დამკრძალავი ბიუროების დევიზთა კონკურსში გაიმარჯვა ბიურო „უნივერსალის“ სლოგანმა: „ჩვენ დავმარხავთ ყველას!“
***
– რას გააკეთებს ის ქალბატონი‚ რომელიც გაიგებს‚ რომ მისი ქმარი ოპერაში სხვა ქალბატონთან ერთად აპირებს წასვლას?
– კონცერტს შინ მოაწყობს...
***
ქალთა დევიზი: „ბავშვები ჩვენი სიხარულია‚ კაცები – სისუსტე“.
***
ამერიკაში ტორნადო „იზაბელას“ შედეგებზე პასუხისმგებლობა „ალქაიდამ“ აიღო.
***
– ეს ვინ არის?
– კაცი‚ რომელიც ყველას ორმოს უთხრის.
– საძაგელი‚ ბოროტი ადამიანი!..
– არა‚ კაცო‚ რა ბოროტი‚ მესაფლავეა.
***
– სულ რომ მეჩხუბები‚ ნახე, რამხელა ეკონომია გავაკეთე – ერთი კვირაა, ჩამოსასხმელ ლუდს ვყიდულობ... ახლა იანგარიშე, რამდენი ბოთლის ფული დავზოგე...
***
– ექიმო‚ ხანდახან მეჩვენება‚ რომ ჩრჩილი ვარ. რამე მეშველება?
– ბატონო‚ თქვენ ჩემთან კი არა, ფსიქოთერაპევტთან უნდა მისულიყავით.
– კი‚ მაგრამ‚ თქვენთან სინათლე ენთო...
***
მას თავი განათლებულ ქალად მიაჩნდა‚ მაგრამ, ფრაზას‚ One minute, please‚ თარგმნიდა‚ როგორც: „ერთი მინეტი‚ გეთაყვა“.
***
– და ის ჩემს ფეხებთან დაეცა... – თურმე‚ კაბის ქვეშიდან უნდოდა შეეხედა...
– გოგო‚ მეც რომ ეგ მომივიდა‚ ამიტომაც ვიცვამ სულ შარვლებს‚ რომ გავარჩიო, ჭეშმარიტი სიყვარულით დაეცნენ ჩემს ფეხებთან თუ ქვენა გრძნობებით...
***
სვანი ნაყინის გამყიდველთან მივიდა:
– „ესკიმო“ მომეცი და ჩიპსები!
– ბოდიში‚ მაგრამ, ჩიპსები ჩემთან არ არის.
– ჰო‚ მაშინ, მარწყვის მომეცი და ჩიპსები!
– ხომ გითხარით‚ ჩიპსები არ გვაქვს-მეთქი!
– მაშინ‚ მარტო ჩიპსები მომეცი!
***
ტიპი კედელს ორივე ხელით მიეყრდნო და აღებინებს. ამოიღო ცხვირსახოცი, სახე მოიწმინდა და, უცებ, ხედავს, პატარა ძაღლი წამოხტა‚ ტანი შეარხია და ბეწვიდან სიბინძურე ჩამოიბერტყა.
– ვახ, ჩემი! რას არ შეჭამს მთვრალი კაცი!..
***
– სანდრო‚ მაცივარზე რატომ დააწერე „W“?
– ეს „W“ არ არის‚ ეს ფიფქია.
– აუხსენი ეგ სტუმრებს?
***
ზღვაზე ვისვენებდი‚ ბათუმში და, უგონოდ შემიყვარდა‚ იმდენად უგონოდ‚ რომ ვერაფრით გამიხსენებია – ვინ...
***
ხანში შესულმა ებრაელმა ერთი ჭიქა ქაშერული ღვინო შესვა და რომანტიკული გრძნობები გაეღვიძა. ცოლს ეუბნება:
– სარა‚ ისე მიყვარხარ‚ რომ, მინდა‚ ბედნიერი იყო‚ შენი დარდი ჩემზე გადმოვიდეს‚ შენი პრობლემები – ჩემზე; მე ნუ მექნება ფული‚ ოღონდ შენ იყო მდიდარი‚ საყვარელო! ჩემს სიხარულს‚ შენი სიხარული მირჩევნია; ჯობია მე ვიყო ქვრივი‚ ვიდრე შენ დაქვრივდე...
***
როდესაც ღმერთს უნდა ამერიკელების დასჯა‚ უგზავნის ხანძარს‚ ტორნადოს‚ წყალდიდობებს... თუ სხვა ხალხის დასჯა უნდა – ამერიკელებს.
***
– როგორ არის საქმე?
– როგორც მარსზე!
– ???
– არავითარი სიცოცხლე!
***
გამოვიდა ახალი საღეჭი რეზინი რძიანი თევზის გემოთი. ის გაგისუფთავებთ არა მარტო პირის ღრუს‚ არამედ კუჭ-ნაწლავსაც.
***
წარწერა ვეტკლინიკაზე:
„ვკრეჭ კატებსა და ძაღლებს‚ შეიძლება კასტრაციაც... მოკლედ‚ როგორც გამოვა“.
***
მათემატიკის გაკვეთილი:
– მიხო‚ დავუშვათ‚ გაქვს 400 ლარი‚ 100 ლარი მიეცი ეკას‚ 100 – მაკას‚ 100 – ლიკას‚ რა დაგრჩება?
– შიდსი‚ გონორეა და სიფილისი‚ მასწ!
***
– გუშინ პარაშუტიდან გადმოვხტი!
– მერე...
– და, ზუსტად გავიგე‚ საიდან გამოიყოფა ადრენალინი...
***
„შამპუნი კანაფის ექსტრაქტზე – ახლა თქვენი თმა არა მარტო ცოცხალი‚ არამედ მხიარულიც იქნება!“.
***
ქალური ლოგიკა: თუ მამაკაცი გეუბნება‚ რომ დღეს ძალიან ლამაზი ხარ‚ ეს სექსუალური ძალადობაა; თუ არაფერს გეუბნება – მამაკაცი ინდიფერენტულია და უნიათო.
***
– იცით‚ მე ჰოროსკოპით მშვილდოსანი ვარ‚ თუმცა‚ ცოლი სულ ცდილობს‚ თხის რქა გამხადოს...
– შე საბრალო... მე ჰოროსკოპით ქალწული ვარ‚ მაგრამ თუ სურვილი გექნება‚ შენთვის კიბო გავხდები.
***
– რა ლამაზი‚ ჩაწიკწიკებული კბილები გაქვს!
– ჰო‚ ეს ბებოსგან მერგო...
– აუ‚ არადა, ისე ზის‚ საკუთარი გეგონება...
***
სიდედრის გასვენებაზე მიხო თავს იკლავს‚ ისე ტირის‚ ლამის კედელს ურტყამს თავს. ყველა გაოცებული უყურებს‚ რამ გააგიჟაო.
ვანუამ გაბედა და ყურში ჩასჩურჩულა:
– რა მოგივიდა‚ ჯო‚ სიდედრია! რა თავს იკლავ?
– მა არ უნდა მოვიკლა‚ სამშაბათს დაზღვევის აგენტი იყო მოსული 15 000 ლარად აზღვევდა. თავი გავიგიჟე‚ ამაი რა მოკლამს‚ ერთი 20 წელი კიდევ იცოცხლებს-მეთქი და უარით გავისტუმრე.
***
თუ „კომპიუტერშჩიკი“ სამუშაო საათებში თამაშობს‚ ესე იგი‚ მას ცოტა სამუშაო და დიდი ხელფასი აქვს‚ ან ბევრი სამუშაო და პატარა ხელფასი.