ბრძნული აზრები
ფენელონი: იმისი მოსმენა შეიძლება, ვისი სიტყვაც აზრს ემორჩილება, ხოლო აზრი – ჭეშმარიტებასა და სიკეთეს.
პუბლიუსი: ისეთი არაფერი არსებობს, რომ ცუდი მონაყოლით არ შეირყვნას.
ბალზაკი: სიყვარული ადამიანში ყველა კეთილ თვისებას აღმოაჩენს.
ბელინსკი: სიყვარულს ისე სჭირდება ჭკვიანური შინაარსი, როგორც ცეცხლს – საწვავი.
ნიცშე: ზედაპირული ადამიანები ყოველთვის იტყუებიან, რადგან ისინი უშინაარსონი არიან.
აკაკი: სიცოცხლე ტკბილია და მომხიბლავი, ცხოვრება კი რთულია, დახლართული. მისი ხვანჯის გამოხსნა ძნელია და მიტომაც თავის უარყოფა არ ხერხდება. ყოველი ადამიანი მარტო პირადობაზე ფიქრობს და იმასაც ძლივს უმკლავდება, ტანჯვაში ჩავარდნილი. მხოლოდ რჩეულები შეძლებენ ხოლმე, რომ ხანდახან საზოგადოებაზედაც იფიქრონ, მაგრამ აქედან ბევრი არა გამოდის-რა.
ლაო ძი: ვინც საქმის მიღებისთანავე შედეგის მიღწევას ჩქარობს, ის ვერაფერს გააკეთებს. ვინც თავის საქმეს ფრთხილად ამთავრებს, წარუმატებლობას არ განიცდის.
ტოლსტოი: თვითსრულყოფა იმიტომაა დამახასიათებელი ადამიანისთვის, თუ ის მართალია, არასდროს საკუთარი თავით კმაყოფილი არ არის.
ეტვეში: გამოთქვა ყველაფერი, რაც ჩვენს აზრს სიცხადეს ანიჭებს, აი, ამაშია უნაკლო სტილის საიდუმლოება.
დემოკრიტე: არა სიტყვა, არამედ უბედურებაა სულელთა მასწავლებელი.
სოლომონი: ბრძენს ეშინია და შორდება ბოროტებას, ბრიყვი გაღიზიანებულია და თვითდაჯერებული.
ოვიდიუსი: ფიქრების უმრავლესობა – ოცნებებია.
შექსპირი: უბედურება გამეტებით მას დაეძგერება, ვინც მას ემორჩილება.
მამარდაშვილი: ფილოსოფია, ანუ განყენებული აზროვნება, იწყება იქ, სადაც ვაცნობიერებ ჩემს თავს, ჩემს ფიქრებს, ჩემს გრძნობებს და ვხვდები, რომ ასეთი სულით, უბრალოდ, ვერ შევძლებ, ვიცხოვრო.
პეტრე პირველი: ფული – ომის არსი და არტერიაა.
ბუასტი: ღალატი მონის იარაღია.
გამბეტა: ღირსებები დამოუკიდებელ ადამიანში პოვებს განვითარებას.
ავრელიუსი: მოიკვეთე წარმოდგენა; დაიოკე სწრაფვა; დაიურვე ვნება; მისდიე მხოლოდ შენს წარმმართველ საწყისს.
კარლაილი: დაე, ნუ შეგაშფოთებს შეცდომა. არაფერი ისე არ გვასწავლის, როგორც საკუთარი შეცდომის შეგნება. ეს თვითაღზრდის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა.
მირზა-ზაფი: სიბრძნე ერთია, მისი მსგავსება კი – უამრავი.
კონფუცი: საკუთარი ბუნებით ადამიანები ახლოს არიან ერთმანეთთან, ჩვეულებებით კი – შორს.
თაგორი: ნუ გააკეთებ იმას, რამაც, შეიძლება, სასიკვდილო სარეცელზე გაწვალოს, რადგან სიცოცხლე ხანმოკლეა.
ებნერ-ეშენბახი: თეორია და პრაქტიკა შეადგენს ერთ მთელს და, ისევე, როგორც სული და სხეული, ისინიც ხშირად არ არიან ხოლმე ურთიერთთანხმობაში.
შოპენჰაუერი: თუ გვინდა, უშფოთველად გავლიოთ ჩვენი ცხოვრების გზა, სიფრთხილისა და შემწყნარებლობის გვარიანი მარაგი უნდა ვისაგზლოთ: პირველი დანაკარგსა და ზარალს გვარიდებს, მეორე – დავასა და აყალმაყალს.
კონსტანტინე: როგორ აშორებს ადამიანებს ცხოვრება!
ნაპოლეონი: მამაკაცები განაგებენ მსოფლიოს, ქალები კი – ღამეებს.