მოვიქცე იქ შესვლის დროს. დამეხმარეთ.
პასუხი: ტაძარში მისვლით თქვენ აღასრულეთ მართლმადიდებლის ცხოვრების მთავარი წესი – მიუახლოვდით უფალს. ეკლესია უფლის სახლია და მის მიმართ მოკრძალება და პატივისცემა უნდა გამოხატოთ. უპირველესად, ტაძარში შესვლამდე, გადაიწერეთ პირჯვარი, შესვლისას კი თქვით: „შევიდე სახლსა შენსა, თაყვანი ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა, შიშითა შენითა, უფალო!“ ეამბორეთ კარს, უკვე ტაძარში შესული კი უნდა მიხვიდეთ ტაძრის შუაგულში ანალოგიაზე დაბრძანებულ ხატთან და ეამბოროთ მას. ამის შემდეგ კი, დაანთეთ სანთლები ხატებთან და ილოცეთ. გაესაუბრეთ მოძღვარს და სთხოვეთ გახდეს ის თქვენი სულიერი მამა.
კითხვა: როგორ უყურებს ეკლესია ქრისტიანულ ტაძარში ურწმუნო ადამიანის შესვლას?
პასუხი: მაცხოვართან, მიწიერ ცხოვრებაში უამრავი ურწმუნო ადამიანი მიდიოდა, ხელით ეხებოდა და იკურნებოდა. ტაძარი არის უფლის სხეული და იქ ნებისმიერ ურწმუნოს შეუძლია მისვლა. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უფალთან მიახლოების შესაძლებლობა, რათა ღვთის სიდიადე შეიმეცნოს. მათ შეუძლიათ, მოძღვრების ქადაგებასაც უსმინონ ტაძარში, ოღონდ ეკრძალებათ საეკლესიო წესებში მონაწილეობა.
კითხვა: ამბობენ, წირვის დროს შენ სიახლოვეს მდგომ ადამიანს მარცხენა ხელით არ უნდა გადააწოდო სანთელიო. მართალია ეს?
პასუხი: წირვა-ლოცვის დროს სანთლის გადაწოდება მართლაც არ შეიძლება, რადგან ამგვარი საქციელით, თქვენ მას გაუფანტავთ ყურადღებას და ლოცვას მოსწყვეტთ. რაც შეეხება იმას, რომელი ხელით გადააწვდით სანთელს, ეს ხალხური ჩვეულება და ცრურწმენაა. ზოგადად, სხვა ადამიანისთვის სანთლის მიწოდება შეიძლება როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა ხელით.
კითხვა: დასავლეთ საქართველოში საფლავებზე მიცვალებულთა ფეხებთან აღმართული ჯვრები ვნახე. ეს ქრისტიანული წესია?
პასუხი: არსებითი მნიშვნელობა არ აქვს საფლავზე ჯვარი მიცვალებულის ფეხებთან იქნება აღმართული თუ თავთან. ჯვარი გარდაცვლილის თავთან, სიმბოლურად ნიშნავს, რომ ქრისტიანის სული ჯვრით არის დაცული, ფეხებთან კი იმას, რომ მიცვალებული ჯვარს შეჰყურებს და ჯვრით სასოებს.

скачать dle 11.3