კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის მაღლდება ადამიანის მგრძნობელობა და რა კავშირშია ყურადღების კონცენტრაცია აურასთან

ადამიანი მრავალგანზომილებიანი არსებაა, ისეთივე, როგორიცაა თვითონ სამყარო, რომლის ნაწილსაც ის წარმოადგენს. საკუთარი თავის უსასრულო სამყაროდ აღქმა შეუძლიათ მხოლოდ სუფთა ენერგეტიკული ველის მქონე ადამიანებს. ასევე, თუ ადამიანის ველი არ არის დაბინძურებული კარმებით, ის აბსოლუტურად ჯანმრთელია.
ენერგეტიკული ველების დაბინძურების მიზეზები რთული და მრავალგვარია. ჩვენი ახლანდელი მდგომარეობა და ჯანმრთელობა დამოკიდებულია წარსულში ჩვენ მიერ ჩადენილ ქმედებებზე, აზრებზე, რაც კარმულ დაბინძურებას  იძლევა შედეგად. მომავალი მდგომარეობა კი დამოკიდებულია ამჟამინდელ საქციელსა და აზრებზე.
კარმული დაბინძურების ნაწილი ენერგეტიკული ველების სფეროშია განლაგებული, ნაწილი კი აღწევს ფიზიკურ სხეულში და იწვევს ავადმყოფობას. მაგალითად, დაჩრდილული ადგილი ადამიანის თავს ზემოთ, აღნიშნავს ენერგიის უძრაობას, ლორწოს დაგროვებას ჰაიმორიტის არეში, რასაც მოჰყვება თავის ტკივილი და მხედველობის გაუარესება.
კარმა არის ჩვენი ფიქრების, სიტყვებისა და მოქმედების მიერ გაცემული ენერგია, რომელიც ბუმერანგის პრინციპით გვიბრუნდება უკან.  ჩვენ ვიხდით არა მხოლოდ ჩვენს ვალებს, არამედ წინაპართა ცოდვებზეც ვაგებთ პასუხს. საერთოდ კი, ადამიანი პასუხს აგებს ოთხი წინაპრის ცოდვა-მადლზე, ხოლო მის ნამოქმედარზე პასუხს აგებს მისი ოთხი თაობის შთამომავალი. ადამიანში მომხდარ ნებისმიერ ენერგეტიკულ ცვლილებას, მუხტს, ადამიანის ფიქრს, სიტყვას, მოქმედებას, აირეკლავს კოსმოსი და ბუმერანგის პრინციპით უკან გვიბრუნებს.
აურა კი ერთგვარი ენერგეტიკული ბიოველია, რომელიც გარშემო აკრავს  ადამიანის ფიზიკურ სხეულს და მის საზღვრებსაც კი სცდება. აურას ადამიანები ვერ ხედავენ, თუმცა, ზოგიერთი ადამიანი, განსაკუთრებით კი ექსტრასენსი, მას სხვადასხვა ფერში ხედავს და შეუძლია განსაზღვროს, ვის რა დაავადება აწუხებს. ცნობილია, რომ ავადმყოფობა ჯერ აურაში ირეკლება, არღვევს მას და შემდეგ ფიზიკურ სხეულშიც გამოვლინდება. აურა კი, თავის მხრივ, შედგება რამდენიმე ნაწილისგან, კერძოდ: ფიზიკური, ეთერული, ასტრალური და მენტალური სხეულისგან, აგრეთვე, უფაქიზესი სულიერი სუბსტანციისგან, ანუ სულის კარმული, ინტუიციური და აბსოლუტური წევრებისგან. ამ ენერგიების გარეშე ადამიანი, უბრალოდ, ვერ იცოცხლებს. ჩვენ მხოლოდ ფიზიკურ სხეულს ვხედავთ და აღვიქვამთ. მიუხედავად ამისა, დანარჩენი „სხეულებიც“ არანაკლებ მონაწილეობენ მის ცნობერ თუ არაცნობიერ ცხოვრებაში. აურის გარშემოწერილობა 50-დან 150 სანტიმეტრამდე მერყეობს და ის შვიდი ძირითადი ფერისგან შედგება:
ფიზიკური სხეულის ენერგია წითელი ფერისაა და სატურნი შეესაბამება;
ეთერული სხეულის ენერგია ყვითელია და იუპიტერი შეესაბამება;
ასტრალური სხეულის ენერგია ნარინჯისფერია და მას მარსი შეესაბამება;
მენტალური სხეულის ფერი მწვანეა და პლანეტა ვენერა შეესაბამება;
სულის კარმული ენერგია ლურჯია და მას მერკური შეესაბამება;
სულის ინტუიციური ენერგია ცისფერია და მას მთვარე შეესაბამება;
სულის აბსოლუტური ენერგია იისფერია და მზე შეესაბამება.
ასევე, აურის დანახვა სავსებით შესაძლებელია სპეციალური ვარჯიშებით – ამ დროს მაღლდება ადამიანის მგრძნობელობა და ხდება ყურადღების კონცენტრაცია.

скачать dle 11.3