კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ ჩამოდის საქართველოში ბრენდონ სტოუნი და სად აიღო გრანპრი მისმა აღმოჩენილმა შავკანიანმა მომღერალმა

 ახლახან, იურმალაში დასრულდა კონკური „ახალი ტალღა”, რომლის გამარჯვებული და გრანპრის ფლობელი გახდა, ბრენდონ სტოუნის შერჩეული კონკურსანტი – ჯეიდენ ფელდერი. როგორც თავად ბრენდონისგან შევიტყვეთ, კონკურსზე, საკონცერტო გამოსვლისთვის, მიწვეულები იყვნენ ქართველი მომღერლებიც. თუმცა, ისინი იურმალაში არ ჩავიდნენ.
თუ რატომ არ მიჰყავს ქართველი მომღერლები ბრენდონ სტოუნს „ახალი ტალღის” კონკურსზე, რატომ ვერ იმღერა მან სცენაზე ქართული სიმღერა და რატომ დარჩა ის კონკურსის შემდეგ რიგაში, ამაზე თავად გვესაუბრება.

– ბრენდონ, გილოცავ კიდევ ერთ წარმატებას!
– დიდი მადლობა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ წელსაც გამიმართლა და „ახალი ტალღის” კონკურსზე ჩემმა შერჩეულმა კონკურსანტმა ნიუ-იორკიდან, გრანპრი აიღო. თან, წელს საკმაოდ მაგარი მომზადებული კონკურსანტები იყვნენ და რთული იყო მათთან შეჯიბრება.
– სად აღმოაჩინე ჯეიდენი და ადვილი იყო მასთან მუშაობა?
– სამი თვის წინ, ბერლინში კონცერტზე ვიყავი. ბევრი ცნობილი მომღერალი გამოდიოდა. დაახლოებით, ორი საათი მიმდინარეობდა კონცერტი და იმდენად მომაბეზრებელი იყო, ჩამეძინა (იცინის). გეფიცებით, მართლა ჩამეძინა. უცბათ, ხმა გავიგე. ისეთი ძლიერი ხმა იყო, გამოვფხიზლდი. მოვუსმინე მომღერალს და იმწუთას მივხვდი, რომ ეს ბიჭი „იურმალის“ კონკურსისთვის გამომადგებოდა. კულისებში ავედი და გამოველაპარაკე. მე ესა და ეს ვარ და მინდა „ახალ ტალღაზე” წაგიყვანო-მეთქი. დაიბნა, მითხრა, არ ვიცი ეგ რა კონკურსია, თან კონცერტებზე გამოვდივარ და არ მაინტერესებს იქ წამოსვლაო. ავუხსენი, ძალიან მაგარი კონკურსია, უამრავი კარგი მომღერალი ჩამოდის სხვადასხვა ქვეყნიდან, სტივ უანდერი და ენრიკე ეგლესიასიც იყო ჩასული. სოლიდური პრიზებია, ორი წლის წინ ჩემმა კონკურსანტმა გრანპრი აიღო-მეთქი. თან, საიტი გავხსენი კომპიუტერში და ვაჩვენე კონკურსის კადრები,  დავუტოვე ჩემი კოორდინატები და ვუთხარი, დაგელოდები, მოიფიქრე-მეთქი. ზუსტად ორ დღეში დამირეკა და მითხრა, თანახმა ვარო. დავიწყეთ მომზადება და ერთად ჩავედით იურმალაში. ჯეიდენ ფელდერი ნიუ-იორკიდანაა, შავკანიანია, საკმაოდ ძლიერი ხმა და ნათელი მომავალი აქვს. მისი საცოლე გერმანიაში ცხოვრობს და ისიც ხშირად იქ არის. ახლა აპირებენ დაქორწინებას. სწორედ, ამიტომ გამოდის ევროპაში კონცერტებზე და არა ამერიკაში. როგორც გითხარით,  ძალიან ძლიერი კონკურსანტები იყვნენ და საკმაოდ რთული იყო პირველი ადგილის აღება. ძირითადად, კონკურსზე იკვეთება ხოლმე 3-4 ძლიერი გამომსვლელი, წელს კი 8-9 კაცი ლიდერობდა. მიხარია, რომ ლიდერთა შორის ლიდერი, ჩემი შერჩეული კონკურსანტი გახდა. კი ამბობდნენ, რატომაც არ მოიგებდა, ბატონო, ყველა ზანგი მაგრად მღერისო, მაგრამ ასეც არ არის საქმე.
– თავად რომ იკავებდა თავს კონკურსზე გამოსვლისგან, დღეს რას ამბობს? და, რა გადასცეს მას კონკურსის ორგანიზატორებმა?
– დღეს ის ბედნიერია. რა აქვს სანანებელი პირველი ადგილის შემდეგ (იცინის)? პრიზი იყო 50 ათასი ევრო. თუმცა, აქედან ლატვიის ბანკი პროცენტებს იტოვებს და გამოვიდა, რომ ორმოცდაათის ნაცვლად, 35 ათასი ევრო გადაეცა გრანპრის მფლობელს.
– შენ აქედან რამდენი გეკუთვნის?
– ეს მის ნამუსზეა, რამდენსაც გაიმეტებს (იცინის). ეს რასაკვირველია, ხუმრობით. ჩემი მენეჯერებისგან კი პროცენტები მეკუთვნის. ისე სპონტანურად მოხდა ჩემი და ჯეიდენის თანამშრომლობა, რომ ფულზე არც კი მიფიქრია. გაგვიმართლა, პირველები გავხდით, მთავარი ეს იყო და ახლა ფულზეც მოვრიგდებით (იცინის). თან, წელს, „ახალი ტალღის” ორგანიზატორებმა მე ამირჩიეს მომავალი კონკურსების საუნდ-პროდიუსერად.
– ბრენდონ, არ გიფიქრია, რომ საქართველოშიც მოგეძებნა ისეთი მომღერალი, რომელსაც „ახალი ტალღისთვის” მოამზადებდი?
– საქართველოზე ვგიჟდები ისე მიყვარს, მაგრამ ჯერ არავის დაურეკავს და უთქვამს, ჩამოდი, კონცერტი ჩაატარე, ან კონცერტზე გამოდიო. თან, მანდ თავად არჩევენ „ახალი ტალღისთვის” კონკურსანტებს. ამაზე კი მიფიქრია, მაგრამ ქართველ მომღერლებს კარგად არ ვიცნობ. დამიჯერეთ, მართლა გულით მიხარია, როცა ქართველები უცხოეთში აღწევენ წარმატებებს. ბოლოს და ბოლოს, ბრენდონ სტოუნი კი ვარ, მაგრამ ქართველებისთვის ხომ ისევ ბესიკ შპეტიშვილი ვარ? სხვათა შორის, ქართველი მომღერლები იყვნენ დაპატიჟებული წელს, „ახალი ტალღის” გახსნაზე, და მეც მათთან ერთად უნდა მემღერა, მაგრამ არ ჩამოვიდნენ.
– ვინ იყვნენ დაპატიჟებულები საქართველოდან და რატომ არ ჩამოვიდნენ თუ იცი?
– დუეტი „ჯორჯია” და სოფო ხალვაში იყვნენ დაპატიჟებული და არ ჩამოვიდნენ. რომ ვიკითხე მიზეზი, მითხრეს, ვიზები არ მისცესო. ეს რამდენად მართალია, ვერ გეტყვით. არადა, სიმღერა უკვე მოფიქრებული, გაკეთებული და წარმოდგენილიც მქონდა როგორ ვიმღერებდი მას იურმალაში, სცენაზე. იმასაც ვფიქრობ, იქნებ რადგან ბათუმში უნდა ჩატარდეს მსგავსი კონკურსი – „გოლდენ ტალანტი”, ამიტომ არ ჩამოვიდნენ-მეთქი. ვერაფერს გეტყვით, ეს ჩემი აზრია. სხვათა შორის, მამაჩემსაც დაურეკეს და უთხრეს, ბესო ჩამოვიდეს და ნახოს კონკურსიო. უბრალოდ, სტუმრად მომიწვიეს. თუ გაისად ჟიურიში დამპატიჟებენ და როგორც მომღერალს, ისე მომიწვევენ, მაშინ აუცილებლად ჩამოვალ. წელს კი თავს შევიკავებ.
– რომელი სიმღერა მოამზადე?
– ქართული სიმღერა „ყვავილების ქვეყანა” დავამუშავე და ის უნდა მემღერა. თან ვიცოდი, ეს გამოსვლა როგორ მოეწონებოდა ვალერი და კონსტანტინე მელაძეებს, რომ აღარაფერი ვთქვა ჟიურის წევრებზე, მოწვეულ სტუმრებსა და მაყურებელზე. ყველა მოწვეული სტუმარი ჩამოვიდა და იმღერა, ქართველებმა კი ეს გამოსვლა გამოვტოვეთ.
– ხომ არ გირჩევნია, ჩამოხვიდე საქართველოში, გამართო კონცერტი, აღადგინო კავშირები, გააცნო თანამემამულეებს შენი შემოქმედება და თავად გაეცნო აქაური შოუ-ბიზნესის ამბებს?
– ამაზე, რასაკვირველია, მიფიქრია, მაგრამ არც კი ვიცი, ვის უნდა დაველაპარაკო, რომ კონცერტი გავმართო საქართველოში. რომ იცოდეთ, როგორ მიყვარს საქართველო და ქართველები... მაგრამ, რა ვქნა? თუ ვინმე დამიკავშირდება, ჩამოსვლას და კონცერტის ჩატარებას მთხოვს, გადავდებ ყველა საქმეს და ეგრევე გადმოვფრინდები.
– რიგაში კლიპს იღებ. მოდი, ამაზეც გვესაუბრე.
– ახალი ალბომი ჩავწერე. გერმანიაში უკვე გამოვიდა და ახლა ევროპის სხვა ქვეყნებში მინდა ალბომის გამოშვება, სადაც ჩემი ახალი სიმღერები შევა. რიგაში ვიღებ კლიპს სანაპიროზე.
– ლამაზი გოგონების და ზღვის ფონზე იღებ კლიპს?
– (იცინის). ლამაზი, გახდილი გოგონები კლიპში კარგია, მაგრამ ახლა არ მჭირდება, რადგან ამ სიმღერას არ მოუხდება. კლიპში, მხოლოდ მე, შავი როიალი და ზღვაა. ძალიან ლამაზი სიმღერაა და იმედია, სასიამოვნო სანახავი და მოსასმენი იქნება.

скачать dle 11.3