კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ არის სერიულ მკვლელებს შორის არც ერთი ქართველი და რატომ არ ყოფილა საქართველოში კანიბალიზმის არც ერთი შემთხვევა

მართალია, ტერმინი „სერიული მკვლელი“ სასამართლო დოკუმენტებში მხოლოდ მეოცე საუკუნეში გაჩნდა, თუმცა, რაკი მისი განმარტება შემდეგნაირია: „მრავალეპიზოდიანი დანაშაულებრივი ქმედება (არანაკლებ სამი ეპიზოდისა) ჩადენილი ერთი სუბიექტის მიერ გაურკვეველი მოტივით, რომლის მსხვერპლია ადრე უცნობი ადამიანი. ეპიზოდებს შორის დრო კი აჭარბებს ინტერვალს, რომელიც აუცილებელია სუბიექტის ემოციური განტვირთვისთვის ჩადენილის შემდგომ“, ფაქტია, რომ სერიული მკვლელები ტერმინის გაჩენამდეც არსებობდნენ. შესაბამისად, პირველ სერიულ მკვლელად, რომლის შესახებაც ცნობებმა ჩვენამდე მოაღწია, მიჩნეულია ფრანგი ბარონი ჟილ დე რე (1404-1440 წლები), რომელმაც, სავარაუდოდ, 200-დან 800-მდე ბავშვი დახოცა. სულ 1900 წლამდე 9 სერიული მკვლელის შესახებაა ცნობები შემონახული და, რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, მათ შორის ოთხი ქალია (საოცარი, რადგან ქალები ნაკლებად არიან მიდრეკილნი სერიული მკვლელობებისადმი): უნგრელი გრაფინია, ელიზავეტა ბატორი, რომელიც გასამართლდა 30 გოგონას დახოცვისთვის (იყო ეჭვი, რომ საერთო ჯამში, 650 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს); ფრანგი მარკიზა, რომელმაც, სულ მცირე, 8 ადამიანი მოწამლა; რუსი მემამულე სალტიკოვა დარია, რომლის ანგარიშზეც 38 მკვლელობაა (თუმცა არსებობს ეჭვი, რომ დამატებით საკუთარი 138 ყმაც დახოცა), ხოლო ამერიკელმა ჯეინ ტოპანმა (1854-1938 წლები), მედდამ, 31 ადამიანის მკვლელობა აღიარა. ისინი მისი პაციენტები იყვნენ.
პირველი, ოფიციალურად დადასტურებული სერიული მკვლელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰენრი ჰოვარდ ჰოლმსია (1861-1896 წლები), რომელიც 9 ადამიანის დახოცვისთვის გასამართლდა, თავად 27 მკვლელობა აღიარა, თუმცა ეჭვი ჰქონდათ, რომ საერთო ჯამში, 350 ადამიანი დახოცა. სხვადასხვა მონაცემებით, 125-დან 931 ადამიანამდე დახოცა ინდოელმა სერიულმა მკვლელმა თაგ ბეჰრამმა. ის მსხვერპლს ახრჩობდა.
არანაკლებ საინტერესოა ზოგადი სტატისტიკური მონაცემები. საერთო ჯამში, კაცობრიობისთვის ცნობილია 14 ქალი სერიული მკვლელის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ქალები არ გამოირჩევიან სერიული მკვლელის „კლასიკური“ თვისებებით. მათი უმეტესობის მიზანი გამდიდრება ან პირადი შურისძიებაა. რაც მთავარია, თითქმის ყველა ქალი სერიული მკვლელი იარაღად იყენებდა საწამლავს.
სერიული მკვლელები ექიმებს შორისაც არიან: ასეთები სულ ათნი იყვნენ, მათგან სამი – ქალი.
ახლა კი გადავხედოთ ცალკეული ქვეყნების მონაცემებს: ავსტრალიაში სამი სერიული მკვლელია ცნობილი; ბელორუსიაში, ბელგიაში, უზბეკეთში, ესტონეთში, იტალიასა და ვენესუელაში – თითო-თითო; დიდ ბრიტანეთში – ათი; გერმანიაში – ხუთი; საფრანგეთში – სამი; მილიარდნახევრიან ჩინეთში – ოთხი; კოლუმბიაში, ლიტვაში, კანადაში, სლოვაკეთსა და მექსიკაში – ორ-ორი. მექსიკელმა სერიულმა მკვლელმა დებმა, რომლებსაც ბორდელი ჰქონდათ, 80 პროსტიტუტი ქალი და მათი 11 კლიენტი დახოცეს. ამერიკის შეერთებულ შტატებში სულ 51 სერიული მკვლელია აღნუსხული. რაც შეეხება რუსეთს: 1917 წლამდე ცნობილია მხოლოდ სამი სერიული მკვლელი, 1917 წლიდან 1991 წლამდე მთელი საბჭოეთის ტერიტორიაზე დაფიქსირებულია 34 სერიული მკვლელი (მათ მსხვერპლთა რაოდენობა 2-დან 48-ადამიანამდე მერყეობს). 1991 წლის შემდეგ კი რუსეთის ტერიტორიაზე აღნუსხულია 61 სერიული მკვლელი და მათ შორის მხოლოდ ერთია ქალი.
სერიულ მკვლელთა შორის არის რამდენიმე ვამპირიც: ისინი მსხვერპლს კლავდნენ, შემდეგ მის სისხლს სვამდნენ და ბოლოს მთლიანად ჭამდნენ. საგულისხმოა, რომ, ზემომოყვანილი სტატისტიკით, სერიული მკვლელები არ შეინიშნებიან აფრიკასა თუ აზიაში, სამყაროს იმ ნაწილში, სადაც ადამიანთა ცხოვრება არცთუ დალხენილია.
ფაქტია, რომ ნორვეგიელი ბრეივიკი, რომელმაც 86 ადამიანი დახოცა, სერიული მკვლელის კლასიკურ განმარტებაში არ ჩნდება, თუმცა მის ქმედებაში მანიაკალური ნიშნები შეიმჩნევა. მეორე მხრივ, ის საკმაოდ წარმატებული და მდიდარი ქვეყნის წარმომადგენელია. სად ჩნდებიან უმეტესად მანიაკები და სერიული მკვლელები და როგორი პირობები უწყობს ხელს მათი ფსიქოლოგიური ტიპის ჩამოყალიბებას? – ამ მეტად რთულ კითხვაზე პასუხის გაცემას რამაზ საყვარელიძესთან ერთად შევეცდებით, ამჯერად ფსიქოლოგის ამპლუაში.
– ბრეივიკი გაიზარდა, დაიბადა შუაგულ ევროპაში, მიუხედავად ამისა, მან საოცარი სისასტიკე გამოამჟღავნა. მეორე მხრივ, საკმაოდ ბევრი მანიაკია ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა ასეთები არ არიან არც აზიაში და არც აფრიკაში. კეთილდღეობა და კარგი ცხოვრება შობს სერიულ მკვლელებს?
– თუ ზედაპირულად შეხედავ საკითხს, შეიძლება, ასეთი დასკვნა გააკეთო. ზედაპირული იმიტომ ვახსენე, რომ დღეისთვის სერიული მკვლელის საიდუმლო გახსნილი არ არის და ამიტომ ჩემს მსჯელობას ჭეშმარიტებაზე პრეტენზია არ აქვს. მგონია, რომ სერიული მკვლელის საიდუმლო არ იმალება ქვეყნის კეთილდღეობაში, რადგან ჩვენ ევროპაში გვაქვს კეთილდღეობის მქონე ქვეყნები, სადაც, ასევე, არ არიან სერიული მკვლელები. ამდენად, ამერიკა არ არის ყველაზე კარგად მცხოვრები ქვეყანა. ამიტომაც, ამ ნიშნით, კეთილდღეობა ფაქტორად არ გამოდგება. ამასთანავე, კეთილდღეობის ვერსიის საპირისპირო არგუმენტია რუსეთი. კეთილდღეობა რუსეთში თითქმის არასდროს ყოფილა, მაგრამ სერიული მკვლელობების ისტორია მრავლადაა. ჩემი აზრით, სერიული მკვლელების წარმოქმნაში გარკვეულ როლს ასრულებს მეტ-ნაკლებად სუსტი კულტურული გარემო. შეიძლება, ადამიანები კარგად ცხოვრობდნენ, მაგრამ მათი მსოფლმხედველობა არ იყოს დაფუძნებული მყარ კულტურულ ძირებზე. ბოლოს და ბოლოს, ადამიანი მხოლოდ კუჭით ხომ არ ცხოვრობს?! ეს არ არის საუკუნიდან საუკუნეში გადაცემული და ამით კიდევ უფრო გაძლიერებული სტერეოტიპები, არქეტიპები, – როგორც იუნგი იტყოდა, – რომლებიც თითოეულ პიროვნებაში ცოცხლობს ისე, რომ თვითონ ეს პიროვნებაც ვერ აცნობიერებს ამ არქეტიპების არსებობას. ასეთი კულტურული ძირებიდან მოწყვეტილი ადამიანები ხდებიან ძირითადად სერიული მკვლელები. ამერიკაც არ არის სულიერი ტრადიციების მქონე ქვეყანა და არც რუსეთი. პეტრეს შემდეგ რუსეთი სულ ცდილობდა, ვიღაცას დამსგავსებოდა და ამიტომ განვითარების ყველა ეტაპზე ისტორიას თავიდან იწყებდა. პეტრეს რუსეთმა უარყო ივანე მრისხანეს რუსეთი; ბოლშევიკების რუსეთმა უარყო პეტრეს რუსეთი; დღევანდელმა რუსეთმა საერთოდ ყველაფერი უარყო. სულ საკუთარი თავის უარყოფაში მყოფი ერია და ამიტომაც წარმოშობს კარამაზოვების ტრაგედიას: სისხლზე ადვილად მიდის. მკვლელობას ხელს უშლის ის მრავალი საუკუნე, რომელიც ჩემში ზის; კაცთმოყვარეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია.
– ჩვენთან მეთორმეტე საუკუნეში გაუქმდა სიკვდილით დასჯა.
– კაცმოყვარეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია თითოეულ ჩვენგანშია. შევხედოთ საკითხს ამ თვალით: რომელ ერებს აქვთ კაცმოყვარეობის ასეთი მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია, თან ერთმანეთზე დაშენებული ისტორია, სადაც ნაკლებია წარსულის უარყოფა?! იმიტომ რომ, როდესაც უარყოფას იწყებ, ეს ძველი სტერეოტიპების მოშლასა და ახლის დაშენებას ნიშნავს, ამ დროს კი ყველაფერი ირევა. აი, ასეთი მყარი წარსულის მქონე ქვეყნებში ნაკლებია სერიული მკვლელები.
– ქალები შეუდარებლად ცოტანი არიან, სულ 14-ნი. მამაკაცები უფრო მიდრეკილები არიან სერიული მკვლელობებისადმი?
– მამაკაცების, ბიოლოგიურიდან დაწყებული, ფსიქოლოგიური თავისებურება გვკარნახობს, რომ მამაკაცები ფიზიკურად ძლიერები არიან და, თუ მათი ფსიქიკა მოიშალა, ის აგრესიულობაში გადადის, ასევე სექსუალურ გადახრებშიც. თუ დავაკვირდებით, მამაკაცებში გავრცელებულია სადიზმი, ქალებში – მაზოხიზმი. ფსიქოანალიზი გეტყვით, რომ მაზოხიზმი იგივე აგრესიაა, ოღონდ საკუთარი თავისკენ მიმართულიო, მაგრამ ამით არსი არ იცვლება. ფაქტია, რომ მამაკაცი სხვის მიმართ აგრესიულია და, ვიმეორებ, როგორც კი, ბარიერები იშლება, იქ ამოტივტივდება სწორედ ეს აგრესიულობა. თქვენ გიყვართ პოლიტიკური თემები. დააკვირდით, ხელისუფლებაში მყოფი ადამიანი ძალიან ხშირად არის ბარიერებმოხსნილი და ამიტომ ის ხშირად არის აგრესიული.
– იმავე სტატუსის მქონე ზოგიერთი ქალიც არანაკლებ აგრესიულია.
– ქალის აგრესიას კიდევ უფრო სხვა სპეციფიკა აქვს და ქალი თუ გახდა აგრესიული, მტრისას. გაიხსენეთ ისტორიდან ადამიანები, თუნდაც, რომის იმპერატორები, ვინც თავის თავს ყველაფრის უფლებას აძლევდა. მათ ქმედებაში ძალიან ხშირად წააწყდები იმას, რაც დღეს სერიულ მკვლელებს ახასიათებთ. კერძოდ, როდესაც ადამიანს სიამოვნებს მეორე ადამიანის სისხლი. ის, როდესაც აგრესიულია არა იმიტომ, რომ ამ ადამიანმა ხელი შეუშალა, არამედ იმიტომ, რომ თვითონ აგრესია სიამოვნებს, როგორც ასეთი.
– სერიული მკვლელების მსხვერპლი, როგორც წესი, არიან ქალები, ბავშვები, ძირითადად, გოგონები. ფიზიკურად სუსტს ეძებენ მსხვერპლად?
– ძალიან დიდი ნაწილი სერიული მკვლელობებისა დაწყვილებულია სექსუალურ მისწრაფებებთან. ძალიან იშვიათია, რომ მხოლოდ მოკლას, უმეტესწილად ან ჯერ აუპატიურებს და შემდეგ კლავს, ან ჯერ კლავს და შემდეგ აუპატიურებს. სექსუალური ნიშნის წამოწევაც ფსიქიკური დარღვევის კიდევ ერთი მაჩვენებელია.
– არიან ასეთი სერიული მკვლელებიც, რომლებიც კლავენ, აუპატიურებენ და შემდეგ ჭამენ. მაგალითად, ამერიკელმა სერიულმა მკვლელმა ჯეფრი დამერმა 1978 წლიდან 1994 წლამდე დახოცა 17 ვაჟი და მამაკაცი, გვამებს აუპატიურებდა და შემდეგ ჭამდა.
– ეს უკვე კანიბალიზმია. საერთოდ, ამ საშინელებას უმეტესწილად ვიღებთ იქ, სადაც კულტურული ტრადიციები ბავშვში ჩადებული არ არის. რუსეთში ჩვეულებრივი ამბავია მსხვერპლის დახერხვა, დაჭრა. ეს დღემდე ხდება. ეს უკვე ფუნქციონალური აგრესიაა. ამას წინათ აჩვენეს ტელევიზიით, რუსეთის ერთ-ერთ სოფელში დედა ქალიშვილებს თავაშვებულ ცხოვრებას უშლიდა. გაბრაზდა ერთ-ერთი ქალიშვილი, ნაჯახი ჩაარტყა და მოკლა. ხმაურზე გამოვიდა მეორე ქალიშვილი. ახლა რა ვქნათო. დავხერხოთ და გადავყაროთო. ორივე დამ დახერხა დედა და გადაყარა. თუ ადამიანს არ აქვს შინაგანი შემკავებელი, ის ძალიან ადვილად წავა ამაზე.
– ალბათ, ისინი არ არიან სერიული მკვლელები, მაგრამ ტელევიზიით გადმოუციათ ინფორმაცია, როდესაც ვიღაც შევარდნილა ბაღში, კოლეჯში და დაუხოცავს იქ მყოფები.
– ეს უფუნქციო მკვლელობებია. თუმცა სერიული მკვლელი მაინც გარკვეული სპეციფიკის მატარებელია და ფსიქოლოგიურად სხვანაირი ტიპია. თორემ თავისთავად ერთი საერთო აქვთ: სიამოვნებით კლავენ და ხშირად წესიერად არც იციან, რატომ კლავენ.
– შემდეგ თავსაც რომ იკლავენ?
– ადამიანი აფექტის მდგომარეობაში დახოცავს ვიღაცეებს და შემდეგ უკვე, ოდნავ მაინც რომ შეაფასებს თავის ნამოქმედარს, თავს იკლავს. ეს უკვე არ არის სერიული მკვლელი. ეს სხვა ტიპია, მაგრამ, აღძვრის თვალსაზრისით, მექანიზმი ორივე შემთხვევაში ერთნაირია.
– სერიულ მკვლელებს შორის არ არის არც ერთი ქართველი, არც აზერბაიჯანელი, არც თურქი…
– ესენი არიან ტრადიციული კულტურის მატარებელი ქვეყნები. სტუმარმასპინძლობა, კაცთმოყვარეობა, ახლობლობა, მეორე ადამიანისადმი დამოკიდებულება. ფსიქოლოგიაში ასხვავებენ კულტურის ორ სახეობას: კოლექტივისტურსა და ინდივიდუალისტურს. ჩვენ კოლექტივისტურ კულტურას წარმოვადგენთ, ანუ მეორე ადამიანის გარეშე არსებობა ვერ წარმოგვიდგენია. ინდივიდუალისტურ კულტურაში კი მეორე ადამიანი ღირებულება არ არის.
– მილიარდნახევრიან ჩინეთში სულ ოთხი სერიული მკვლელია, მეზობელ იაპონიაშიც კი ამაზე გაცილებით მეტი, მაგრამ რეკორდს ხსნის რუსეთი და შემდეგ ამერიკა. ქვეყნის მასშტაბები შეიძლება, ასრულებდეს რამე როლს?
– მასშტაბი ჩინეთსაც დიდი აქვს.
– მაგრამ ჩინეთი იზოლირებული კულტურა იყო ყოველთვის.
– დიახ, მიუხედავად კულტურული რევოლუციისა და კომუნისტობისა, ის კულტურა, რაც ჩინეთს აქვს, ნამდვილად არ მისცემს ჩინელს იმის საშუალებას, ადვილად აღმართოს ხელი მეორე ადამიანზე, თუმცა ძალიან სისხლიანი ისტორია აქვთ. ბევრ საშინელებას სჩადიოდნენ, მაგრამ არა უმიზეზოდ. არა იმის გამო, რომ სიამოვნება მიიღონ, არიქა, მეორე ადამიანი მოვკალიო.
– ესე იგი, უნდა მივეძალოთ ჩვენს ტრადიციებს?
– ბევრი სხვა რამის გამოც უნდა მოვიქცეთ ასე. თქვენ უბრალოდ ყველაზე მძაფრი საკითხი წამოწიეთ წინა პლანზე. თორემ, ზოგადად, კრიმინალიზაციის, სექსუალური გადახრების ბარიერი ყველგან ტრადიციულობაა. მაგალითად, კანიბალიზმი, როგორც პრობლემა, საქართველოში არასდროს ყოფილა. მაგალითად, ძალიან ხშირია ამერიკულ კულტურაში სისხლის აღრევა, ისევე, როგორც რუსულ კულტურაში. ამ შემთხვევაშიც იგივე პრობლემაა: რამდენად მიდის კონკრეტული პერსონა სოციალური ნორმის დარღვევაზე და სიამოვნებს თუ არა მას ეს დარღვევა. თუ ადვილად მიდის სოციალური ნორმის დაღვევაზე, ის ადვილად წავა სხვა დარღვევებზეც. სტერეოტიპები იმიტომაც იქმნებოდა ასე ბეჯითად და სკურპულოზურად ამდენი საუკუნის განმავლობაში, რომ მათ აქვთ თავიანთი დანიშნულება. ამერიკული ანტიტრადიციონალისტური მიდგომა ძალიან კარგია ტექნიკის განვითარებისთვის, მაგრამ არა პიროვნული თვისებების განვითარებისთვის.

скачать dle 11.3