კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოხვდა ეკა კოტრიკაძე სოჭში რუსეთის პრეზიდენტთან ინტერვიუზე და რა მოთხოვნა წაუყენა მან მედვედევის გარემოცვას

„პირველი კავკასიური არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ეკა კოტრიკაძე, ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვისაც რუსეთის პრეზიდენტთან ინტერვიუს ჩაწერის შანსი მისცეს, უფრო ზუსტად კი, ის ერთადერთი იყო რუსული პოლიტიკის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი არხიდან, რომლის წარმომადგენლისგანაც ყველაზე მძიმე შეკითხვებს ელოდნენ. ეკას რუსეთის პრეზიდენტთან საკუთარი „ანგარიშებიც” ჰქონდა – სოჭიდან ხელის ერთ გაწვდენაზე იყო აფხაზეთი, სადაც ის უკვე დიდი ხანია, ვეღარ ჩადის და სწორედ ამ თემით დაიწყო მან ინტერვიუ რუსეთის პრეზიდენტთან...

ეკა კოტრიკაძე: ეს ინტერვიუ ჩემთვის სრული მოულოდნელობა იყო. ბოლო წუთამდე თითქოს არც მჯეროდა, რომ ინტერვიუ შედგებოდა და ჩემთვის ვფიქრობდი, იქნებ ბოლოს მედვედევმა ეს შეხვედრა გადაიფიქროს-მეთქი (იცინის). ამ ინტერვიუს წინ უძღოდა, „ეხო მოსკვის“ მთავარი რედაქტორის ალექსი ვენედიქტოვის ვიზიტი თბილისში, რომელმაც ჩაწერა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და ბოლოს, ინტერვიუ ჰქონდა მიხეილ სააკაშვილთან. როცა ეს ვრცელი ინტერვიუ დაიდო საიტზე, როგორც ჩანს, რუსებს პასუხის გაცემა მოუნდათ.
– როგორ შეგარჩიეს ჟურნალისტებს შორის, თქვენ, სოფო შევარდნაძე და ალექსეი ვენედიქტოვი?
– მე, გარდა იმისა, რომ ვმუშაობ პირველ კავკასიურ არხზე“, ვარ „ეხო მოსკვის” წარმომადგენელი საქართველოში და, ბუნებრივია, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ალექსეი ვენედიქტოვთან. როდესაც ვენედიქტოვს რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურში უთხრეს, რომ მათი სურვილი იყო, ინტერვიუ ჩაეწერა ქართული ტელევიზიის წარმომადგენელს, ვენედიქტოვმა არჩევანი ჩვენზე გააკეთა, რაზეც მას უთხრეს: „ეტო ჟე ტოტ კანალ, კატორი ნას მოჩიტ?“ (იცინის) ამის მიუხედავად, მედვედევის პრესსამსახური დასთანხმდა, არჩევანი გაკეთებულიყო ჩვენს არხზე, პირადად მე კი შემარჩიეს იმის გამო, რომ მოსკოვში ვარ გაზრდილი, ვიცნობ იქაურ გარემოს და, ის რეალობა, რაც რუსეთშია, ჩემთვის უცხო არ არის. რაც შეეხება სოფო შევარდნაძეს, როგორც ჩანს, სიტუაციის დაბალანსება უნდოდათ: „ეხო მოსკვი” ძალიან ნეიტრალური და ლიბერალურია, მე ვიყავი რუსული პოლიტიკის მიმართ კრიტიკულად განწყობილი არხის წარმომადგენელი, დაბალანსება კი შესაძლებელი იყო „რაშა თუდეით”, რომელიც არის საერთაშორისო ინგლისურენოვანი არხი. თუმცა, სოფო შევარდნაძე ლოიალური ნამდვილად არაა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციასთან დაკავშირებით.
– გამოდის, რომ ვენედიქტოვი შუამავალი იყო თქვენსა და მედვედევს შორის. იყო მათგან პირობები, რომლებიც თქვენ არ უნდა დაგერღვიათ?
– მათი ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ ჩვენ, ჟურნალისტები, არ შევსულიყავით პოლიტიკურ ბატალიებსა და დისკუსიაში რუსეთის პრეზიდენტთან, რათა ჩვენი შეხვედრა არ დამსგავსებოდა პოლიტიკურ დებატს; გვითხრეს, რომ, შეგვეძლო ნებისმიერი შეკითხვის დასმა, ოღონდ, ეს არ უნდა ყოფილიყო „თავდასხმა” მედვედევზე (იცინის). ჩვენ ეს პირობა შევასრულეთ, მე და ჩემმა კოლეგებმა მოვიფიქრეთ მინიშნება – თითის აწევით ვახვედრებდით ერთმანეთს, რომ რომელიმე ჩვენგანს მორიგი შეკითხვის დასმა სურდა. მათი მხრიდან კიდევ ერთი მკაცრი მოთხოვნა იყო, რომ სამივე მედიასაშუალებას პრეზიდენტის ინტერვიუ გაეშვა სრული სახით, რაზედაც მე ორი მოთხოვნა წამოვაყენე: პირველი – „რაშა თუდეის”, რომელიც ამ ინტერვიუს ამონტაჟებდა, არაფერი ამოეჭრა მონტაჟის დროს და, მეორე – არც ერთი ჩემი შეკითხვა არ დაებლოკათ ადგილზე მყოფ სპეცსამსახურის წარმომადგენლებს.
– იყო თუ არა თქვენი შეკითხვები შეთანხმებული რუსეთის პრეზიდენტთან?
– ჩემი კითხვები არავისთან არ ყოფილა შეთანხმებული, გარდა ჩემი გუნდის წევრებისა. როდესაც გაირკვა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ინტერვიუ შედგებოდა, ჩვენ, საინფორმაციოს ჟურნალისტები და პროდიუსერები, დავსხედით და ერთად განვიხილეთ ყველა ის თემა, რაზეც შეიძლებოდა დასმულიყო შეკითხვები რუსეთის პრეზიდენტთან, ამას სულ ერთი საათი დასჭირდა. როდესაც ჩავფრინდი მოსკოვში, იქ უკვე მე, ალექსეიმ და სოფომ ერთად გავიარეთ გარკვეული შეკითხვები. მე არც ერთ კოლეგასთან დაკავშირებით არ გამჩენია ეჭვი, რომ რომელიმეს ნაკარნახევი შეკითხვები ჰქონდა მომზადებული. თავიდან გვითხრეს, რომ ინტერვიუსთვის გვექნებოდა 40 წუთი, მაგრამ, მერე აღმოჩნდა, რომ მედვედევს ინტერვიუს შემდეგ არაფერი არ ჰქონდა დაგეგმილი და ჩვენი ინტერვიუ უფრო დიდხანს გაგრძელდა.
– როგორ დაგხვდათ პრეზიდენტი სოჭის რეზიდენციაში, რა ნახეთ იქ, როგორ ცხოვრობს სოჭში მედვედევი?
– ვერ გეტყვით, როგორ ცხოვრობს მედვედევი სოჭში, რადგან ჩვენ ინტერვიუს დამთავრებისთანავე დავტოვეთ რეზიდენცია და იმ დღესვე გადავფრინდით მოსკოვში. როცა სოჭში ჩავედით, შეგვიყვანეს პირდაპირ იმ ფლიგელში, სადაც ინტერვიუ უნდა შემდგარიყო. ეს იყო პრესსამსახურის ოფისი, სადაც, ჩემდა გასაკვირად, ბევრ დროშას შორის ქართული დროშაც აღმოვაჩინე. არ ვიცი, ის დროშა იქ როგორ მოხვდა, ალბათ, უნდოდათ კეთილგანწყობა ეჩვენებინათ ჩვენთვის. მე, სოფო და ალექსეი ერთმანეთს შევხვდით აეროპორტში, ჩავფრინდით სოჭში, ის დღე გავატარეთ სასტუმროში და პრეზიდენტთან მიგვიყვანეს მეორე დღეს.
– შენი პირველი შეკითხვა აფხაზეთთან და დევნილებთან იყო დაკავშირებული, თუმცა, რუსეთის პრეზიდენტმა პასუხად დიდი ვერაფერი ბრძანა.
– როცა გავაცნობიერე, რომ ვარ სოჭში და იქვე ახლოს არის აფხაზეთი, საკმაოდ ცუდად ვიგრძენი თავი. პირველი, რაც სოჭში დავინახე, იყო მანქანა აფხაზური ნომრით და ავტობუსი, რომელსაც დიდი ასოებით ეწერა: „პრიეზჟაიტე, ოტდიხაიტე კ ნამ, ვ სუხუმ”, ხვდებით, ამ წარწერაზე რა დამემართებოდა?! ხომ ვიცოდი, რომ ეს ასე იყო, მაგრამ, საკუთარი თვალით რომ ნახავ, შენი სოხუმი როგორ ხდება სოჭში „სუხუმ”, ამან შოკში ჩამაგდო. ამიტომაც მოჰყვა ამ ემოციას ჩემი პირველი შეკითხვა. მედვედევმა, რა თქმა უნდა, იცოდა, რომ ეს თემა ინტერვიუში აქტუალური იქნებოდა, მაგრამ ასეთ დასაწყისს, ალბათ, არ ელოდა. მან, თითქოს, მიპასუხა რაღაც, მაგრამ, ეს არ იყო პასუხი, ეს იყო სიტყვების რახარუხი და მეტი არაფერი. გარკვეულ შეკითხვებზე რუსეთის პრეზიდენტს ემჩნეოდა, რომ წინასწარ იყო მომზადებული, მაგალითად, მან ისე დაახასიათა ჩვენი პრეზიდენტი, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ დაზეპირებული ტექსტი, ანუ, სწორედ ის თქვა, რაც უნდოდა რომ ეთქვა.
– ასე „უპასუხოდ” ბევრი შეკითხვა დაგიტოვათ?
– დიახ, რამდენიმე შეკითხვაზე ჰქონდა აბსოლუტურად გაურკვეველი პასუხი. მე რამდენჯერმე ხაზგასმით ვკითხე დევნილებზე, მაგრამ, ვერ მივიღე პასუხი; ასევე უპასუხოდ დატოვა საქართველოში განხორციელებულ ტერაქტებთან დაკავშირებული შეკითხვაც, „ეტა ჩუჟ სობაჩაია” – ეს ხომ არ არის პრეზიდენტის პასუხი?! მედვედევი, რა თქმა უნდა, გამოცდილია დიპლომატიურ ეტიკეტში, მაგრამ, ამერიკელ სენატორებს რომ „პრისტარელიე ლუდი” უწოდა, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა – პრეზიდენტმა ასეთი განაცხადი არ უნდა გააკეთოს. თუმცა, ამ ინტერვიუს პიკი, ალბათ, მაინც იყო მისი განცხადება ომის დაწყებასა და თბილისის არაღებასთან დაკავშირებით. მე დამრჩა განცდა, რომ მისთვის ეს ინტერვიუ იყო წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, რომელიც რუსეთში მიმდინარეობს. მედვედევმა განაცხადა, რომ ომის დაწყების გადაწყვეტილება მან მიიღო და პუტინმა ამის შესახებ მხოლოდ 24 საათის შემდეგ შეიტყო, რადგან მანამდე მასთან სატელეფონო კავშირი არ მყარდებოდა, – ამის დაჯერება ხომ ბავშვისთვისაც წარმოუდგენელია.
– მედვედევი მშვიდი იყო ინტერვიუს პროცესში თუ გამოხატავდა თავის ემოციებს?
– როგორც რუსმა ჟურნალისტებმა მითხრეს, მედვედევი ძალიან დაიხვეწა – როგორც რესპონდენტი, ნაკლებად გამოხატავს ემოციებს. მე ამას ვერ დავაკვირდი, რადგან შეკითხვებსა და პასუხებზე ვიყავი მობილიზებული, მაგრამ, როგორც თბილისში მეგობრებმა და კოლეგებმა მითხრეს, მას რამდენჯერმე გაეპარა ემოციები, რასაც მისი მიმიკა და ჟესტიკულაცია გამოხატავდა. რამდენიმე შეკითხვამ, მათ შორის „ცეერუს“ მიერ გაკეთებულმა განცხადებამ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით, საკმაოდ გააღიზიანა. ინტერვიუს ბოლოს, სიმართლე გითხრათ, თვითკმაყოფილება შევატყვე. ინტერვიუ დამთავრდა, მაგრამ მედვედევი არ მიდიოდა და მისმა ამ საქციელმა მისი პრესსამსახურის თანამშრომლებიც კი გააოცა.
– როგორ იზრუნეთ პრეზიდენტთან შეხვედრის პროტოკოლურ ეტიკეტზე – „დრეს კოდზე”?
– ვიცოდით, რომ პრეზიდენტთან შეხვედრაზე უნდა ვყოფილიყავით ძალიან აკადემიურები. მე და სოფომ ამასთან დაკავშირებითაც განვიხილეთ თემა მსუბუქად, რადგან ამ საკითხზე პრეზიდენტის პრესსამსახურისგან არანაირი მოთხოვნა არ ყოფილა, თუმცა, პატარა გაუგებრობას მაინც ვერ გადავურჩი: მოსკოვში მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ჩავედი, რაც ძალიან გაპროტესტდა და მირჩიეს, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეგრეთ წოდებული „ბალეტკებით” შემეცვალა, რაც, რა თქმა უნდა, გავითვალისწინე და ასე „ჩამოვქვეითდი“ (იცინის).
– როგორ გიმასპინძლათ პრეზიდენტმა საკუთარ რეზიდენციაში, როგორ დაგემშვიდობათ?
– მისი მასპინძლობა დასრულდა ინტერვიუს დამთავრებისთანავე, თუმცა, ის ინტერვიუს შემდეგ გარკვეულ ხანს დარჩა ჩვენთან და ძალიან მეგობრული ვითარება შექმნა. ინტერვიუს შემდეგ – გვესაუბრა ისეთ ზოგად თემებზე, როგორიც არის, მაგალითად, ამინდი, თუმცა, როდესაც ვენედიქტოვმა აღნიშნა, აქ ძალიან ცხელაო, მე განვაცხადე, რომ ჩვენთან უფრო ცხელოდა. რაღაცნაირად, მომინდა, მეთქვა, „ჩვენთან უფრო“, თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს ორი სიტყვა ინტერვიუშიც ბევრჯერ ითქვა (იცინის).

скачать dle 11.3