კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საოცრებაში მოხვდა თაკო აბაშიძე და რამ გადააჭარბა მის მოლოდინს

სულ ცოტა ხნის წინ, წარმატებული ქართველი მსახიობი – თაკო აბაშიძე საფრანგეთში სათამაშოდ მიიწვიეს. საინტერესოა, რომ მსახიობი ქართველმა რეჟისორმა მიიწვია, რომელიც საფრანგეთში უკვე დიდი ხანია, მოღვაწეობს და ევროპაში პატარა საქართველო აქვს შექმნილი. თაკო ფრანგულ გამოცდილებაზე გვიყვება.

თაკო აბაშიძე: იანვარში ინტერნეტით დამიკავშირდა ბატონი ალექსი ჯაყელი. ჩვენი მედიატორი გახლდათ გვანცა დადიანიძე, რომელიც ბატონმა ალექსიმ მესამედ მიიწვია იმ ფესტივალზე, წელს რომ მე ჩავედი. გვანცა პარალელურად, გორის და ზესტაფონის თეატრების მსახიობია. ჩემი და გვანცას ურთიერთობა ჯერ კიდევ ინსტიტუტიდან დაიწყო და ახლაც, მოგეხსენებათ, საფრანგეთში ერთად ვართ. ბატონი ალექსი გახლავთ საფრანგეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორი, რომელსაც აქ უკვე სამოცდაათზე მეტი სპექტაკლი აქვს დადგმული. ის წლების განმავლობაში გორის თეატრის სამხატვრო რეჟისორი იყო. ბატონ ალექსის აქვს საკუთარი თეატრალური კომპანია „პრესტო ანდანტე” და უკვე სამი წლის განმავლობაში, ყოველ წელს, ქართველი მსახიობი ჩამოჰყავს  აქ – ისინი სპექტაკლებშიც მონაწილეობენ და ფესტივალებშიც. სამწუხაროა, რომ აქამდე ამის შესახებ არავინ წერდა და მინდა, გითხრათ, ექსკლუზიურად თქვენ გაქვთ ამ ადამიანის შესახებ ინფორმაცია საქართველოში. პირველი, რაც მან აქ ჩამოსვლისას მითხრა იყო – საქართველო ჩემი სამშობლოა და მისთვის მინდა ყველაფრის გაკეთებაო. ასეც არის. მას გეზი, ძირითადად, რეგიონულ თეატრებზე აქვს აღებული. ნიჭიერი ადამიანები ყველგან არიან. რა თქმა უნდა, დედაქალაქში მოღვაწე მსახიობებს მეტი შანსი აქვთ საკუთარი თავის რეალიზებისთვის, რეგიონულ მსახიობებს კი ნაკლებად. ჩვენი რეჟისორი ცდილობს, თავისი კავშირებითა და შესაძლებლობებით, მჭიდრო კულტურული ურთიერთობა დაამყაროს საქართველოსა და საფრანგეთს შორის.
– შენ, კონკრეტულად, როდის წახვედი?
– ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებულ ფესტივალზე წავედი, რომელიც პირდაპირ ატლანტის ოკეანის სანაპიროზე ტარდება. სანაპირო ზოლზე იდგმება ხუთი ღია სცენა, სადაც სხვადასხვა პოპულარული ჯგუფი და მუსიკოსები უკრავენ. ჩვენ კი წარმოვადგენთ სპექტაკლებს. საფრანგეთში ივლისის პირველ რიცხვებში ჩამოვედი და აგვისტოს ბოლომდე აქ ვიქნები.
– რომელ ქალაქში ხარ?
– ქალაქ ლა ბოლში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. გინდა, ზუსტად გითხრათ, რა სიტუაცია დამხვდა?! ჩამოვედი ულამაზეს ქვეყანაში, უთბილეს ადამიანებთან და ვნახე, პატარა საქართველო. ბატონ ალექსის და მის ოჯახს აქ პატარა სამშობლო აქვთ.
– უფრო ვრცლად მომიყევი მის თეატრზე.
– თეატრალური კომპანია „პრესტო ანდანტე” 2005 წელს შეიქმნა. იდეის ავტორიცა და მისი განმხორციელებელიც ბატონი ალექსი ჯაყელი გახლავთ. ეს საკმაოდ სერიოზული თეატრალური კომპანიაა. ყოველ წელს ამ კომპანიის ეგიდით, იმართება პირადად, ბატონი ალექსის მიერ დაარსებული ფესტივალი – „თეატრალური ღამეები”. სხვათა შორის, 2012 წლის გაზაფხულის ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს გორის თეატრიც. ჩვენ მაისში ჩამოვალთ საფრანგეთში და ჩამოვა ასევე ზესტაფონის თეატრიც. ამჟამად ვმუშაობთ სპექტაკლზე, რომელსაც ჰქვია „მინდა” და იდგმება შექსპირის „მაკბეტის” მიხედვით. პრემიერა აქ იქნება 13 აგვისტოს, ოქტომბერის შუა რიცხვებში კი უკვე გორში და შემდეგ, ოქტომბრის ბოლოს ზესტაფონში. პრემიერის შემდეგ აგვისტოს ბოლომდე უკვე პარიზში ვიქნებით.  მინდა, გითხრათ, აქ ხალხი საოცრად თბილია, ყველა გიღიმის, გეფერება, კეთილგანწყობილები არიან. გვეპატიჟებიან თავიანთ ოჯახებში, გვიწყობენ ფართებს, გვიძღვნიან საჩუქრებს. საოცარი გარემოა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მასტერკლასი ჩავატარეთ, სადაც უამრავი ფრანგი მოვიდა ქართული სიმღერის, ცეკვისა და პანტომიმის ხელოვნების შესასწავლად, ბოლოს კი ღია ჩვენება გაიმართა. ჩვენება რომ დამთავრდა ვიტირე, ისეთი ამაღელვებელი იყო, ასე შორს საქართველოდან, უცხო ადამიანები როგორ მღეროდნენ ქართულად „ჟუჟუნა წვიმას” და „რირაორერას”, როგორ ცეკვავდნენ „დაისს“ და „სამაიას“. ძალიან ამაღელვებელი იყო ასევე, როცა პლაჟზე, სპექტაკლის წინ „ქარი გიმღერის ნანასა” ვიმღერეთ მე და გვანცამ. როცა იმ ნაწილთან მივედით, – „საქართველოო ლამაზო”, ბატონ ალექსის შევხედე და ისიც მღეროდა, მე და გვანცას თვალები ცრემლით აგვევსო. ეს აუხსნელი ემოციაა, ვერ გადმოგცემთ, რას ვგრძნობდი მაშინ.
სექტემბრის ბოლოს საქართველოს ეწვევა ლა ბოლის მერის მოადგილე – კულტურის დარგში, ქალბატონი კლოდ ლოგვენი, რომელიც მოინახულებს რეგიონების თეატრებს. ის პირადად გაეცნობა ქართულ კულტურას და რა შემოთავაზებების გაკეთების სურვილი გაუჩნდება, ამის შედეგს, ყველა ერთად ვნახავთ.
აქვე, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო შიდა ქართლის გუბერნატორს, ბატონ ზურა არსოშვილს და მუნიციპალიტეტს გაწეული დახმარებისთვის. ამჟამად, გორის თეატრის მცირე დარბაზი რემონტდება.
– როგორები არიან ფრანგი მამაკაცები, პირად ცხოვრებაშიც ხომ არ გაქვს რაიმე სიახლე?
– ამ მხრივ არანაირი სიახლე არ არის. ჩემი სიყვარული საქართველოშია...

скачать dle 11.3