კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოულოდნელი სიურპრიზები ხდება კახა კუხიანიძის ცხოვრებაში და იმღერებს თუ არა ეიქონი დუეტში მასთან ერთად

მომღერალი კახა კუხიანიძე მოულოდნელობისგან გაოგნებულია, უფრო მეტიც, არც კი სჯერა, რომ ეს ყველაფერი მის თავს ხდება: შესაძლოა, მან იმღეროს დუეტში, რომელიც მის მუსიკალურ კარიერას მართლაც რომ თავდაყირა დააყენებს. გასულ კვირას მას ერთ-ერთმა ცნობილმა პროდიუსერმა უაღრესად საინტერესო წინადადება შესთავაზა, რომელიც ერთი ძალზე ცნობილი მომღერლისა და კახას საერთო პროექტს უკავშირდება. უფრო ზუსტად კი ამის შესახებ თავად ჩვენი რესპონდენტისგან შეიტყობთ.

კახა კუხიანიძე: ისეთი ახალი ამბები ხდება, სიმართლე გითხრა, გაოგნებული ვარ. ახლა ნამდვილად მივხვდი, რომ ცხოვრებაში მსგავსი სიურპრიზებიც შეიძლება, მოხდეს. დავიწყოთ იმით, რომ საქართველოს საერთაშორისო სატელევიზიო მუსიკალური ფესტივალის „გოლდენ ტალანტის” შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვანელი ვარ, სადაც მოხდა ის ამბავი, რომელიც მინდა, თქვენც გიამბოთ. მოგეხსენებათ, „გოლდენ ტალანტის” სტაფი შეიცვალა და ძირითადად, უცხოეთიდან ჩამოდიან. მათ შორის ერთ-ერთი არის ფრედ ფრენჩი, რომელიც საორგანიზაციო საბჭოს თავმჯდომარე და ფესტივალის ჟიურის წევრია. მას ძალიან ბევრ ცნობილ უცხოელ მომღერალთან აქვს კავშრი, ასევე, ახალბედა მომღერლების კარიერაზეც ზრუნავს და ხელს უწყობს მათ შემოქმედებით წინსვლას. მაგალითად, როგორც მითხრა, ახლახან ფუსიქეთ დოოლსთან ერთ-ერთ ახალბედა მომღერალს დუეტი ჩააწერინა. ფრენჩმა მსგავსი ვარიანტი მეც შემომთავაზა.
– თქვენი შეხვედრა სად შედგა?
– ის საქართველოში „გოლდენ ტალანტთან” დაკავშირებით ჩამოვიდა. ამ პერიოდში ჩემი სიმღერებიც მოისმინა, მერე კი „სქაიში” მინი კონცერტი მოვაწყვეთ, სადაც უკვე ცოცხლად ვიმღერე. ძალიან მოეწონა და აღნიშნა, რომ განსხვავებული ხმის ტემბრი მაქვს. ასევე, მოეწონა შესრულების მანერა და ასე შემდეგ. საქმე ის არის, რომ მის წინაშე ფეხმოტეხილმა ვიმღერე, გამომდინარე აქედან, შესაფერისად ვერ ვიდექი სცენაზე (იცინის).
– როგორც ვიცი, არემბის ცნობილ შემსრულებელზე, ეიქონზეა საუბარი, რომელთანაც ცნობილმა პრომოუტერმა, ფრედ ფრენჩმა, დუეტის ჩაწერა შემოგთავაზა.
– ეიქონის გარდა, კიდევ ბევრი მომღერალი ჩამომითვალა, მათ შორის ერთ-ერთი ეიქონი იყო. ფრენჩმა მითხრა, რომ მას შეუძლია, არემბის ცნობილ შემსრულებელთან დამაკავშიროს და ეს პროექტი განახორციელოს.
– ეიქონს უამრავ ცნობილ მომღერალთან აქვს დუეტში ნამღერი, მათ შორის – სნუპ დოგთან, ემინემთან, „ფიფთი ცენტთან,” დევიდ გეტასთან, გვენ სტეფანისთან და ასე შემდეგ.
– უიტნი ჰიუსტონთანაც იმღერა დუეტში. არც ვიცი,  რა ვთქვა. ეს მართლაც წარმოუდგენელი სიურპრიზია ჩემს ცხოვრებაში. ფრენჩს ძალიან უნდა საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩემი გაყვანა. როგორც მან მითხრა, მაქვს ის მონაცემები, რომ გაცილებით მეტი გავაკეთო ცხოვრებაში და მსოფლიომ გამიცნოს.
– როდის იგეგმება ამ პროექტის განხორციელება?
– ფრენჩის მორიგი ვიზიტი საქართველოში 20 აგვისტოს შედგება „გოლდენ ტალანტთან” დაკავშირებით და დეტალებზე უკვე მაშინ ვილაპარაკებთ. მთავარია, რომ ეს ადამიანი დამეხმარება: ამ პროექტის ფრომოუშენს გააკეთებს, ეიქონთან დუეტს ჩამაწერინებს, გადავიღებთ კლიპს, რომელიც „ემტივიზე” გავა და ასე შემდეგ. დამეთანხმებით, რომ ეს ძალიან დიდი წარმატებაა.
 თვითონ ფრენჩი 28 წლის ბიჭია, ძალიან ენერგიული, არ სვამს, არ ეწევა და ძალიან ცოტას ჭამს. მისდევს ჯანმრთელი ცხოვრების წესს.
– ფაქტია, შენი და ეიქონის დუეტი შენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის და, უხეშად რომ ვთქვა, შენი ცხოვრება თავდაყირა დადგება.
– ამდენი ხნის პაუზის შემდეგ, რის გამოც საქართველოში ენერგია და ემოცია ვერ დავხარჯე, უცებ შეიძლება ამოხეთქოს და დიდი სიურპრიზი მოხდეს ჩემს ცხოვრებაში. ეს ყველაფერი ქვეყნის წარმატებაც არის და, იმედი მაქვს, მხარშიც დამიდგებიან.
– როგორც მივხვდი, ფრენჩის კონკრეტულ პასუხს ელოდები ამ ეტაპზე.
– არა, ის ელოდება ჩემს პასუხს – მინდა, თუ არ მინდა.
– თანხმობა არ გითქვამს?
– კი, როგორ არა, მაგრამ, მარტო „მინდაზე“ არ არის საქმე, ეს ყველაფერი უფრო სერიოზულად უნდა განვითარდეს. ჩამოვა აგვისტოს ბოლოს და მაშინ უფრო კონკრეტულად დავილაპარაკებთ. რაღაც სიმღერებიც მომასმენინა და მალე შევარჩევთ ერთ-ერთ მათგანს. მოკლედ, აქტიური ურთიერთობა გვაქვს ამ ეტაპზე.
– „გოლდენ ტალანტის” შესახებაც ვთქვათ რამდენიმე სიტყვა, რომლის შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვანელიც ხარ.
– ეს ფესტივალი არის სატელევიზიო კონკურსი.  ბათუმში პირველად ტარდება. მონაწილეობას 23 ქვეყანა იღებს და ევროპის სატელევიზიო არხებზე პირდაპირ ეთერში გადის.
– ფესტივალის „სტაფში” როგორ აღმოჩნდი?
– რა ვიცი, გამიმართლა და მათ შორის მოვხვდი. ბოლო დროს ძალიან ბევრი მოულოდნელი რამ ხდება ჩემს ცხოვრებაში, ღმერთმა გადმომხედა. ახალი საბავშვო სტუდიაც გავხსენი – აი, ასე კარგად მიდის ჩემი საქმეები.
– დასვენებას არ გეგმავ?
– კი, რა თქმა უნდა, აუცილებლად. ფეხი მოტეხილი მაქვს, მაგრამ, მაინც არ ვისვენებ. ბათუმშიც ვიყავი მეისი გრეის კონცერტზე, პლაჟის დიდ ქვებზეც ვიარე (იცინის). მართალია, ტერფი მაქვს მოტეხილი, მაგრამ, ისეთი მომართული ვარ, ვერაფერი გამაჩერებს.

скачать dle 11.3