კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აფერისტი ქურდები, ძველი „პაძელნიკების“ შეხვედრა და თხუთმეტ წუთში გახსნილი საქმე

სოხუმში დავიბადე და გავიზარდე. ძალიან მკაცრი მამა მყავდა, მაგრამ, მაინც ისე მოხდა, სკოლას რომ ვამთავრებდი, გზას ავცდი და ორ ხელიდან წასულ ბიჭს ერთი-ორჯერ ბინის გასაქურდავად გავყევი. ჩვენ გაქურდვის ორიგინალური მეთოდი გვქონდა, რაც ჩემი მოფიქრებული იყო და კარგად „მუშაობდა“ (ამ მეთოდის შესახებ ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ). მაგრამ, მამაჩემმა გაგვიგო და ისე გაგვიერთიანა ძვალ-რბილი სამივეს, ის ორი ქალაქიდან გადაიხვეწა (ჩემზე უფროსები იყვნენ 7-8 წლით), მე კი სამუდამოდ შევეშვი ამ საქმეს. ის კი არა, სკოლა რომ დავამთავრე, იურიდიულზე ჩავაბარე, მერე კი მილიციაში დავიწყე მუშაობა. რამდენიმე წელიწადში ჩინიც მომცეს. მალე ცოლად ვოლგოგრადელი ქალი შევირთე, რამდენიმე წლით მის მშობლიურ ქალაქში გადავედით საცხოვრებლად და იქაც მილიციაში დავიწყე მუშაობა, მაგრამ, უკვე გამომძიებლად.
ერთხელ ქალაქი შეძრა ახალმა ამბავმა: ვოლგოგრადის ერთ-ერთ გარეუბანში ფრიად ორიგინალური ქურდობა მოხდა. მსხვერპლი არ ყოფილა, მაგრამ, თითქმის ორი ათეული ბინა იყო უბანში გაქურდული. როგორც დაზარალებულები ყვებოდნენ, დაახლოებით შუა კვირაში, მათ უბანში მისულა არარუსული გარეგნობის ორი მამაკაცი და, სახლმმართველობის დავალებით, უქმეებზე სავალდებულო შაბათობის ჩატარება გამოუცხადებიათ: ტერიტორია უნდა დაგავოთ და ხეები კირიანი ხსნარით შეათეთროთ, ხსნარს კი ჩვენ დაგირიგებთო. როდესაც რამდენიმე მოსახლემ თქვა, შაბათს სახლში არ ვიქნებითო, მათ შესთავაზეს, ვინც შაბათს სახლში არ იქნება, თავისი ბინის კარის წინ ცარიელი ვედრო დადგას, რომ კირიანი ხსნარი ჩავუსხათ და, როცა ჩამოვლენ, მერე შეათეთრონ ხეებიო. გულუბრყვილო მობინადრეები მართლაც ასე მოიქცნენ, მაგრამ, მეორე დილას ყველა ის ბინა გაქურდული იყო, რომლის კარის წინაც ცარიელი ვედრო იდგა.
ეს ამბავი რომ გავიგე, გულმა რეჩხი მიყო. შევვარდი უფროსთან და ვთხოვე, ეს საქმე მე მომეცით-მეთქი. თანხმობა რომ მითხრა, მაშინვე გავქანდი სახლმმართველობაში და კადრების განყოფილების უფროსს მოვთხოვე, დაედგინა, მუშაობდნენ თუ არა მათთან მინასიანი და კორკოშია. როდესაც დადებითი პასუხი მივიღე, მაშინვე გავარკვიე მათი ადგილსამყოფელი, თავზე დავადექი და კატეგორიულად მოვთხოვე, თუ არ გინდათ, ციხე გახეხინოთ, ყველაფერი უკლებლივ დააბრუნეთ-მეთქი. სხვათა შორის, მართლაც ყველაფერი დააბრუნეს, უფრო სწორად, მისამართი მომცეს, სადაც ნაქურდალს ინახავდნენ, მე კი მათ ქალაქიდან გაპარვაში დავეხმარე იმ პირობით, რომ იქ აღარ დაბრუნდებოდნენ.
თხუთმეტ წუთში გახსნილი ქურდობის გამო, გარდა იმისა, რომ მაიორის ჩინი მომანიჭეს (მანამდე კაპიტანი ვიყავი), მთელმა ქალაქმა გამიცნო და, როგორც ნამდვილ გმირს, ისე მხვდებოდნენ და მესალმებოდნენ.
ჩემი უფროსი მიხვდა, რომ რაღაცაში იყო საქმე და კარგა ხანს მეხვეწა, მითხარი, ასე უცებ როგორ გახსენი ეს საქმეო, მაგრამ მე მხოლოდ ერთ ფრაზას ვუმეორებდი – „პროფესიონალნაია ტაინაა“-მეთქი. აბა, იმას ხომ არ ვეტყოდი, გაქურდვის ეს აფერისტული ხერხი ჩემი ახალგაზრდობის დროინდელი ქურდული ფანტაზიის ნაყოფია-მეთქი?!

скачать dle 11.3