კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მიუძღვნა თავისი პირველი ლექსი ქეთი ორჯონიკიძემ გალოთებულ ვირთხას და რის გამო მოუწია ნინო ბურჯანაძეს მის სახლში რემონტის გაკეთება

 მომღერალი ქეთი ორჯონიკიძე თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ და ხმაურიან უბანში, საბურთალოზე, დაიბადა და გაიზარდა. საინტერესო და გამორჩეულ სამეზობლოში, სადაც მსახიობები, პოლიტიკოსები და მუსიკოსები ცხოვრობენ. ამ სახლს, „ვარსკვლავურ” სახლსაც ეძახიან. როგორც ქეთი ამბობს, მის პიროვნებად ჩამოყალიბებაში, უბანმა, სადაც ის გაიზარდა, ძალიან დიდი როლი ითამაშა. თუ რატომ ეძებდა ის თამარ მეფის საფლავს დოლიძის ქუჩაზე, როგორ ჩამორეცხა მისი რემონტი ნინო ბურჯანაძის ბინაში ღიად დარჩენილმა ონკანმა და რატომ მიუძღვნა მან პირველი ლექსი უბნის მაწანწალა ვირთხას, ამაზე თავად მოგიყვებათ.

ქეთი ორჯონიკიძე: საბურთალოზე, დოლიძის ქუჩაზე გავიზარდე. ძალიან კარგი უბანია, ხმაურიანი და კოლორიტული. თანაც, სახლი, სადაც მე ვცხოვრობ, სამსართულიანია, ლამაზი, თავისებურად თვალშისაცემი და „სკუჩნი”. უამრავი ცნობილი პიროვნება ცხოვრობს და მას „ვარსკვლავურ სახლსაც” ეძახიან. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ჩემს ცხოვრებასა და განვითარებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა უბანმა.
– საკმაოდ დამოუკიდებელი ადამიანი ხარ. ესეც უბნის დამსახურებაა?
– რასაკვირველია. დღეს თუ დამოუკიდებელი ვარ, ამაში მთავარი როლი სწორედ უბანს და დედას ეკუთვნის. ეზოში რომ ჩავდიოდი, რამე თუ მომხვდებოდა, ვინმე გამაბრაზებდა ან ხელ-ფეხი გამეკაწრებოდა, ატირებული რომ ავიდოდი სახლში და დედას შევჩივლებდი, მეუბნებოდა, ჩემთან რას გამორბიხარ, შენი საქმე შენვე მოაგვარეო. ჰოდა, მეც ვისწავლე ჩემით საქმეებისა და პრობლემების მოგვარება და ეს ბევრ რამეში მშველის. ბავშვი ეზოშიც უნდა თამაშობდეს, უბნელებსაც უნდა იცნობდეს და მეზობლებსაც. ახლა, რა მოხდა, თუ ზოგჯერ მუხლს გადაიტყავებს ან ხელს დაილურჯებს (იცინის)? აბა, ბამბაში გაზრდილ ბავშვს, მომავალში ანუ შეგნებულ ასაკში ძალიან გაუჭირდება ცხოვრება.
– ესე იგი, სამეზობლოს კარგად იცნობ. თუ არ ვცდები, სწორედ შენი მეზობლები არიან – ცნობილი პოლიტიკოსი, მსახიობი და მუსიკოსი. მათთან როგორ დამოკიდებულებაში ხარ? ხშირად დადიხარ სტუმრად?
– რომ გითხრა, დღე და ღამე მათთან ვზივარ და ისინიც ხშირად გვსტუმრობენ ოჯახში-მეთქი, ნამდვილად მოგატყუებთ. ჩემს ზედა სართულზე ცხოვრობს ქალბატონი ნინო ბურჯანაძე, ჩემს გვერდით ბატონი ჯემალ ღაღანიძე, იქით ირმა გიგანი, ჩემი ნათლიის შვილი და ხომ წარმოგიდგენიათ, მათ გარემოცვაში როგორ გავიზრდებოდი. (იცინის). ისე, როგორც ყველგან, ჩვენს სამეზობლოშიც მოსულა ქვაბისა და ჯამის თხოვება, ხახვისა და ნივრის სესხება. ნამცხვრების გადატანა-გადმოტანა ხომ ჩვეულებრივი მოვლენა იყო. მახსოვს ეზოში, კვირაში ერთხელ მაინც, სამეზობლო იკრიბებოდა, გამოჰქონდა ვისაც რა ჰქონდა სახლში, იშლებოდა სუფრა და მიდიოდა ქეიფი, თავისი თამადით და დროსტარებით. თან თამადობაში დემოკრატია იყო. წარმოიდგინეთ, მე ბავშვობიდან ვუკრავდი, ბატონი ჯემალი როლზე მუშაობდა, ირმაც გამუდმებით ინსტრუმენტთან იჯდა და რა ხმები იქნებოდა ირგვლივ. ყველა თავის სტიქიაში იყო, მაგრამ, არ მახსოვს ვინმეს იატაკის ჯოხი მოეკაკუნებინა კედელზე, გაჩუმდითო. ამიტომ არის ხელოვანი ხალხის გვერდით ცხოვრება მშვიდი და საინტერესო. ყველას შეგნებული ჰქონდა, რომ ეს მათი საქმე იყო და ხელს ვერ შეუშლიდნენ.
– ბატონი ჯემალის სანახავად დადიოდი სპექტაკლებზე? თუ აღიქვამდი, რომ სცენაზე შენი კარის მეზობელი იდგა, რომელსაც ყოველ დილით ესალმებოდი?
– როგორ არ დავდიოდი, მაგრამ სცენაზე მას ვერ აღვიქვამდი, როგორც ბატონ ჯემალს. თან ბავშვობაში ვერც ვხვდებოდი, რომ ის კაცი სცენაზე რომ იდგა, ჩემი კარის მეზობელი იყო (იცინის). იმ მომენტში, როგორც შემოქმედს, ისე აღვიქვამ დღესაც და არა როგორც მეზობელს. ერთხელ, ბურჯანაძეებს რემონტი ჰქონდათ. მუშებს ონკანი დარჩათ მოშვებული და იმდენი წყალი ჩამოვიდა, ჩაირეცხა ჩვენი სახლი. საღამოს ქალბატონი ნინო მოვიდა და იკითხა, შემთხვევით წყალი ხომ არ ჩამოსულა თქვენთანო. ვუთხარით, კი ბატონო, წვიმდა სახლშიო. არადა, მაშინ კარგი დრო იყო, არ გვიჭირდა და მამამ თქვა, არ გვინდა, მათი შეწუხება, თვითონ გავაკეთოთო, მაგრამ, რადგან მოვიდა და გაიგო რომ დავზარალდით, მაინც მათ გაგვიკეთეს რემონტი. ირმა კი ისეთ კონცერტებს გვიტარებს და ისეთი ჰანგები გამოდის მისი ბინიდან, ჩვენს ბიუჯეტზე ეს ნამდვილად აისახება (იცინის).
– ბიუჯეტი რა შუაშია?
– რა შუაშია და, ვხუმრობ ხოლმე, უფასო კონცერტებს სახლში ვუსმენთ და ბილეთების ფული გვეზოგება-მეთქი. სასაცილო იცით რა არის? ჟურნალისტები რომ მოდიან მათთან ინტერვიუზე, მერე არ არსებობს, ჩემთან არ შემოიარონ, ყავა არ დალიონ და არ იჭორაონ. ერთი სიტყვით, მათი სტუმრები ჩემი სტუმრებიც გამოდიან. ბატონი ჯემალის შვილიშვილმა ადრე მაჩუქა ჯეკსონის კასეტა, იცოდა, რომ ჩემი უსაყვარლესი მომღერალი იყო. ახლაც შენახული მაქვს და მინდა, ისეთი აქსესუარი შევქმნა მისგან, სულ თან ვატარო... ბავშვები ეზოში პატარა სახლებს, ანუ შტაბებს ვაშენებდით და მთელი დღე იქ ვთამაშობდით. მინდოდა, არქეოლოგი გამოვსულიყავი და მთელი დოლიძის ქუჩა გადათხრილი მქონდა, თამარ მეფის საფლავს ვეძებდი.
– თამარ მეფის საფლავს შუა დოლიძეზე რატომ ეძებდი?
– რა ვიცი? (იცინის) ამოჩემებული მქონდა, მე უნდა ვიპოვო თამარ მეფის საფლავი-მეთქი და ბავშვებმა მთელი ეზო გადავთხარეთ. თუ სადმე გადაგდებული კოვზი, დანა და ლურსმანი იყო, ყველაფერი ჩემთან მოჰქონდათ – ნახე, რა ვიპოვეთო და მეც გულმოდგინედ ვათვალიერებდი, ვაფასებდი, რომელი საუკუნის ნადავლი იყო (იცინის). ბავშვები გადარეული მყავდა. ვამბობდი, მე ისეთი ძალა მაქვს, შემიძლია, წვიმის გამოძახება-მეთქი. თავიდან ეჭვის თვალით მიყურებდნენ, მერე კი, რომ დავამტკიცე ჩემი სიძლიერე, დამიჯერეს.
– ახლა არ თქვა, წვიმას ვიძახებდი და ამის უნარი ნამდვილად მქონდაო. შამანობასაც იბრალებდი?
– ასე გამოდის (იცინის). ამის ძალა ნამდვილად არ მქონდა, მაგრამ, რომ დავინახავდი ცა მოიღრუბლებოდა, ბავშვებს შევკრებდი და ვეუბნებოდი, ახლა წვიმა უნდა გამოვიძახო და მიყურეთ-მეთქი. ცოტა ხანში, მართლაც გაწვიმდებოდა და მათაც სჯეროდათ ჩემი შამანობის. შოკში ვარდებოდნენ, შენ რა მაგარი ხარო. არადა, რა მაგარი, ისინი სანამ თამაშში იყვნენ გართულები, მე ცას ვაკვირდებოდი, ისინი რომ გადამერია. მერე, ცოტა რომ გავიზარდეთ, აღარ მიჯერებდნენ, არც ჩემი შამანობის სწამდათ და არც თამარ მეფის საფლავის მოძებნაში მეხმარებოდნენ.
– ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ლექსებს წერ და ორი კრებული გაქვს გამოცემული. პირველი ლექსი ვის მიუძღვენი, თუ გახსოვს?
– როგორ არ მახსოვს. პირველი ლექსი მივუძღვენი ეზოს ვირთხას და „ვირთხების ოდისეა” ერქვა. დავწერე დილის ექვს საათზე. მოკლედ, უკანა ეზოში იდო გადაგდებული გაზქურა, სადაც ცხოვრობდა ის ვირთხა. მისმა ბედმა ისე დამაფიქრა, რომ ეს ლექსი დავწერე. მოკლედ, აღწერილი მაქვს, როგორ გალოთდა, გაბომჟდა, და ბოლოს ქუჩაში გარდაიცვალა. მერე კი როგორ დასტიროდა მისი საძმაკაცო სავირთხეთი (იცინის). არ აქვს მნიშვნელობა, ლექსის წერის დროს განწყობას, მთავარია, ქვეცნობიერმა შემაწუხოს და ემოცია მოვიდეს. აი, ამ დროს, სასწრაფოდ ვჯდები და ვიწყებ წერას. თორემ, რომ ამბობენ, შეყვარებული თუ არის ადამიანი, მაშინ წერს გრძნობით ლექსსო, ეს მე არ მეხება, რადგან არც შეყვარებული ვარ და არც ამის საშიშროება მემუქრება უახლოეს პერიოდში (იცინის). თუმცა, ვაღიარებ, ცოტა მძიმე ლექსები კი მაქვს. მინდა, კრებული გამოვცე, სადაც როგორც ძველი, ასევე ახალი ლექსებიც შევა. ვნახოთ, იმედია, მალე მოვაბამ თავს.

скачать dle 11.3