კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ ფიქრობს გეგა ფალავანდიშვილი მომავალი ათი წლის გეგმებზე საქართველოში

,,რუსთავი 2-ის“ პროგრამირებისა და მარკეტინგის მენეჯერმა და ასევე წლის პროექტის – ,,ნიჭიერის“ ჟიურის წევრმა, გეგა ფალავანდიშვილმა, ეკრანზე გამოჩენისთანავე მაყურებელთა ყურადღება მიიპყრო. თუ როგორ აღმოჩნდა რეიტინგული პროექტის წარმატებული სახე ჟიურიში ერთი კვირით ადრე, რისი ნიჭი აქვს თავად მას და რა გზა გაიარა ,,რუსთავი 2-მდე“, ამაზე სასაუბროდ მას სამსახურში ვეწვიეთ.

– გეგა, მაყურებელმა ეკრანიდან გაგიცნოთ, როგორც ,,ვარსკვლავების აკადემიის“ რექტორი. რას ნიშნავდა თქვენთვის ეს როლი და მანამდე რას აკეთებდით?
– „ვარსკვლავების აკადემიის“ რექტორობა იყო გარკვეული როლი ამ შოუში, რომელიც გულისხმობდა: ხელმძღვანელის ფუნქციის შეთავსებას, კრების მოწყობას, კონკურსანტების განრიგის გაკონტროლებას, მათი პრობლემების მოგვარებას და ასე შემდეგ. ეს რეალური თანამდებობა არ ყოფილა. როგორც უკვე აღვნიშნე რექტორობა იყო ჩემი როლი „ვარსკვლავების აკადემიაში“.
რაც შეეხება ჩემს რეალურ თანამდებობას, მაშინაც და დღესაც ვარ „რუსთავი 2-ის“ მარკეტინგისა და პროგრამირების დეპარტამენტის მენეჯერი.
– სულ სხვა ოყო ,,ნიჭიერი“. კომპეტენტური და რაღაცით განსხვავებული ჟიურის წევრი – გეგა ფალავანდიშვილი, ძალიან მალე გახდა მაყურებლის კერპი.
– ,,ნიჭიერის“ ჟიურიში მართლა შემთხვევით მოვხვდი. „ნიჭიერის“ ფორმატიდან გამომდინარე, ჟიურისთვის კონკრეტული ფუნქციით ვეძებდით ადამიანს, რომელიც ძალიან თამამად გამოხატავდა აზრს კარგსა და ცუდზე და ამასთან, არ იქნებოდა აგრესიული.
შერჩევისას, ამ კონკრეტულ „როლზე“ სავარაუდო ჟიურის კანდიდატებმა უარი გვითხრეს. ალბათ, იმიტომ რომ, მანამდე ჟიურის ასეთი სახე ქართულ სივრცეში არ ყოფილა და ისინი ფიქრობდნენ, თავიანთი კრიტიკულობით მაყურებელში აგრესიას გამოიწვევდნენ. ზოგიც თავის იმიჯს უფრთხილდებოდა. მოკლედ, ვერავის ვპოულობდით. „ნიჭიერის“ დაწყებამდე, ერთი კვირით ადრე კი, პროექტის პროდიუსერებმა – გიორგი ხაბურძანიამ და დემნა ჯაფარიძემ მითხრეს: შენ ისედაც გეხერხება იმის ხმამაღლა თქმა, რაც არ მოგწონს და იქნებ, ჟიურის ეს როლი შენ შეითავსოო. ასე მოვხვდი „ნიჭიერის“ ჟიურიში. ფაქტობრივად, ეს იყო გამოსავალი გამოუვალი მდგომარეობიდან.
– მაგრამ, ,,გამოუვალი მდგომარეობის მიუხედავად“ ორი წელია, პროექტებს შორის ,,ნიჭიერი“ ლიდერობას არ თმობს...
– შემთხვევით არაფერი ხდება. ის, რომ, ,,ნიჭიერი“ ორი წელია, საუკეთესო პროექტებს შორის საუკეთესოა, სწორი მენეჯმენტის, სწორად შერჩეული წამყვანების, ჟიურის, მონტაჟის, მოკლედ, მთელი შემოქმედებითი ჯგუფის დამსახურებაა.
– მანამდე გიფიქრიათ, რომ მარკეტინგისა და პროგრამირების მენეჯერი ტელესახე გახდებოდით და პროექტს გარკვეულ წარმატებას მოუტანდით?
– უპირველესად, ჩემი მიზანი იყო, რაღაც წვლილი შემეტანა ამ პროექტის წარმატებაში. ძალიან სასიამოვნოა, თუ ეს შევძელი. „რუსთავი 2-ში“ საერთოდ, მუშაობის ასეთი სტილია. ყველანი ერთ გუნდად ვმუშაობთ ჩვენი არხის წარმატებისთვის.
– გეგა, თქვენი პირველი სამსახური გაიხსენეთ, სად მუშაობდით და რას აკეთებდით?
– 1990-იანი წლების დასაწყისში, ანუ დიდი არეულობის პერიოდში, 5 ადამიანი ვაკეთებდით კინოფესტივალს – ,,ოქროს არწივი“. მაშინ 17-18 წლის ვიყავი. სამი წელი ვიმუშავე ამ ფესტივალზე. პირველ რადიოშიც ვიყავი ცოტა ხანს 106.4-ზე, როგორც დიჯეი და არტმენეჯერი. ორი წელი იყო თეატრალური ფესტივალი „საჩუქარი”, მერე – „ბილიარდის მოყვარულთა ლიგა”. ბილიარდის ტურნირს ვაწყობდით და გამარჯვებული გუნდები ლას-ვეგასში მიგვყავდა.
ვმუშაობდი ,,ჯეოსელში“, მარკეტინგში და დიზაინს ვაკეთებდი.
– თავიდანვე ეს მიზანი გქონდათ?
– არა, ასე დაგეგმილი არ მქონია. რაც შეეხება მიზანს, უნივერსიტეტში ჩავაბარე საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე, ინფორმატიკის სპეციალობით. ანიმაციის გაკეთება მინდოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შესაბამისი კომპიუტერები არ იყო. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ცოტა ხანს თეატრალურში, სარეჟისოროზე ვსწავლობდი. ჩემი ნათესავების უმრავლესობა რეჟისორები არიან და მათი გავლენით.
– აქტიური სტუდენტი იყავით?
– ჩვეულებრივი სტუდენტი ვიყავი. განსაკუთრებულად აქტიური, არა. ორი წელი მე და ჩემი მეგობრები „კავეენში“ ვმონაწილეობდით. ცუდი დრო იყო, მაგრამ ბევრი საინტერესო რამ ხდებოდა. ხშირად იმართებოდა „ანდერგრაუნდ კონცერტები“ და გამოფენები. ჩვენი გასართობი, უმეტესად, ერთმანეთთან სახლში შეკრება იყო. ვიკრიბებოდით ერთად – ზოგი მღეროდა, ზოგი უკრავდა, ზოგიც ხატავდა და ყველა სვამდა.
– თქვენ გყავდათ ძალიან წარმატებული მეუღლე. ოჯახურმა ფაქტორმა თუ განსაზღვრა თქვენი წარმატება?
– ცოლად როცა მოვიყვანე, ჩვეულებრივი ახალგაზრდები ვიყავით ორივე. ყველა ნორმალურ ოჯახში ერთმანეთს ეხმარებიან და ასე მიიწევენ წინ. თუ ერთი წარმატებას აღწევს, მეორეს ეხმარება. საერთოდ, გვერდით უნდა გყავდეს ის, ვისთანაც ბედნიერი ხარ და ოჯახში სიმშვიდე გაქვს. თუ ეს დალაგებულია, მაშინ ადამიანი ვითარდება.
– თუ გიფიქრია, ათი წლის შემდეგ რას გააკეთებ?
– ათი წლის შემდეგ რა მინდა, ვიცი. მაგრამ, რას გავაკეთებ, მართლა არ ვიცი საქართველოში. მას მერე, რაც სკოლა დავამთავრე, არავინ იცოდა, რა და როგორ განვითარდებოდა. ბოლო წლებია, ქვეყანაში პროცესები შედარებით თანმიმდევრულად მიმდინარეობს და შეიძლება, რაღაც მოგვწონდეს, რაღაც – არა, მაგრამ ფაქტია, ქვეყანა ვითარდება. თუ ქვეყანამ არსებობა ასე გააგრძელა, მაშინ უკვე შესაძლებელია, ადამიანმა გეგმები ხანგრძლივ პერიოდზე გათვალოს.
– თქვენი აზრით, ქართული ტელესივრცე წინ უნდა უსწრებდეს მაყურებლის მოთხოვნილებებს, თუ მასზე უნდა იყოს გათვლილი?
– აუცილებლად უნდა გაზარდო მაყურებელი და ყოველთვის თვითონაც სწავლობდე. ტელევიზიას აქვს ეს მუდმივად განვითარების ვალდებულება. დრო ძალიან სწრაფად მიდის და მაყურებლის გემოვნება და ჩვევა იცვლება, შესაბამისად, მოთხოვნაც იცვლება. რასაც აჩვენებ, იმას ეჩვევა და მოლოდინი აქვს უკეთესის. ის ხალხიც, ვინც ტელევიზიას აკეთებს, უნდა ვითარდებოდეს. უნდა გაითვალისწინო, რომ შენ ყიდი პროდუქციას და ნებისმიერ ბაზარზე მეტი და მეტი სჭირდება მომხმარებელს. ერთ ადგილას რომ გავჩერდეთ და წინ არ გავუსწროთ მოვლენებს, ჩავიძირებოდით. ასევე, უნდა არსებობდეს მეტი ტელევიზია – კონკურენცია ზრდის მოთხოვნილებას. როცა ბაზარი ვითარდება, მეტი სარეკლამო თანხები იდება და ამ თანხით ვითარდება ტელევიზია.
– დაბოლოს, თქვენ რისი ნიჭი გაქვთ?
– ნიჭი? არ ვიცი. რასაც ვაკეთებდი, გამომდიოდა. ვაკეთებდი დიზაინს, ცოტა დაკვრაც ვიცოდი ოდესღაც, ახლა დამავიწყდა. ცოტას ვხატავდი და მათემატიკის ნიჭიც მქონდა, მათემატიკურ სკოლაში როცა ვსწავლობდი.

скачать dle 11.3